აკულიპონი 600 #30კაფს

აკულიპონი 600 #30კაფს

82.90 ლარი 70.46 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დოქტორ. კლაუსფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალფა ლიპოის მჟავა,ვიტ.ბ1,ბ6,თუთია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 128696
გააზიარე:

აკულიპონი® 600

შემადგენლობა

ალფა ლიპოის მჟავა 600 მგ,

ვიტამინი B6 1 მგ,

ვიტამინი B1 1 მგ,

თუთია 2 მგ.

 

დახასიათება

აკულიპონი® 600 დაფუძნებულია ალფა ლიპოის მჟავაზე, B კომპლექსის ვიტამინებსა და თუთიაზე.

აკულიპონი® 600-ის ძირითადი კომპონენტია ალფა ლიპოის მჟავა (ან თიოქტის მჟავა), ორგანიზმის მიერ ფიზიოლოგიურად წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც ცნობილია კოფერმენტული აქტივობით და მონაწილეობს უჯრედის მეტაბოლიზმში.

აკულიპონი® 600 შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს, რომელიც შედგება თიამინისა (ვიტამინი B1) და პირიდოქსინისგან (ვიტამინი B6).

ვიტამინი B1 ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემის და გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ წარმოქმნას, ცილების და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს და ნერვული სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნებას.

თუთიის შემცველობის წყალობით, აკულიპონი® 600-ის ვიტამინური კომპლექსი ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, აგრეთე ცხიმოვანი მჟავების და ნახშირწყლების ნორმალურ მეტაბოლიზმს.

 

გამოყენება

თუთიის შემცველობის წყალობით, აკულიპონი® 600 ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. იგი ნაჩვენებია B1 და B6 ვიტამინების გაზრდილი საჭიროების დროს, ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშესაწყობად.

შეფუთვაში წარმოდგენილია ბლისტერი 30 კაფსულის შემცველობით.  

 

მიღებისწესი

მიიღება 1 კაფსულა დღეში. რეკომენდებულია მისი მიღება ჭამის წინ უზმოზე. 

 

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.

პროდუქტის გამოყენებისთვის რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
იშვიათ შემთხვევებში, ლიპოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

შეინახეთ გრილ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

არ შეიცავს შაქარს, გლუტენს და ლაქტოზას.