გლუკომეტრი Accuchec ინსტანტი
გააზიარე:
გლუკომეტრი / სისხლში შაქრის განმსაზღვრელი აპარატი
Accu-Chek Instant
1. ზემოთ/ქვემოთ ღილაკები Up/Down
2. ეკრანი Display
3. შედეგების ფერადი შემფასებელი
4. მიკრო USB შესაერთებელი
5. საანალიზო ჩხირის გამომგდები
6. ელემენტების ბუდის თავსახური
7. საანალიზო ჩხირის მოსათავსებელი
- · გლუკომეტრის ჩართვა : Up ღილაკზე მცირე ხნით დაჭერა
ავტომატურად : საანალიზო ჩხირის ჩადებისას
- · გლუკომეტრის გამორთვა : Up ღილაკზე დიდი ხნით დაჭერა
ავტომატურად : საანალიზო ჩხირის გამოგდების შემდეგ
- · მეხსიერებაში/ Memory შესვლა : გამორთულ აპარატზე Down ღილაკზე მცირე ხნით დაჭერა
- · Bluetooth ჩართვა: გამორთულ აპარატზე Down ღილაკზე დიდი ხნით დაჭერა
- · დარეგულირება /Set- up : ჩართულ აპარატზე Down ღილაკზე დიდი ხნით დაჭერა .
დროისა და თარიღის დაყენება
- · ჩართულ აპარატზე Down ღილაკზე დიდი ხნით დაჭერით შედიხართ Set-Up პროგრამაში.
- · ეკრანზე Set-Up წარწერასთან ერთად ჩანს დროისა და თარიღის მაჩვენებლები.
ციმციმებს საათის მაჩვენებელი. Up/Down ღილაკზე დაჭერით დააყენეთ საჭირო რიცხვი.
Up ღილაკზე დიდი ხნით დაჭერით დაფიქსირდება საათი და აციმციმდება წუთების მაჩვენებელი.
- · ანალოგიურად დააფიქსირეთ წუთები, დღე, თვე და წელი.
- · Down ღილაკზე დიდი ხნით დაჭერით აპარატი დაბრუნდება გაზომვის რეჟიმში.
სისხლში გლუკოზის განსაზღვრა
- · მოამზადეთ საჩხვლეტი ( იხ. Accu-Chek Softclix-ლანცეტის ინსტრუცია/ილუსტრაცია).
- · დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. სატესტო ჩხირების კონტეინერიდან ამოიღეთ ჩხირი და კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ თავი.
- · მეტალის დაბოლოებით/ისრებით ნაჩვენები მიმართულებით ჩადეთ ჩხირი აპარატში. გლუკომეტრი ავტომატურად ჩაირთვება.
- · ეკრანზე გამოსახულ ჩხირის სიმბოლოსთან სისხლის წვეთის სიმბოლოს აციმციმება მიანიშნებს გლუკომეტრის მზადყოფნას საანალიზო მასალის მისაღებად.
იჩხვლიტეთ თითზე. სისხლის წვეთი გამოიდინეთ ზედმეტი ძალდატანების გარეშე.
- · სატესტო ჩხირის ყვითელი დაბოლოება შეახეთ სისხლის წვეთს. სატესტო ჩხირზე სისხლის ზემოდან დაწვეთება არ შეიძლება!
- · სისხლის შეწოვა მთავრდება, როცა ეკრანზე ქვიშის საათის სიმბოლო აციმციმდება.
- · 4 წამში ეკრანზე ანალიზის შედეგი გამოჩნდება. შედეგთან ისარი შეგიფასებთ მაჩვენებელს ვიზუალურ/ფერად შკალაზე:
ლურჯი : გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია
მწვანე : გლუკოზა ნორმის ზღვრებში (70-160 mg/dL)
წითელი : გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია
- · გამომგდებ ღილაკზე დაჭერით ჩამოაგდეთ საანალიზო ჩხირი. აპარატი ავტომატურად გაითიშება.
შეცდომები ( Error)
|
შეცდომა E rror |
გამომწვევი მიზეზი |
გამოსწორება |
|
E - 1 |
სატესტო ჩხირი ან არასწორადაა აპარატში მოთავსებული ან დაზიანებულია ან გამოყენებულია |
თავიდან ჩადეთ ჩხრირი ან გამოცვალეთ |
|
E - 3 |
თუ შედეგს თან ახლავს ეს სიმბოლო, შედეგი არასანდოა |
გაიმეორეთ ანალიზი( კონტროლი ), თუ პრობლემა არ მოგვარდა, დაუკავსირდით სერვისს |
|
E - 4 |
საანალიზო მასალა არასაკმარისია |
გაიმეორეთ ტესტი ახალი ჩხირით |
|
E - 6 |
სისხლთან საანალიზო ჩხირის შეხება ნაადრევად მოხდა |
გაიმეორეთ ტესტი ახალი ჩხირით |
|
E - 7 |
ელემენტების ფუნქციონირების ხარვეზი |
ამოიღეთ ელემენტები და მინიმუმ 2 წამით დააირეთ რომელიმე ღილაკს. შემდეგ დააბრუნეთ ელემენტები |
|
E - 8 |
დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი |
გაზომვა უნდა ჩაატაროთ ნორმალური გარემო ტემპერატურის პირობებში |
|
E - 9 |
ელემენტი დამჯდარია |
გამოცვალეთ ელემენტები |
|
E - 10 |
დრო და თარიღი არასწორია (სხვა მოწყობილობასთან დაკავშირების შემთხვევაში) |
საჭიროა სინქრონიზაცია |
|
E - 11 |
სატესტო ჩხირი დაზიანებულია |
გაიმეორეთ ტესტი ახალი ჩხირით |
|
E - 12 |
სისხლში ასკორბინის მაღალი შემცველობა |
დაუკავშირდით ექიმს |
|
E - 13 |
საანალიზო ჩხირის ჩასადები ბუდე დაბინძურებულია |
გაიმეორეთ ტესტი ახალი ჩხირით. თუ პრობლემა არ მოგვარდა, დაუკავსირდით სერვისს |
|
E - 14 |
ელექტროობის გაუმართაობა |
დაუკავშირდით სერვისს |










