ბიომალი 35მლ მალამო

ბიომალი 35მლ მალამო

25.94 ლარი 22.04 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: დოქტორ ღლონტის ლაბორატ.
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 131095
გააზიარე:

ბიომალი

BIOMALI

გარეგანი  გამოყენების  მალამო

ბიოლოგიურად აქტიური  დანამატი

შემადგენლობა

აქტიური  ნივთიერებები

ბაბუაწვერას  ზეთი    3მლ

როზმარინის  ზეთი  3მლ

პიტნის  ზეთი 3მლ

არნიკას  ზეთი   3მლ

დაფნის  ზეთი 3მლ

ცხენისწაბლას სქელი ექსტრაქტი    3 მლ

ლაშქარას ფესვების   სქელი  ექსტრაქტი 3მლ

თაგვისარას  სქელი ექსტრაქტი   3მლ

დამხმარე  ნივთიერებები

თაფლის  სანთელი ყვითელი ან  თეთრი  8გ

ჩვენება:

გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.

სამმაგი  მოქმედების გარეგანი გამოყენების  მალამო  აქრობს  ანთებას, ამცირებს შეშუპებას, ხსნის  ტკივილს.

– მწვავე და ქრონიკული ვენური უკმარსობის ჩივილები: ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, მსხვრევადობას, ზრდის მათ რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფოდრენაჟს, ხსნის ტკვილს და შეშუპებას;

– ფლებოთრომბოზი, თრომბოფლებიტი, ზედაპირული პერეფლებიტი, ტროფიკული წყლულები;

– ტრავმა და დაჟეჟილობა;

– სხვადასხვაგვარი დაზიანება (სპორტი, სატრანსპორტო შემთხვევა), ინფილტრატები და ადგილობრივი შეშუპება, კანქვეშა ჰემატომები;

– კუნთოვან-მყესოვანი და ხრტილოვან-იოგოვანი სტრუქტურის ტრავმა და დაჭიმულობა;

– რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანება), ტკივილის სინდრომი და შეშუპება, რაც დაკავშირებულია კუნთებისა და სახსრების დაავადებებთან (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიაზი).

უკუჩვენება: არ  გააჩნია.

უსაფრთხოების  ზომები:  გამოყენების  წინ  ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

ორსულობა  ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია.

გამოყენების მეთოდები და  დოზები

გამოიყენება ბავშვებში 8 წლის ზემოთ  დამოზრდილებში. მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანზე, წასმის შემდეგ ხდება მალამოს შეზელვა 5 წუთიანი ფუნქციური მასაჟით, მალამოს წასმა-შეზელვა ხდება კანზე დღეში 3-4ჯერ. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებსა და გამოვლენილ ეფექტზე.

შენახვის  პირობები: ინახება  ოთახის  ტემპერატურაზე.

ვარგისობა:  4 წელი.

გამოშვების ფორმა და  შეფუთვა

35მლ  პოლიეთილენის  ქილა, რომელიც მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:  გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი   

დოქტორ  ღლონტის  სამეცნიერო  ლაბორატორია.