ვენოლგელი 35გ გელი
გააზიარე:
ვენოლგელი 35გ გელი
წამლისფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: C05CX
ფარმაკოლოგიურიჯგუფი: ვაზოპროტექტორები, კაპილარული ქსელის სხვა სტაბილიზატორები.
გელისშემადგენლობა
აქტიურინივთიერებები: ცხენისწაბლას (Aesculus hippocastanum) ექსტრაქტი (Horse Chestnut extract) – 2გ (20% ესცინის შემცველობით); ძიძოს (Melilotus officinalis) ექსტრაქტი (sweet clover extract) – 0,04გ; აზიური ცენტელას (Centella asiatica) ექსტრაქტი (Gotu Kola Extract) – 0,04გ.
დამხმარესუბსტანციები: დიმექსიდი, ნატრიუმის ბენზოატი, კარბომერი, პიტნის ზეთი, მენთოლი, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ვენოლგელის ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი 3 ექსტრაქტის კომბინირება, რომლებიც ავსებენ და აძლიერებენერთმანეთისმოქმედებასდაგანსაზღვრავენკომპლექსურ: ვენოტონურ, ანგიოპროტექტორულ, შეშუპების საწინააღმდეგო, გამაუტკივარებელ (ანალგეზურ) ეფექტს.
ცხენისწაბლასექსტრაქტის ფარმაკოლოგიური მოქმედება დაკავშირებულია მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების - ესცინის შემცველობასთან, რომელსაც აქვს გამოხატული ვენოტონური მოქმედება. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ზრდის ვენური სისხლძარღვების ტონუსს, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას. ამავე დროს, ამცირებს კაპილარების კედლების განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ესკულინი ასტიმულირებს სისხლის შრატის ანტითრომბოზულ აქტივობას, სისხლძარღვების რეტიკულოენდოთელურ სისტემაში ზრდის ანტითრომბინის გამომუშავებას. ესცინი ამცირებს სისხლის სიბლანტეს. ცხენისწაბლას ექსტრაქტი ანელებს სისხლის შედედების უნარს.
ძიძოსექსტრაქტისფარმაკოლოგიურიმოქმედებადაკავშირებულიამასშიბიოლოგიურადაქტიურინივთიერებების: კუმარინების (0,4-0,9%), კუმარინის მჟავის, დიკუმაროლის, მელილოტინის, ეთერზეთების შემცველობასთან. გარეგანი გამოყენების დროს ძიძოს ექსტრაქტს ახასიათებს ანტიკოაგუალაციური, ანტიკონვულსიური, ვენოპროტექტორული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
აზიურიცენტელასექსტრაქტს აქვს ანგიოპროტექტული მოქმედება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და კაპილარების ტონუსს, გააჩნია ანტიექსუდაციური და კაპილარების განვლადობის შემამცირებელი მოქმედება. სისხლძარღვების განვლადობის შემცირება ხელს უშლის ცილოვანი მოლეკულების, ელექტროლიტების და წყლის გადასვლას მიმდებარე ქსოვილებში, რის შედეგადაც მცირდება ვენური უკმარისობის სიმპტომები: ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი და ქავილი. აუმჯობესებს შემაერთებელი ქსოვილის ტროფიკას, უზრუნველყოფს მისი მთლიანობის შენარჩუნებას ვენების ელასტიკურობის გაუმჯობესების ხარჯზე. აზიური ცენტელა ასტიმულირებს მაკროფაგული ენზიმების პროტეოლიზურ აქტივობას, რითაც ახდენს ვენური უკმარისობის დროს შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციას.
ჩვენებები
• ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა;
• სიმძიმე ფეხებში, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები;
• ბუასილი, ბუასილის პოსტოპერაციული პროფილაქტიკა, ბუასილის რეციდივების პროფილაქტიკა, ბუასილის პროფილაქტიკა შეკრულობის დროს;
• პოსტოპერაციული შეშუპება;
• მასტექტომიის შემდგომი შეშუპება.
უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება.
გვერდითიმოვლენები
პრეპარატი ძირითადად კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
გამოყენებისწესიდადოზირება
გამოიყენება გარეგანად. გელი უნდა დაიტანოთ პრობლემურ უბანზე და შეიზილოთ კანში, დღეში 2-3-ჯერ. გელის გამოყენება რეკომენდირებულია არანაკლებ 2-3 თვის განმავლობაში.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
არ არის რეკომენდირებული ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენება.
დოზისგადაჭარბება: მონაცემები არ მოიპოვება.
ზემოქმედებაავტოტრანსპორტისადამექანიზმებისმართვისუნარზე
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შენახვისპირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვებისფორმა: 35გ გელი.
ვარგისობისვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდანგაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
შპს ,,ნეოფარმი''.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46; 259-57-90.










