ავენი-სახის დასაბანი მუსი 150მლ
გააზიარე:
ავენი - GENTLE CLEANSING FOAM
სახის დასაბანი მუსი ნორმალური, კომბინირებული კანისთვის - 150მლ
სახის დასაბანი მუსი განკუთვნილია ნორმალური და კომბინირებული კანისთვის
ის ნაზად წმენდს სახისა და თვალის გარშემო კანს ჭუჭყისა და მაკიაჟისგან, აგრეთვე აცილებს ჭარბ სებუმს (ცხიმს).
• მისი ძალიან ნაზი გამწმენდი ბაზა არ შეიცავს საპონს. ავიწროვებს ფორებს
• გლუტამინის მჟავა არეგულირებს სებუმის (ჭარბი ცხიმის) გამოყოფას
• მასში შემავალი დამატენიანებელი ნაერთები აღდგენს კანის ელასტიკურობას
• ავენის თერმული წყლის შემცველობა კი განაპირობებს მის გაღიზიანების და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.
მუსის გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწყება კანის ბალანსის აღდგენა. შედეგად კანს უბრუნდება პირვანდელი სხივი და სისუფთავე.
დასაბანი ქაფი ებრძვის სიპრიალეს ნორმალური და კომბინირებული კანის შუბლის, ნიკაპის და ცხვირის მიდამოებში.
გამოყენება: დაიტანეთ ქაფი მშრალ ან ნამიან სახეზე, შეიზილეთ მასაჟის მოძრაობით განსაკუთრებით
T - ზონის მიდამოში (შუბლი, ნიკაპი, ცხვირი) შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ბოლოს ნაზად შეიმშრალეთ და იპკურეთ თერმული წყალი.
შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.
გამოყენების ვადა იხილეთ შეფუთვაზე. პიერ ფაბრი, ავენის დერმატოლოგიური ლაბორატორია, აბელ განსის მოედანი 45, 921000 ბულონი-პარიზი-საფრანგეთი.