ევა ინტიმა რესთორი#10სუპ.ვაგ
გააზიარე:
ევა ინტიმა რესთორი
ვაგინალური ოვულები
ატროფიული და დაზიანებული საშოს აღსადგენად
ევა ინტიმა რესთორი, ოვულები ხელს უწყობს საშოს ლორწოვანზე დამცავი ფენის წარმოქმნას, რაც აძლიერებს საშოს ეპითელიუმის რეგენერაციას მასში ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებით. აღნიშნული ძირითადად ჰიალურონის მჟავის ძლიერი ჰიდროფილურობის დამსახურებაა.
პრეპარატის შემადგენლობაში არსებული, სპეციალურად შერჩეული მცენარეული ექსტრაქტების (გვირილის ზეთი, ალოეს, კალენდულას ზეთი, ჩაის ხის ზეთი) შემადგენლობა დამატენიანებელი თვისებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს მყისიერ დამამშვიდებელ ეფექტს ვაგინალური სიმშრალის ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა წვა ან ქავილი.
ევა ინტიმა რესთორი, ოვულები ხელს უწყობს ვაგინალური ლორწოვანის რეგენერაციული შესაძლებლობების გაზრდას და მონაწილეობს ატროფიული და დისტროფიული მდგომარეობების სწრაფ აღდგენაში. ამ უკანასკნელთა ყველაზე გავრცელებული მიზეზებია მენოპაუზა ან ნაადრევი ოვარიული სინდრომი, ისევე როგორც, კიბოს მკურნალობა და/ან გინეკოლოგიური პროცედურები.
დოზირების რეჟიმი
დაზიანებული ან ატროფიული ვაგინალური ლორწოვანის შეხორცების უნარის გასაძლიერებლად: 1 ოვულა ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში. სასურველია საღამოს ძილის წინ.
პროფილაქტიკური მიზნით, განსაკუთრებით მენოპაუზის დროს: 1 ოვულა ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში, 10 დღიანი შუალედებით. სასურველია საღამოს ძილის წინ.
დოზის შეცვლა შესაძლებელია ექიმის რჩევით.
გამოყენების წესი
ბლისტერიდან გამოაცალკავეთ ერთი ოვულა პერფორაციული ხაზის გასწვრივ. ამოიღეთ შეფუთვიდან და მოათავსეთ საშოში ღრმად, საჩვენებელი თითის დახმარებით.
სიფრთხილის ზომები და შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, 15-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ზაფხულის ცხელ თვეებში, ოვულების გალღობის თავიდან ასაცილებლად, შეინახეთ მაცივარში .
გამოშვების ფორმა: ვაგინალური ოვულები N10.
მწარმოებელი
იულია და ირენ ცეტის ფარმაცეუტიკალ ლაბორატორიეს S.A.
ინტერმედი S.A, ათენი, საბერძნეთი
www.intermed.com.gr