ტერაფლუ ფორტე #20ტ
გააზიარე:
ტერაფლუ ფორტე 20 ტაბლეტი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: თითოეული აბი შეიცავს 650 მილიგრამ პარაცეტამოლს, 10 მილიგრამ ფენილეფრინ ჰიდროქლორიდს და 4 მილიგრამ ქლორფენირამინ მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (საქონლის რძისგან მიღებული), მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლი, ყვითელი ქინოლინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეთილ პარაჰიდროქსი ბენზოატი (E218), მეთილის ცელულოზა.
1. ტერაფლუ ფორტე და მისი გამოყენება
ტერაფლუ ფორტე წარმოადგენს გარსით დაფარულ, აბის ფორმის პრეპარატს. ტერაფლუ ფორტეს პასტელური ყვითელი ფერის აბები წაგრძელებულია და დახრილი ნაპირებითაა.
ტერაფლუ ფორტე წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების: დეკონგესანტის (ფენილფრინის ჰიდროქლორიდი), ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი (პაარცეტამოლი) და ანტიჰისტამინური საშუალების (ქლორფენირამინ მალეატი) შემცველ პრეპარატს, რომელიც ხსნის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
ტრეაფლუ ფორტე გასაყიდად წარმოდგენილია შემოგარსული 20 აბის შემცველ ბლისტერებში და ორიგინალ შეფუთვაში.
ტერაფლუ ფორტე შეიცავს საქონლის რძისგან მიღებულ ლაქტოზას.
ტერაფლუ ფორტე ამცირებს გრიპით და გაციებით გამოწვეულ სიმპტომებს: თავის ტკივილს, კუნთების და სახსრების ტკივილს, სიცხეს და კანკალს, სურდოს და ცემინებას.
2. ტერაფლუ ფორტეს მოხმარებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
ტერაფლუ ფორტეს მოხმარება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
– თუ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერებების ან ადრენომიმეტურ (ადრენერგულ) სხვა პრეპარატებზე ან ტერაფლუ ფორტეს შემცველობაში არსებულ ნებისმიერი ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია);
– თუ ღებულობთ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ღებულობდით დეპრესიის, ფსიქიკური და ემოციური დარღვევების ან პარკინსონის დაავადებების სამკურნალო საშუალებას - მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორს (MAOI – ფერმენტ მონოამინოქსიდაზას დამთრგუნველი პრეპარატები);
– გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის (CHILD-PUGH > 9) ან თირკმელების დაავადებები;
– მაღალი წნევა ან გულის რითმის დაავადებები;
– მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში ნარჩენი შარდი, პროსტატის ადენომა;
– საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული მდგომარეობები;
– კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ფილტვების დაავადებები, მათ შორის, ასთმა;
– გლაუკომა;
– ფერმენტ გლუკოზა 6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი;
– შაქრიანი დიაბეტი;
– ეპილეფსია;
– ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი პროდუქცია (ჰიპერთიროიდიზმი);
– პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენება;
– ბეტა ბლოკატორებით მკურნალობა;
– ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით მკურნალობა;
– ცხვირის დეკონგესანტის და მადის დამაქვეითებელი პრეპარატების გამოყენება;
– ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც იწვევს ადრენალინის რაოდენობის ზრდას);
– ორსულობა და ლაქტაცია;
– 12 წლამდე ასაკი.
ტერაფლუ ფორტე მიღების დროს საჭიროა სიფრთხილე ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:
· ალკოჰოლის მიღება;
· ალკოჰოლის რეგულარული მიღებით გამოწვეული ღვიძლის დაავადება;
· ანამნეზში გულისცემის რითმის დარღვევა Torsades de Pointes-თან დაკავშირებული QT-ის გახანგრძლივება;
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
· თირკმელების და ღვიძლის დაავადება;
· ცერებრული ათეროსკლეროზი;
· დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული წნევის ვარდნა (იდიოპათიურ-ორთოსტატული ჰიპოტენზია);
· ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
· შარდვის პრობლემები, რომლის დროსაც პროსტატის ზომები გაზრდილია;
· ბრონქული ასთმა;
· შაქრიანი დიაბეტი;
· საკვების რეგულარულად არასაკმარისად მიღება (ქრონიკული არასრულფასოვანი კვება) და სითხის დიდი ოდენობით დაკარგვა (დეჰიდრადაცია);
· ღვიძლის ფერმენტების მომატება (მაგალითად, ალანინ ამინოტრანსფერაზის (ALT) დონის) და დროებითი სიყვითლისმაგვარი გენეტიკური დაავადება - გილბერტის სინდრომი;
· ოპერაციული ჩარევის წინ;
· ანემია;
· სუნთქვის პრობლემების (ასთმის, ემფიზემის ან ქრონიკული ბრონქიტისმაგვარი დაავადებისას) შემთხვევაში, ტერაფლუ ფორტე მიიღება ექიმს მეთვალყურეობის ქვეშ.
ტერაფლუ ფორტეს რეკომენდებულზე უფრო ხანგრძლივი ან უფრო ხანმოკლე დროის განმავლობაში მიღება დაუშვებელია. ტერაფლუ ფორტეს რეკომენდებულზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ღვიძლის დაზიანება, ვინაიდან ის შეიცავს პარაცეტამოლს.
პარაცეტამოლის მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული მოწამლვა.
პარაცეტამოლის შემცველი ამ პროდუქტის პირველი დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა ისეთი სიმპტომების განვითარება, როგორიცაა კანის სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქცია. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, საჭიროა სხვა ალტერნატიული პრეპარატის მიღება. კანის ამგვარი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, ამ პრეპარატის ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგის მქონე კანის რეაქციები.
თუ პრეპარატის მიღების მიუხედავად, 3-5 დღეში სიმპტომები არ გაუმჯობესდა, ან ცხელების გაგრძელებისას 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ასევე კანზე გამონაყარის (ჭინჭრის ციების) ან თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ტერაფლუ ფორტეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. ტერაფლუ ფორტესთან ერთად პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების მიღება არ არის რეკომენდებული. დღიური მაქსიმალური დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.
გლუტათიონის დონის დაქვეითების, ალკოჰოლის რეგულარულად მიღების გამო მადის დაკარგვის (ანორექსიის), სხეულის მასის დაბალი ინდექსის ან არასაკმარისად კვების შემთხვევაში, ღვიძლის ფუნქციების დარღვევის რისკის არსებობის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.
გლუტათიონის ნაკლებობის შემთხვევაში, ტერაფლუ ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზის წარმოქმნის რისკის ზრდა. მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია:
– ღრმა, აჩქარებული და გაძნელებული სუნთქვა;
– გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
– მადის დაკარგვა.
ამ ნიშნებისას ან თუ ასეთი ნიშნების გამოვლენას წარსულში ჰქონდა ადგილი, რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ტერაფლუ ფორტეს საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება
ტერაფლუ ფორტეს ალკოჰოლთან ერთად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ღვიძლის დაზიანება. ამიტომ ამ პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება დაუშვებელია.
ორსულობა
პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, ტერაფლუ ფორტეს მიღება ორსულობის დროს არ არის რეკომენდირებული.
თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, ბავშვის ძუძუთი კვების დროს ტერაფლუ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდირებული.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
ტერაფლუ ფორტეს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება. ამიტომ ავტომობილის მართვისა და ხელსაწყოს მოხმარების დროს, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტერაფლუ ფორტეს შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ტერაფლუ ფორტე შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ადრე ექიმმა შეგატყობინათ, რომ აუტანლობა გაქვთ ზოგიერთი შაქრების მიმართ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ტერაფლუ ფორტე შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსი ბენზოატს. ამან კი თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (სავარაუდოდ დაგვიანებული).
ტერაფლუ ფორტე შეიცავს ყვითელ ქინოლინს. ყვითელმა ქინოლინმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
სხვა წამლებთან ერთად მოხმარება
მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI - მონოამინოქსიდაზის ფერმენტის დამთრგუნველი პრეპარატები) გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების მკურნალობის დროს. MAOI-ს მოხმარების ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში მისი მიღების შემთხვევაში, ტერაფლუ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდებული.
ზოგიერთ პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ტერაფლუ ფორტეს ეფექტის ცვლილება. აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ქვემოთ აღნიშნული პრეპარატების მიღების შემთხვევაში:
– დამამშვიდებელი პრეპარატები (სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები);
– კუჭის დაცლის შემაფერხებელი პრეპარატები (მაგალითად, პროპანტელინი);
– კუჭის დაცლის დამაჩქარებელი პრეპარატები (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი და დემპერიდონი);
– ქოლესტირამინი - ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატი;
– ღვიძლის ფერმენტების მასტიმულირებელი პრეპარატები, მაგალითად, საძილე საშუალებები, ეპილეფსიის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტები (ფენიტოინი, ფენობარბიტალი და კარბამაზეპინი) და ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტები (რიფამპიცინი, იზონიაზიდი);
– ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლი;
– ვარფარინი და კუმარინული ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების შემაფერხებელი პრეპარატები);
– ზიდოვუდინი (შიდსის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი);
– გულისრევის და ღებინების პრევენციისათვის გამოსაყენებელი პრეპარატები (ტროპისეტრონი და გრანისეტრონი);
– სპირტი;
– ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, მცენარე კრაზანას პრეპარატები);
– გულის დაავადებებისა და ასთმის სამკურნალო პრეპარატები (სიმპათომიმეტიკები);
– გულის რითმის დარღვევისა და წნევის სამკურნალო პრეპარატები (ბეტა-ბლოკატორები, დებრისოქინი, გუანეტიდინი, რეზერპინი);
– შაკიკის სამკურნალო პრეპარატები (ერგტოამინი და მეთილსერგიტი);
– ნერვული სისტემის სტიმულაციის შესამცირებელი ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატი, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები);
– გულის დაავადებების დროს გამოსაყენებელი დიგოქსინი და საგულე გლიკოზიდები;
– მშობიარობის მასტიმულირებელი ოქსიტოცინი;
– პოდაგრის დაავადების (სახსრების დაავადება) სამკურნალო საშუალება პრობენეციდი;
– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად პარაცეტამოლის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები;
– რეკომენდებულია თავის შეკავება ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ერთზე მეტი პრეპარატთან კომბინაციის გამოყენებისაგან;
– პარაცეტამოლმა, განსაკუთრებით, პოდაგრის დაავადების დროს სისხლში შარდმჟავის დონის განსაზღვრისათვის გამოსაყენებელმა ფოსფორ-ვოლფრამმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდმჟავის ანალიზის შედეგებზე;
– ალერგიის ტესტების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე საჭიროა ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა;
– პარაცეტამოლის ან შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი მედიკამენტების გრიპის და გაციების სიმპტომების სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება დაუშვებელია;
– ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი ფსიქიატრიული პრეპარატები, ატროპინი და შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები).
რეცეპტით გამოწერილი ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. ტერაფლუ ფორტეს მოხმარების წესი
ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ
მკურნალი ექიმის მიერ განსხვავებული დოზით დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა მიიღოთ ქვემოთ მოცემული დოზით:
12 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის:
ყოველ 6 საათში ერთხელ საჭიროა 1 აბის მიღება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, მკურნალი ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ყოველ 4 საათში 1 აბი. დღეში 6 აბზე მეტის მიღება არ არის რეკომენდებული.
ტერაფლუ ფორტეს 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება არ არის რეკომენდებული.
მოხმარების ხერხი და მეთოდი:
ტერაფლუ ფორტე უნდა მიიღოთ წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით (მაგალითად, ერთი ჭიქა წყალი).
ტერაფლუ ფორტე შეგიძლიათ მიიღოთ უზმოზე ან ჭამის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვების მიერ მოხმარება
12 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ტერაფლუ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პირების მიერ მოხმარება
ხანდაზმული პირებისათვის ტერაფლუ ფორტეს მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის მოპოვებული.
მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებისათვის ტერაფლუ ფორტე მიღების დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
ღვიძლის ან თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე პირებისათვის ტერაფლუ ფორტეს მიღება არ არის რეკომენდებული.
იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ტერაფლუ ფორტეს ძლიერ ან სუსტ მოქმედებას, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტერაფლუ ფორტე საჭიროზე დიდი დოზით მიღება
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე, გულისრევა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში, სიმპტომები შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოვლინდეს. ამიტომ ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. მოკლე დროში მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა ღვიძლის მოწამლვა. ალკოჰოლის მომხმარებელ ღვიძლის დაავადების მქონე პირებში, ჭარბი დოზის გამო, ზიანის მიღების ალბათობა უფრო დიდია. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივი მკურნალობის ჩატარება.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელი სიმპტომები „გვერდითი მოვლენების“ თავში აღნიშნულის მსგავსია. აგრეთვე შეიძლება წარმოიქმნას ისეთი სერიოზული მოვლენები, როგორიცაა გონების არევა, ჰალუცინაციები, გულის შეტევა და რითმის დარღვევები.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება ასევე ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მოდუნება, ცენტრალური ნერვული სისტემის პარადოქსული აგზნება, ტოქსიკური ფსიქოზი (განწყობის დარღვევა), კრუნჩხვები, აპნოე (სუნთქვის დროებითი გაჩერება), ანტიქოლინერგული ეფექტები (მხედველობის დაბინდვა, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, შეკრულობა), დისტონიური რეაქციების განვითარება, აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი და არითმია (გულის რითმის დარღვევა). პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, ენცეფალოპათია (ტვინის ქსოვილის დაზიანება), კომა და ფატალური შედეგი.
ტერაფლუ ფორტეს საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ტერაფლუ ფორტეს დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ ტერაფლუ ფორტეს მიღება, გახსენებისთანავე მიიღეთ გამოტოვებული დოზა, საჭიროების შემთხვევაში, 6 საათის შემდეგ შესაძლებელია დოზის გამეორება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ტერაფლუ ფორტეს მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი მოვლენები
ინფორმაცია არ არის მოცემული.
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
ყველა წამლის მსგავსად, ტერაფლუ ფორტეს შემთხვევაშიც, გამორიცხული არ არის გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
– კანის სიწითლის და ქავილის მაგვარი კანის ალერგიული რეაქციები.
– პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს
ანემია;
– ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში შესაძლოა, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური სიწითლე, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, პლანციტოპენია);
– სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი);
– ლაიელის სინდრომი (ფატალური შედეგების ჩათვლით, ტოქსიკურ-ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლებით და სხვადასხვა ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადება);
– სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანზე და თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევები, შეშუპება და სიწითლე);
– მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მაღალი სიცხის თანხლებით მწვავე გამონაყარი და ჩირქით სავსე ბუშტუკები);
– ასთმა და სუნთქვის უკმარისობა;
– პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ღვიძლის სერიოზული დაზიანება;
– ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.
ეს მოვლენები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით რეაქციებს. ზემოთ აღნიშნული რაიმე გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთ პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი.
ხშირი:
· თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შეშუპება.
· ზედა სასუნთქი გზის დაავადების სიმპტომები.
· გულისრევა, ღებინება, შებერილობა, მუცლის ტკივილი, შეკრულობა.
არახშირი:
· კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
· პრეპარატის ხანგრძლივი მოხმარების გამო თირკმელებზე მავნე ზეგავლენა.
იშვიათი:
· სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), ანემია, ჰემოლიზური ანემიისმაგვარი სისხლის ცვლილებები.
· ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი (კიდურების, სახის და ტუჩების შეშუპება ან სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი შეშუპება).
· კანზე გამონაყარი, ქავილი, ალერგიული შეშუპება, სახის, ენის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), გავრცელებული გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერალიზებული ექსანთემატოზური პუსტულოზი) ხელებზე, სახეზე და ფეხებზე მაქმანის მაგვარი სიწითლის გამომწვევი ალერგიული მგრძნობელობა (მულტიფორმული ერითემა).
· ფილტვებში ჰაერის უკმარისობის გამომწვევი ასთმური სიმპტომები (ბრონქოსპაზმი), ბრონქული სეკრეციის გასქელება.
· ფაღარათი, საჭმლის მონელების დარღვევა.
· ღვიძლში დარღვევები, სიყვითლის ჩათვლით, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება).
· სისუსტე, გულმკერდის შებოჭილობა.
· მადის დაკარგვა.
· დეპრესია, კოშმარები.
· გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის დარღვევა.
· ბუნდოვანი ხედვა.
· ყურებში შუილი.
· გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია), გულის რითმის დარღვევა (არითმია).
· დაბალი წნევა.
ძალიან იშვიათი:
· ლაიელის სინდრომი (მედიკამენტური და სხვადასხვა ინფექციებით გამოწვეული კანის დაავადება).
· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.
· ასპირინზე და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებზე მგრძნობელობის მქონე პირებში სუნთქვის უკმარისობა (ბრონქოსპაზმი).
უცნობი:
· იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა (ბრონქოსპაზმი), ალერგიის დადებითი შედეგის მქონე ტესტი, სისხლის ზოგიერთი უჯრედების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).
· ცენტრალურ ნერვული სისტემის აღგზნება, ტვინის ანთება (ენცეფალოპათია), უძილობა, ხელის კანკალი (თრთოლა).
· გაღიზიანებადობა (სტიმულატორებზე ჰიპერმგრძნობელობა), შფოთვა, აგზნება.
· კუნთების შეკუმშვა და კოორდინაციის დარღვევა.
· შარდის შეკავება.
· ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის სიწითლე და აქერცვლა), ალერგიული რეაქციები, სინათლეზე მგრძნობელობა, კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება.
· თავბრუსხვევა, სედაცია, რომელიც გადადის ღრმა ძილში, თავის ტკივილი, ბავშვებში პარადოქსული აღგზნება (სხეულის ორგანოების სტიმულირება), ხანდაზმულ პირებში კონფუზიური ფსიქოზი (გონების გაფანტულობა და ნერვული აშლილობა).
· პირის სიმშრალე.
· შარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა.
· თვალის გუგების გაფართოება, თვალის წინა ნაწილში არსებული სითხის დინების შემცირებით გამოწვეული თვალშიდა წნევის ზრდა (მწვავე კუთხოვანი გლაუკომა).
ნებისმიერი ზემოაღნიშნული მოვლენის გამწვავების ან წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ჩვენებების მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის, ისეთი გვერდითი მოვლენის შემჩნევისას, რაც შესაძლოა არ იყოს ზემოთ აღნიშნული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენის შესახებ შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. ტერაფლუ ფორტეს შენახვა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.
შეინახეთ პრეპარატი 25°C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.
გამოიყენეთ პრეპარატი მისი ვარგისობის ვადის შესაბამისად.