აბუსალათინის ზეთი 50მლ(ნეოფ)*
გააზიარე:
აბუსალათინისზეთი - 50 მლ
საერთაშორისოარაპატენტირებულისახელწოდება: აბუსალათინის ზეთი, Castor oil.
წამლისფორმა: ზეთი შინაგანი და გარეგანი გამოყენებისთვის.
აღწერა: უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის, გამჭვირვალე ზეთი სპეციფიკური სუნით.
შემადგენლობა: აბუსალათინის ზეთი - 50მლ.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში ლიპაზას ზემოქმედებით აბუსალათინის ზეთისგან წარმოიქმნება რიცინოლის მჟავა, რომელიც 0,5მლ/ლ კონცენტრაციის პირობებში აღიზიანებს ნაწლავების რეცეპტორებს და რეფლექსურად აძლიერებს მის პერისტალტიკას. აბუსალათინის ზეთის ზემოქმედებით წყდება ელექტროლიტებისა და მათთან ერთად წყლის აბსორბცია ნაწლავის კედლებში, ძლიერდება წყლის სეკრეცია და იზრდება ნაწლავების შიგთავსის მოცულობა. ეს აძლიერებს მის მოტორიკას, აჩქარებს ნაწლავების დაცლის პროცესს. საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2-6 სთ-ის შემდეგ. 4გ ზეთის მიღების შემთხვევაში რიცინოლის მჟავის აბსორბცია შეადგენს 100%-ს, 50გ ზეთის მიღების შემთხვევაში - მხოლოდ 36%-ს, 60გ ზეთის მიღების შემთხვევაში კი - 10%-ს. საფაღარათო ეფექტის მისაღებად საჭიროა 10გ ზეთის მიღება.
პრეპარატის გამოყენებისას ასევე აღინიშნება საშვილოსნოს კუნთის რეფლექსური შეკუმშვა.
აბუსალათინის ზეთი წარმოადგენს მონოუჯერი ბუნების ცხიმოვან მჟავებს. ის უნიკალურია ცხიმებსა და ზეთებს შორის, რადგან არის 18-ნახშირბადიანი ჰიდროქსილის ჯგუფისა და ერთი ორმაგი ბმის მქონე ცხიმოვანი მჟავების ერთადერთი წყარო. შეიცავს დაახლოებით 87% რიცინოლის მჟავას, ასევე პალმიტინის, ოლეინის, ლინოლის მჟავებს, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვება კანის ზედაპირიდან და ხელს უწყობს თმის ძირების კვებას, გაძლიერებას, თმის ზრდას.
ჩვენება
- მწვავე ყაბზობა;
- მოწამვლა;
- კვებითი ინტოქსიკაცია.
გამოყენებისწესიდადოზირება
როგორც საფაღარათო საშუალება, მოზრდილებში მიიღება 15-30მლ (1-2 სუფრის კოვზი) დღეში 1-ჯერ, ბავშვებში 12-დან 14 წლამდე: 5-15 მლ (1-3 ჩაის კოვზით) დღეში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 4-7 დღის განმავლობაში.
სიფრთხილისზომები
რეკომენდებულია აბუსალათინის ზეთის, როგორც საფაღარათო საშუალების, გამოყენება არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.
აბუსალათინის ზეთის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, ასევე A და D ვიტამინების შეწოვის შემცირება და შესაბამისად -ჰიპოვიტამინოზი.
გვერდითიმოვლენები
- ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა;
- საჭმლის მონელების დარღვევა, ხშირი გამოყენების შემთხვევაში – ენტეროკოლიტი, A და D ჰიპოვიტამინოზი.
უკუჩვენებები
- ქრონიკული ყაბზობა;
- ნაწლავების მწვავე ანთება (მათს შორის, აპენდიციტი);
- უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი მუცლის არეში;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
ცხიმში ხსნად ვიტამინებთან ერთად მიღება ამცირებს A, D და K ვიტამინების აბსორბციას.
მ-ქოლინობლოკატორული საშუალებები (ანტიპირინი, პლატიფილინი), სპაზმოლიზური საშუალებები (პაპავერინი, დროტავერინი) ამცირებს აბუსალათინის ზეთის მოქმედებას.
ანტიქოლინესთერაზული საშუალებები (ნეოსტიგმინი, რივასტიგმინი) და გლიცერინი აძლიერებს აბუსალათინის ზეთის მოქმედებას.
ჭარბიდოზირება
აბუსალათინის ზეთის 7გ/კგ-ზე მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჭარბი დოზირების სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავბრუსხვევა.
ანტიდოტად გამოიყენება ატროპინის სულფატი და ლოპერამიდი.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ზეთის გამოყენების შეწყვეტა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
გამოყენებაპედიატრიაში
აბუსალათინის ზეთი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საჭმლის მომნელებელი სისტემის გამღიზიანებლისადმი მაღალი მგრძნობელობის და დეჰიდრატაციის შესაძლო განვითარების გამო.
ორსულობადალაქტაცია
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენაავტოტრანსპორტისადამექანიზმებისმართვისუნარზე
არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვებისფორმა
50მლ ზეთი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიმერული მასალის ან მინის ფლაკონებში.
გაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა ურეცეპტოდ.
ვარგისობისვადა: 3 წელი.
შენახვისპირობები
ინახება 8-15°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.










