ავენი-გამწმენდი მიცერალური სითხე მგრძნობიარე კანისთვის 200მლ

ავენი-გამწმენდი მიცერალური სითხე მგრძნობიარე კანისთვის 200მლ

50.00 ლარი 35.00 ლარი
კატეგორია: სახის გამწმენდი
კოდი: 129364
გააზიარე:

ავენი - MICELLAR LOTION (მიცელარული ლოსიონი)
მგრძნობიარე კანის გამწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი ჩამობანის გარეშე 200 მლ


შინაგანი და გარეგანი აგრესიული ფაქტორების მუდმივი ან პერიოდული მოქმედება კანზე იწვევს მისი მგრძნობელობის მომატებას, რის შედეგადაც კანი კარგავს ჯანსაღ იერს და მიმზიდველობას. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს: სტრესი, გადაღლილობა, ჭუჭყი, მშრალი კლიმატი, ხისტი წყალი, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები, უხეში გამწმენდები და ა.შ
შედეგად კანი ხდება დაჭიმული, წითლდება და იწყება ქავილი. ამ შემთხვევაში კანს სჭირდება არააგრესიული ძალიან ნაზი გამწმენდი რომელიც აღადგენს მის ბალანსს.
სწორედ ასეთი გამწმენდი – მიცელარული ლოსიონი იქნა შექმნილი პიერ ფაბრის ლაბორატორიაში, რომელიც შეიცავს:

• შეიცავს დიდი რაოდენობით თერმულ წყალს, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
• შეიცავს ძალიან ნაზ გამწმენდ მოლეკულებს, რომელიც ფაქიზად აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟს სახიდან, თვალიდან და ტუჩიდან.

მისი გამოყენების შემდეგ კანი იბრუნებს კომფორტს, სინაზეს და ელასტიკურობას
შემადგენლობა: ავენის თერმული წყალი 96%, ალფა-ბისაბოლოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნაზი გამწმენდი ბაზა (სურფაქტანტი).
გამოყენება: გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით სახე, თვალები ტუჩები და ყელი. შემდეგ შეისხურეთ თერმული წყალი. ჰიპერმგრძნობიარე კანის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ბამბის ტამპონის ხარისხს, რადგან ზოგჯერ უხარისხო ბამბის ტამპონი იწვევს კანის გაღიზიანებას
შექმნილია ალერგიული რეაქციების რისკის შესამცირებლად - არაკომედოგენური.
გამოყენების ვადა იხილეთ შეფუთვაზე. პიერ ფაბრი, ავენის დერმატოლოგიური ლაბორატორია, აბელ განსის მოედანი 45, 921000 ბულონი-პარიზი-საფრანგეთი.

თბილისი (48 აფთიაქი)