ვიტ B კომპ.ამვილაბი#30კაფს

ვიტ B კომპ.ამვილაბი#30კაფს

44.90 ლარი 40.25 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ამვილაბ ამერიკა.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ.B1,B2,B3,B4,B5,B6,B7,B9,B12
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 130410
გააზიარე:

 

ამვილაბი / B კომპლექსი

B ვიტამინებისსრულყოფილიკომპლექსი

შემადგენლობა
ვიტამინი B1 (თიამინი) – 100 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 100 მგ
ვიტამინი B3 (ნიაცინი) – 100 მგ
ვიტამინი B4 (ქოლინი) – 40 მგ
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 100 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 100 მგ
ვიტამინი B7 (ბიოტინი) - 100 მკგ
ვიტამინი B8 (ინოზიტოლი) - 100 მგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - 400 მკგ
ვიტამინი B10 (პარაამინობენზოის მჟავა) – 100 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) – 100 მკგ

 

ფარმაკოლოგიურითვისებები

·        ხელს უწყობს ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფას;

·        ამაღლებს იმუნიტეტს;

·        აუმჯობესებს მეხსიერებას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას;

·        ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების პრევენციას;

·        მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში და ახდენს ანემიის განვითარების პრევენციას;

·        ცვლის სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებლებს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას;

·        აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას;

·        ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებს და უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას;

·        აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მონაწილეობს ცილოვან, ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, ამინომჟვების, პურინების მეტაბოლიზმში;

·        აქვს ჰიპოლიპიდემიური მოქმედება: მასში შემავალი ვიტ. B3, B4, B5, B8 მონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში, აქვეითებს სისხლში საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონეს;

·        ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას, ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზე;

·        აქვს გამოხატული ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, იცავს ღვიძლს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. აფერხებს ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას, ხელს უშლის ფიბროზის წარმოქმნას;

·        ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის და სასქესო ჰორმონების სინთეზს;

·        არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას: აუმჯობესებს სინაფსში ნერვული იმპულსების გატარებას. აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, აწესრიგებს ძილს. როგორც ანტისტრესული ნაკრები, სასარგებლოა სტრესის, დეპრესიისა და კარდიოვასკულარული დაავადებების მიზეზებთან და სიმპტომებთან საბრძოლველად;

·        როგორც ნეიროტროპული ვიტამინური კომპლექსი აჩქარებს ტკივილის რეგრესს.

 

ჩვენება

·        ნერვული სისტემის დაავადებები: პერიფერიული ნევრიტები, პოლინევრიტები (ალკოჰოლური, ტოქსიკური, პოსტინფექციური), ნევრალგია, ნეკნთაშუა ნევრალგია, რადიკულიტი, ლუმბაგო, ფლექსიტი, დიაბეტური პოლინეიროპათია, მიასთენია, ვეგეტონევროზი, ასთენია.

·        კანის დაავადებები: ეგზემა, ნეიროგენული წარმოშობის დერმატოზი, დერმატიტი, ფსორიაზი, ნეიროდერმიტი.

·        სხვადასხვა გენეზის ანემიები.

·        კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი, ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კრონის დაავადება, დიარეა, დისბაქტერიოზი.

·        ღვიძლის დაავადებები: მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი.

·        სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი.

·        ენდოკრინული დაავადებები: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი.

·        ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა.

·        თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.

·        ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა.

·        მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება.

·        ძილის დარღვევები.

·        პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი.

·        კარდიონევროზი.

·        არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი კვება.

·        ქრონიკული ალკოჰოლიზმი, მწეველობა.

·        სულფანილამიდების, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების, სტეროიდების, ანტიბიოტიკების მიღების დროს.

 

დოზირება

1 ტაბლეტი დღეში კვების დროს.

 

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

 

შენახვის წესი

შეინახეთ მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვებისფორმა: N30 ტაბლეტი.

 

მწარმოებელი

ამვილაბი - აშშ.