მარინოსი სენსიტივი 50მლ ცხ/სპ
გააზიარე:
მარინოსი®
სენსიტივი
ცხვირის სპრეი
ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტით
გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას სამკურნალო საშუალება მარინოსის გამოყენებასთან დაკავშირებით.
წაკითხვის შემდეგ ნუ გადააგდებთ ინსტრუქციას, შესაძლოა დაგჭირდეთ გარკვეული ინფორმაციის ხელახლა წაკითხვა.
შემადგენლობა: 1 მლ სპრეი შეიცავს 50 მგ ალოე ვერას ფოთლების თხევად ექსტრაქტს, 9 მგ ზღვის მარილს, 0,1მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს, დისტილირებულ წყალს.
როგორია მარინოსი სენსიტივი სპრეის მოქმედების მექანიზმი და ვისთვის არის განკუთვნილი?
მარინოსი სენსიტივი სპრეი ზღვის მარილის იზოტონური ხსნარია ალოე ვერას ექსტრაქტით. მარინოსი სენსიტივი სპრეი განკუთვნილია ცხვირის ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისთვის, ასევე ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის უზრუნველსაყოფად. მარინოსი სენსიტივი უზრუნველყოფს ცხვირის ბუნებრივ დატენიანებას, ხელს უწყობს ლორწოს ნორმალურ გამომუშავებას, რითაც იცავს მას გამოშრობისა და მექანიკური გაღიზიანებისაგან (კვამლი, მტვერი და ა.შ.).
ალოე ვერას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ინფექციის დროს და მისი გადატანის შემდეგ, გაღიზიანებულ და დაზიანებულ ცხვირის ლორწოვან გარსში იგი ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს ეპითელიზაციის პროცესს.
მარინოსი სენსიტივი ეფექტურია ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისათვის. მარინოსი სენსიტივის დღეში რამდენჯერმე, რეგულარულად გამოყენება ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის განვითარების რისკს.
როდის გამოიყენება მარინოსი სენსიტივი სპრეი?
ü ცხვირის ყოველდღიური ჰიგიენა
ü ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე: ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნება შეცვლილ მიკროკლიმატურ პირობებში – იმ პირებში, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან ცენტრალური გათბობით; ადამიანებში, რომელთა ზედა სასუნთქი გზების ლორწვანი გარსი მუდმივად იმყოფება მავნე ზემოქმედების ქვეშ (მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, ცხელ და მტვრიან საამქროებში მომუშავე ადამიანები, ასევე, რომლებიც იმყოფებიან მკაცრი კლიმატური პირობების რეგიონებში).
ü ცხვირის ღრუს დაზიანებული ლორწოვანი გარსის ეპითელიზაციის სტიმულირება (ვაზოკონსტრიქტორის გამოყენების შემდეგ).
ü ცხვირის წვეთების გამოყენებამდე, ცხვირის ღრუს გამორეცხვის და ლორწოვან გარსთან წამლის უკეთესი კონტაქტის მიზნით.
ü ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
ü ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ან აწუხებთ ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ
ü ცხვირის ირგვლივ კანის გაღიზიანება.
ü პირსინგების შემდეგ.
მარინოსი სენსიტივის გამოყენების წესი:
მოზრდილები და ბავშვები ერთი წლის ასაკიდან:
- 1-2 შესხურება თითო ნესტოში დღეში რამდენჯერმე.
წლამდე ასაკის ბავშვები:
- 1 შესხურება თითო ნესტოში დღეში რამდენჯერმე.
კიდევ რა უნდა იცოდეთ მარინოსი სენსიტივი სპრეის შესახებ და როდის არ შეიძლება მისი გამოყენება
მარინოსი სენსიტივი არ იწვევს წვასა და გაღიზიანებას ლორწოვან გარსზე მიმდინარე ანთებითი პროცესების დროსაც კი.
მარინოსი სენსიტივი სპრეის გამოყენებისას, არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.
მარინოსი სენსიტივი სპრეის გამოყენებისას არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები.
მარინოსი სენსიტივი სპრეი დასაშვებია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის.
არ არსებობს მონაცემები მარინოსი სენსიტივი სპრეის გვერდითი მოვლენების შესახებ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები მგრძნობიარე ადამიანებში.
თუ იცით რომ ხართ ალერგიული მარინოსი სენსიტივი სპრეის რომელიმე ინგრედიენტზე, არ გამოიყენოთ ის.
განსაკუთრებული მითითებები:
ჰიგიენის დაცვის მიზნით, სამკურნალო საშუალება სასურველია გამოყენებული იქნას ინდივიდუალური მოხმარებისთვის.
არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვა: ინახება არაუმეტეს 250C-ზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: წარმოებიდან 3 წელი.
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან ექვსი კვირის განმავლობაში.
შეფუთვა: პლასტმასის ბოთლი 50 მლ ხსნარით და ცხვირის ტუმბო დოზატორით.
მწარმოებელი: ESENSA d.o.o., ბელგრადი,სერბეთის რესპუბლიკა.