ფერამესი #15კაფს
გააზიარე:
FERAMES
ფერამესი
შემადგენლობა:
რკინის (III) ბისგლიცინატი 30მგ ვიტ C- 50მგ
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი E551b, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზის გარსი
რკინის (III) ბისგლიცინატი - უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ რკინის სწრაფ და ეფექტურ ათვისებას გვერდითი მოვლენების გამოვლენის გარეშე. რკინის ბისგლიცინატი ელექტრონულად ნეიტრალურია, არ იშლება კუჭ–ნაწლავის წვენის ზემოქმედებით, შეუცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას. არ ბლოკავს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას (ვიტ.E, ვიტ.C, Ca). მისი ბიოშეღწევადობა 75%–ით ( 3 – 4 ჯერ) აღემატება რკინის სხვა ფორმების ( ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას. ფერამესის რკინისბისგლიცინატის 30 მგ თერაპიული მოქმედებით უტოლდება რკინის სხვა სახეობების რეკომენდებულ დღიურ დოზებს.ფერამესის რკინის ხელატი წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილ რკინას, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ყაბზობას.
ვიტამინი C - მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში; ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას.
ჩვენება:
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- მომატებული მოთხოვნილება რკინაზე;
- ორსულობა და ლაქტაცია,ჭარბი მენსტრუაცია
- ინტენსიური ზრდის პერიოდი
- ვეგეტარიანობა, დიეტა
- ხანდაზმული ასაკი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
- ტრავმები,ქირურგიული ჩარევების შედეგად გამოწვეული სისხლის დანაკარგი
- დონორობა
- ჰემოდიალიზი,თირკმლის უკმარისობა
- მწვავე და ქრონიკული სისხლდენა
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვა
- ინფექციური დაავადებების, ქიმიო და სხივური თერაპით განპირობებული ანემიები
- ჰორმონალური დარღვევები, მოწამვლა ტყვიით და ანტაციდებით
მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში საკვებთან ერთად. უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250C. მოარიდეთ ბავშვებს.
მწარმოებელი: Nature pharma, ესპანეთი გამოშვების ფორმა: კაფსულა №15 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ) შპს ''ლაიფლაინი''
მის: თბილისი, თამარაშვილის 13 ნ ელ ფოსტა: [email protected]
ტელ: 595020278










