ალერგოვისი 15მლ თვ/წვეთები
გააზიარე:
ალერგოვისი
ALLERGOVIS
შემადგენლობა
უკვდავას-ნეგოს (Helichrysum Italicum) თხევადი ექსტრაქტი 1%,
დინატრიუმის ედეტატი (EDTA).
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოფთალმოლოგიაში ადგილობრივად გამოსაყენებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალერგოვისი ეფექტურიაკონტაქტური ლინზების გამოყენებით, ქარისა და მტვრის ხანგრძლივი ზემოქმედებით განპირობებული თვალის ლორწოვანი ზედაპირის მიკროგარემოს აღსადგენად. საცრემლე აპკის სტაბილიზების ხარჯზე პრეპარატი ხსნის ალერგიული პროცესით გამოწვეულ დისკომფორტის შეგრძნებებს, ამშვიდებს, აგრილებს და ატენიანებს თვალის ლორწოვანს.
უკვდავა-ნეგო (Helichrysum italicum) - ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის დამახასიათებელი მრავალწლიანი მცენარეა. ნეგოს ექსტრაქტი მდიდარია მცენარეული ლორწოთი, ლორწოვან-წებოვანი პოლარული გლიკოპროტეინებით, რის გამოც გააჩნია ანტიალერგიული, გამაგრილებელი, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, საპოხი და დამცავი თვისებები. ნეგოს ექსტრაქტი ხსნის თვალის დისკომფორტის სიმპტომებს, როგორც ალერგიული კონიუნქტივიტის, ასევე თვალში უცხო სხეულის მოხვედრისას, კომპიუტერის, მობილურის, ტელევიზორის, ან სხვა ვიდეო ტერმინალების ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.
დინატრიუმის ედეტატი (Edetate disodium) მიეკუთვნება ე.წ. ქელაციური აგენტების კლასს, გააჩნია ანტიმიკრობული ეფექტი. დინატრიუმის ედეტატს გააჩნია მიკრობული უჯრედების მემბრანის მოლეკულების ჯვარედინი ბმების წარმოქმნისათვის საჭირო კალციუმისა და მაგნიუმის იონების შეკავშირების უნარი.
ჩვენება
- ალერგია და ალერგიული კონიუნქტივიტი;
- თივის ცხელებით გამოწვეული თვალის გაღიზიანება;
- გარემო ფაქტორებით (მზის, ქარის, მტვრის, კონდიცირების, მშრალი და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება და ა.შ.) გამოწვეული თვალის სტრესი;
- სხვადასხვა მიზეზით (კომპიუტერის ხანგრძლივად გამოყენება, არახელსაყრელი განათების პირობები, ღამის მართვა და ა.შ.) გამოწვეული თვალის სტრესი;
- თვალის საცრემლე აპკის არატრავმული/არაპათოლოგიური ცვლილებები;
- თვალის გაღიზიანება კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად.
მიღების წესი და დოზირების მეთოდი
ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 1-2 წვეთი თითოეულ თვალში 1-ჯერ ან საჭიროებისამებრ 2-3-ჯერ დღეში.
კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის: 2-3 წვეთი ლინზების გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ.
კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გამოიყენება ყველა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარების დროს.
თავსებადია ჰომეოპათიურ მკურნალობასთან.
გვერდითი მოვლენები
თვალის წვეთების გამოყენებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს თვალის მსუბუქი გაღიზიანება.
განსაკუთრებული მითითებები
თვალის ლორწოვანის გაღიზიანების შემთხვევაში, წვეთების გამოყენება უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი მჭიდროდ დახურეთ. საწვეთურის წვერი არ შეახოთ რაიმე ზედაპირს, მათ შორის თვალებსა და ხელებს. არ გადაყლაპოთ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა
15 მლ სტერილური ხსნარი, პლასტიკური, საწვეთურიანი ფლაკონით №1.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომაეობაში 5-35°C-მდე ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 90 დღის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.
ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი.
მწარმოებელი
Omisan farmaceutici, იტალია.
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.