გასტროენტეროსტაბილი ფორტე100მლ
გააზიარე:
გასტროენტერისტაბილი ფორტე
სიროფი
კუჭ-ნაწლავის მარეგულირებელი საშუალება
შემადგენლობა/აქტიური ნივთიერებები:
- მუმიო- 0.03 გ
- ანისულის თესლის სქელი ექსტრაქტი-0.01გ
- დინდგელის სქელი ექსტრაქტი-0.01გ
- უკვდავას ყვავილების სქელი ექსტრაქტი 0.01გ
- შავი კვლიავის თესლის სქელი ექსტრაქტი 0.01გ
- ბროწეულის ყვავილის სქელი ექსტრაქტი-0.01გ
- წყლის მარწყვაბალას ფესვების სქელი ექსტრაქტი-0.01გ
- ვარდკაჭაჭას ბალახის ქერქის სქელი ექსტრაქტი -0.01გ
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი 64 გ გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100 მლ სიროფის მისაღებად.
ჩვენება: (გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს)
რეკომენდირებულია ბავშვებში და მოზრდილებში.
ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ფორმირება და აღდგენა ქრონიკული ყაბზობა და დიერია.
დისპეფსია - საჭმლის მონელების დარღვევა (ბოყინი,გულძმარვა,სიმძიმის და გულისრევის შეგრძნება)
ხელს უწყობს საჭმლის მონელების რეგულაციას.
მწვავე და ქრონიკული გასტრიტი. სანაღვლე გზების სპაზმი, დისკინეზია, მწვავე და ქრონიკული
ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, აგრეთვე ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი საშუალება ნაღვლის
ბუშტსა და სანაღვლე გზებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
რეკომენდირებულია ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს ანტიბიოტიკის გამოყენებისას,
სტრესის, დიეტის ცვლილებების, კვებითი დარღვევების, კვების გაუარესებისას, კვებითი
ინტოქსიკაციისას და ისეთი მდგომარეობისას როგორიცაა (ალერგია,გაღიზიანებული ნაწლავის
სინდრომი, ნაწლავური კოლიკა).
უკუჩვენება: არ გააჩნია.
უსაფრთხოების ზომები: გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
ორსულობა ლაქტაცია: გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
გამოყენების მეთოდები და დოზები:
2-წლიდან 6-წლამდე, დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზი, 6-წლიდან -16-წლამდე დღეში 3-ჯერ
1 დესერტის კოვზი, მოზრდილებში და დიდებში დღეში 3-ჯერ 1 სუფრის კოვზი.
მიღების ხანგრძლივობა 3 კვირიდან - 6 კვირამდე.
შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა.
ვარგისიანობა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 100მლ პოლიეთილენის ბოთლში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორია.