რეპადენტი ჰიალურონის 30მლ სპ
გააზიარე:
რეპადენტი®
ჰიალურონის სპრეი
შემადგენლობა: მაღალმოლეკულური ნატრიუმის ჰიალურონატი 0.2%, პანთენოლი, წყალი, სორბიტოლი, სპირტი, პიტნის არომატი, ლიმონმჟავა.
მოქმედების მექანიზმი:
ჰიალურონის მჟავა შემაერთებელი ქსოვილის ნატურალური კომპონენტია, რომელიც აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციასა და შეხორცებას. სტომატოლოგიაში ჰიალურონის მჟავა გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების, როგორიცაა გინგივიტი, პაროდონტიტი, სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში. კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ რეპადენტი ხსნის ანთებას, ამშვიდებს გაღიზიანებულ და შეშუპებულ ღრძილებს, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას სტომატოლოგიური მანიპულაციების შემდეგ, რაც იწვევს პაციენტის ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
პანთენოლი (პროვიტამინი B5) ამცირებს ანთებას, აღადგენს და იცავს ღრძილებს.
რეპადენტი
ü აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციას
ü იცავს და ატენიანებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს
ü უზრუნველყოფსძნელად მისადგომ ადგილებშიდაც კი მოქმედი ნივთიერებებისმაღალი ხარისხით შეღწევადობას.
ასაკი და გამოყენების წესი:
რეპადენტი განკუთვნილია:
მოზარდებისთვის 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებისთვის.
სპრეის გამოყენება უნდა მოხდეს კბილების გამოწმენდის შემდეგ. გამოყენებამდე მოხსენით დამცავი თავსახური საფრქვევს, აღმართეთ საფრქვევი ზევით, მიმართეთ ის სამიზნე ზონისკენ და შეისხურეთ დღეში 3- 5-ჯერ, კვებათა შორის შუალედებში. გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში არაა მიზანშეწონილი საკვების ან სითხის მიღება.
გაფრთხილება:
12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში და მეძუძურ ქალებში მიღება შესაძლებელია სტომატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ.
რეპადენტი არ შეიცავს შაქარს და დასაშვებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის.
არ გამოიყენოთ რეპადენტი უწყვეტად სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 300C-ზე.
მოქმედების ვადა: წარმოებიდან 48 თვე.
შეფუთვა: 30მლ სპრეი პიტნის არომატით
მწარმოებელი: ESENSA d.o.o. ბელგრადი, სერბეთის რესპუბლიკა