გასტროპიუ პრო #30ტ საღ

გასტროპიუ პრო #30ტ საღ

30.00 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფარმაფლორი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 134278
გააზიარე:

გასტროპიუ პრო #30 ტაბლეტი საღეჭი

გასტროპიუ პრო არის დიეტური დანამატი დამატკბობლებით, რომელიც დაფუძვნებულია მცენარეულ ექსტრაქტებზე და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებზე.

გასტროპიუ პრო - ანტაციდური საშუალება, რომელიც ამცირებს გულძმარვის სიხშირეს და სიმძიმეს, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი ფუნქციის ნორმალურ შენარჩუნებას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოტორიკას და აირების გამოდევნას. აქვს ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედება.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს პაპაია-90მგ, კვლიავი (კარუმ კარვი)-30მგ, პიტნა-5მგ, კოჭა (ჯინჯერი)-10მგ, ბრომელაინი, ენზიმური კომპლექსი „დიჯეზიმი“,-100მგ, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი-მაგნიუმის კარბონატი და ნატრიუმის ალგინატი-40მგ.

კოჭა (ჯინჯერი ): აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოტორიკას და პერისტალტიკას, ნაწლავის კუნთების ტონუსს. ააქტიურებს ფერმენტების სეკრეციას.

ჯინჯერი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტ ჯინჯეროლს, რომელიც ავლენს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას სერატონინერგული და დოფამინერგული რეცეპტორების ინჰიბირებით. თანამედროვე ფიტოთერაპიაში გამოიყენება, როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის სამკურნალოდ. როგორიცაა: ბოყინი, გულძმარვა, მეტეორიზმი და გულისრევა.

პიტნა: აუმჯობესებს საჭმლის მომნელებას. აქვს ღებინების, გულისრევის საწინააღმდეგო, ანტისპაზური და აირების გამომდევნი მოქმედება.

კვლიავი: აქვს ანტისპაზმური, აირების გამომდევნი თვისება, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

პაპაია: პაპაინი შეიცავს გოგირდის პროტეოლიზურ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მაკრომოლეკულების დაშლას პეპტონებად. ამიტომაც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის დამხმარე საშუალებად.

ბრომელაინი: სულფჰიდრული ფერმენტი პროტეოლიზური მოქმედებით, აუმჯობესებს ცილების მონელებას.

ენზიმური კომპლექი ( დიჯეზიმი) არის ფერმენტული კომპლექსი, რომელიც შეიცავს 5 მომნელებელ ფერმენტს: ალფა-ამილაზას, პროტეაზას, ლაქტაზას, ცელულოზასა და ლიპასბ-პროტეაზას, რომლებიც ხელს უწყობენ ცილების, ლიპიდების და სხვა ფერმენტების მაკრომოლეკულებიდან მცირე ნაწილებად დაშლას, როგორც ამინომჟავები და შემდგომ მის შეწოვას.

ამილაზა -ხელს უწყობს კარბონჰიდრატების მონელებას.

ლიპაზა - ხელს უწყობს ცხიმების დაშლას და მონელებას.

ლაქტაზა- ხელს უწყობს ლაქტოზის გადამუშავებას.

ცელულაზა -ხელს უწყობს უჯრედისის მონელებას.

კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის კარბონატი: ანეიტრალებს მომატებულ კუჭის მჟავიანობას.

ნატრიუმის ალგინატი: ნატრიუმის ალგინატი გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობისთვის. ალგინის მჟავა არის მისი პოლიმერი, რომელიც მიღებულია ყავისფერი ზღვის მცენარეებიდან. აქვს პექტინის და გელის მსგავსი სტრუქტურა წყალთან კონტაქტში, იგი ხელს უშლის კუჭის შიგთავსის გადაადგილებას საყლაპავში. ნატრიუმის ალგინატს აქვს აგრეთვე კუჭის ლორწოვანი გარსის ამომფენი თვისებაც.

მიღება და დოზირება : რეკომენდებულია 6 წლიდან 1-2 ტაბლეტი კვებამდე 15 წუთით ადრე ან საჭიროებისამებრ.

მისი მიღება შესაძლებელია ორსულობის, ლაქტაციის, დიაბეტის და ცელიაკიის დროს.

მწარმოებელი : FARMAFLOR srl - Via Donatori di Sangue, 9 - 12026 Piasco (CN) - Tel. 0039 (0)175 270201 - www.farmaflor.it