ფერსალ ქიდს პლუსი 30მლ წვ
გააზიარე:
ფერსალ ქიდს პლუსი/Fersal Kids Plus
გამოშვების ფორმა: ორალური წვეთები 30 მლ (საწვეთურით)
შემადგენლობა: რკინის სულფატი 75მგ + ასკორბინის მჟავა 12,5 მგ
1 მლ შეიცავს 15 მგ ელენენტარულ რკინას.
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი ქარხანა: Ledapharma
ფერსალ ქიდს პლუსი: საკვები დანამატი,გაიცემა ურეცეპტოდ.
რკინის (II) სულფატი:
ფარმაკოლოგიური თვისებები:რკინა წარმოადგენს ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს სუნთქვის, სისხლის წარმოქმნის, იმუნობიოლოგიურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა პროცესებში.
ასკორბინის მჟავა:-აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას,არეგულირებს კაპილარების განვლადობას.
ჩვენება:
-სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული (რკინადეფიციტური) ანემიების პროფილაქტიკა.
-გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი).
-რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.
დოზირება:
1 წლამდე ბავშვები:
ბავშვის წონა კგ-ში სადღეღამისო დოზა მლ-ში წვეთებში
3-4 კგ 0,3 მ 7წვეთი
5-6 კგ 0,5 მლ 10 წვეთი
7-8 კგ 0,7 მლ 15 წვეთი
9-10 კგ 1,0 მლ 20 წვეთი
ბავშვებში: 1 წლის ზემოთ 1 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ
მოზრდილებში: 1,5 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ
დოზირების გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენება:
_ პაციენტებისათვის, რომელთაც ორგანიზმში აქვთ რკინის მომეტებული მარაგი (მაგ., ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი)
_ პაციენტებში რომელთაც აქვთ ჰემის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული აშლილობა
_ ანემიის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (მაგ., ჰემოლითიური ანემია).
პრეპარატის აგრეთვე უკუნაჩვენებია:
_ პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
შეიძლება დამატებით გაიხსნას სითხეში(წყალი)
შეიცავს მარწყვის ბუნებრივ არომატიზატორს
აქვს მისაღებად მოხერხებული ფორმა, მოყვება საწვეთური.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25გრადუსC ტემპერატურაზე,
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.