ვიტ B6 5% 1მლ #10ა

ვიტ B6 5% 1მლ #10ა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პირიდოქსინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 134
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

 

ვიტ B6 5% 1მლ #10

ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება. პირიდოქსინი; [2-მეთილ-3-ოქსი-4,5-დი(ოქსიმეთილ)-პირიდინის ჰიდროქლორიდი].


ძირითადიფიზიკურ-ქიმიურითვისებები

გამჭვირვალე უფერო სითხე;

შემადგენლობა

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 0.05 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ეთილენდიამიტეტრაძმარმჟავას დინატრიუმის მარილი (ნატრიუმის ედეტატი), საინექციო წყალი.

 

გამოშვებისფორმა

საინექციო ხსნარი.

 

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი

ვიტამინების მარტივი პრეპარატები.

ათქ კოდი: A11HA02.

 

ფარმაკოლოგიურითვისებები

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ფოსფორილირებულ ფორმაში ვიტამინი B6 შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ახორციელებენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებისა და გადაამინირების პროცესებს. იგი აქტიურად მონაწილეობს ტრიპტოპანის, მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინისა და სხვა ამინომჟავების მეტაბოლიზმში, დოპამინის, ნორადრენალინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში; აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას ათეროსკლეროზის დროს; ზრდის დიურეზს.

 

ფარმაკოკინეტიკა

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ღვიძლში მეტაბოლიზდება. მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტები (4-პირიდოქსილმჟავა და 5-ფოსფოპირიდოქსილმჟავა) გამოიყოფა თირკმელებით. პრეპარატის დაახლოებით 8-10% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად.

 

გამოყენებისჩვენებები

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება ჰიპო- და ავიტამინოზისას B6, ორსულების ტოქსიკოზების, ათეროსკლეროზის, ანემიების (რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიების, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ნეიროდერმიტების, ფსორიაზის, ექსუდაციური დიათეზები დროს. ასევე ინიშნება ზღვისა და ჰაერის დაავადებების, მენიერის დაავადების დროს. გარდა ამისა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი არიდებს ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტებს) ტუბერკულოზის საწინააღმდგო პრეპარატებით მკურნალობის დროს.

 

გამოყენებისწესიდადოზები

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი შეიყვანება ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად და კანქვეშ, განსაკუთრებით, თუ ნაწლავში შეწოვის დარღვევის გამო პრეპარატის შინაგანად მიღება შეუძლებელია.
B6-ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის სადღეღამისო დოზა უფროსებისათვის შეადგენს 0.002-0.005 გ, ბავშვებისათვის – 0.002 გ დღეში.
პარენტერალურად შეყვანის დროს სადღეღამისო სამკურნალო დოზა უფროსებისათვის, რომელიც ინიშნება 1-2 მიღებად, შეადგენს 0.05-0.1 გ, ბავშვებისათვის – 0.02გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს და 14 დღეს, შესაბამისად.
პარკინსონიზმისას ი/მ შეიყვანება 2 მლ 5% ხსნარი დღეში (კურსი – 20-25 დღე, 2-3 თვეში განმეორებითი კურსი). სხვა სქემის მიხედვით 5% ხსნარი შეიყვანება ი/მ საწყისი სადღეღამისო დოზით 50-100 მგ, ხოლო შემდეგ დოზა ყოველდღიურად იზრდება 50 მგ-ით და დაიყვანება 300-400 მგ-მდე დღე-ღამეში (ერთჯერადად). ამ დროს თერაპია 12-15-დღიანი კურსებით ხორციელდება.
ინვოლუციური ასაკის დეპრესიების სამკურნალოდ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი შეიყვანება კუნთში 200 მგ დღე-ღამეში.
სიდერობლასტური ანემიის თერაპიისას პრეპარატი შეიყვანება ი/მ 100 მგ (0.1 გ) ორჯერ კვირაში (ამ დროს რეკომენდებულია ფოლის მჟავას, რიბოფლავინის, ვიტამინის B12 გამოყენება).
ნევრიტებისა და სხვა გართულებების ასარიდებლად ფტივაზიდითა და იზონიკოტინმჟავას ჰიდრაზიდის სხვა წარმოებულებით პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ინიშნება 0.005-0.01 გ დღეში.

 

გვერდითიმოქმედება

შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

 

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ხსნარი აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას.
პრეპარატი არ ინიშნება ა-დოფასთან ერთდროულად, ვინაიდან ასუსტებს მის მოქმედებას.
არ შეიძლება ერთ შპრიცში პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ციანოკობალამის ხსნარებთან და თიამინინთან ერთად გამოყენება.

ჭარბიდოზა

დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას ვითარება ხასიათდება კუნთის ქსოვილში და შინაგან ორგანოებში ცილის შემცველობის მკვეთრი შემცირებით. ჰიპერვიტამინოზის B6, ადრეულ სტადიებში შესაძლოა გამოვლინდეს კანზე გამონაყარი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, რაც მოითხოვს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.

 

გამოყენებისგანსაკუთრებულობა

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გულის იშემიური დაავადების დროს.

 

შენახვისპირობებიდავადები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა – 3 წელი.

 

გაცემისპირობები

რეცეპტით.

 

შეფუთვა

1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფებში.