კოლიქეარი 8მლ სუსპ
გააზიარე:
კოლიქეარი სუსპენზია (8 მლ)
სავაჭრო დასახელება:
კოლიქეარი (8 მლ)
KoliCare (8 ml)
კოლიქეარი - მკურნალობა ორმაგი ეფექტით!
ახალშობილებისთვის, ჩვილებისა და ბავშვებისთვის!
√ 100 % ორგანული შტამები შესაფერისია დაბადების პირველივე დღეებიდან გამოსაყენებლად;
√ გამოიყენება ხელოვნური და ბუნებრივი კვების შემთხვევაში;
√ კლინიკურად დადასტურებულია;
√ კლინიკური კვლევები და სერტიფიკატები ხელმისაწვდომია მოთხოვნისთანავე.
ინგრედიენტები:
პრობიოტიკური შტამები:
Pediococcus Pentosaceus CECT 8330;
Bifidobacterium longum CECT 7894;
რაფინირებული მზესუმზირის ზეთი, AB-KoliCare;
კომბინირებული შტამების დღიური დოზა | 1 (ერთი) მილიარდი CFU;
აღნიშნული ორი შტამი დაპატენტებულია 2015 წელს (WO2015/018883A2).
აღწერილობა:
დაბადების შემდგომ ახალშობილების ნაწლავის მიკრობიოტა არ არის ჩამოყალიბებული და მუდმივად იცვლება. მასზე გარე ფაქტორები ძლიერ მოქმედებენ. მათ შორის ეს ცვლილებები ზემოქმედებს კვების ტიპზეც.
კოლიქეარი არის 100% ნატურალური საკვები დანამატი კლინიკურად დადასტურებული ეფექტებით, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩამოყალიბებას ბავშვებში.
კოლიქეარის სუსპენზიაშისპეციალურად არსებობს ორგანული ორშტამიანი პრობიოტიკური ნაზავი. ორი შტამისნაზავი შეირჩა სინერგიულობისთვის,ახალშობილების, ჩვილებისა და ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კოლიქეარის სუსპენზიაში შემავალი შტამები ხელს უწყობენ ნაწლავის მიკრობიოტის განვითარებას. მისი ეს თვისებები განსაკუთრებით სასარგებლოა რისკის (ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები, ანტიბიოტიკოთერაპია, საკეისრო კვეთის მშობიარობა ან სხვა) ქვეშ მყოფი ჩვილებისთვის, ნაწლავის მიკრობიოტის არასწორი კოლონიზაციის გამო.
კოლიქეარი - კოლიკის ერთერთი უსწრაფესი მკურნალობის საშუალებაა.
მხოლოდ 1 კვირის მკურნალობის შემდეგ, კოლიქეარის პრობიოტიკების ფორმულა მნიშვნელოვნად ამცირებს კოლიკის ეპიზოდებს, ყოველდღიური ტირილის დროსა და ასევე ტირილის ეპიზოდების რაოდენობას.
21 დღის შემდეგ ჩვილების 90%-ს რომლებიც იღებენ კოლიქეარს უფიქსირდებათ ტირილის დროის შემცირება 50%-ით, ან უფრო მაღალი პროცენტულობით.
კოლიქეარის სუსპენზია შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთიდან სამ კვირამდე როგორც კოლიკის სიმპტომების დასაძლევად და/ან როგორც უფრო გრძელვადიანი მკურნალობა ჩვილების ჯანმრთელი ნაწლავის ხელშეწყობისთვის (ზრდის ნაწლავის ბაქტერიების მრავალფეროვნებას, რაც ხელს უწყობს სხვა პათოლოგიების გრძელვადიან პრევენციას) და ნაწლავის ნორმალური მიკრობიოტის განვითარებისთვის.
მაღალიინჰიბიტორული აქტივობაპათოგენური ბაქტერიების მიმართ:
Bifidobacterium Longum ეხმარება თავიდან აიცილოს პათოგენური ბაქტერიები (Escherichia Coli, Enterobacter Aerogenes, Klebsiella Oxytoca), რომლებიც დაკავშირებულია ახალშობილთა კოლიკასთან.
HMO-ებისმონელება:
Bifidobacterium longum წარმოდგენილია ბიფიდობაქტერიული ფერმენტული სისტემით, რომელიც მონაწილეობს დედის რძის ოლიგოსაქარიდების (HMO) მეტაბოლიზმში.
ანთებისსაწინააღმდეგომოლეკულები:
Pediococcus Pentosaceus ააქტიურებს იმუნურ უჯრედებს, ხელს უწყობს ანთების საწინააღმდეგო სიგნალების წარმოქმნას და ამცირებს ანთებით პროცესებს ნაწლავში.
შებერილობისსაწინააღმდეგოეფექტი:
ორივე შტამი ხასიათდება ჰომოფერმენტული მეტაბოლიზმით, ამგვარად არ გამოიმუშავებენ გაზს და ამცირებენ შებერილობის რისკს ჩვილებში.
საკვანძო სარგებელი და უპირატესობა:
● 100%-ით ნატურალური;
● 100%-ით ორგანული შტამები;
● შესაფერისია დაბადებიდანვე 0+ თვიდან;
● მარტივი გამოყენება;
● 5 წვეთი, დღეში ერთხელ;
● სასარგებლოა ნაწლავებისთვის;
● კლინიკურად დადასტურებულია, რომ ამცირებს კოლიკის ეპიზოდებს, დღის განმავლობაში ტირილის დროსა და რაოდენობას;
● ზრდის ნაწლავის ბაქტერიების მრავალფეროვნებას;
● აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;
● ამცირებს შებერილობას;
● აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ტრანზიტს (გადაადგილებას);
● არ შეიცავს ლაქტოზას;
● არ შეიცავს გლუტეინს;
● GMO-ს გარეშე;
● შაქრის, ალკოჰოლისა და კონსერვანტების გარეშე.
რეკომენდირებული დოზა და სხვა მითითებები:
კოლიქეარის სუსპენზიის გამოყენება შესაძლებელია დაბადებისთანავე, 0+ თვიდან.
რეკომენდებული დღიური დოზაა 5 წვეთი დღეში, პირველ კვებამდე ან პირველი კვების შემდეგ. კომბინირებული შტამების დღიური დოზა 1 (ერთი) მილიარდი CFU.
კოლიქეარი გამოსაყენებლად მარტივია და უსაფრთხო. ყოველი გამოყენების წინ ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, რადგან მოხდეს პრობიოტიკური ბაქტერიებისა და ზეთის სრული შერევა.
რეკომენდებულია პროდუქტის ჩაწვეთება (სპეციალური საწვეთურის დახმარებით) პირდაპირ ბავშვის პირის ღრუში.
მოხსენით და გარეცხეთ საწვეთური გამოყენების შემდეგ.
პროდუქტის მიღების ალტერნატიული გზა შეიძლება იყოს:
√ წვეთების (5 წვეთი) ხელოვნურ საკვებში შერევა;
√ კარგად დავიბანოთ ხელები. დავიწვეთოთ 5 წვეთი თითზე და საშუალება მივცეთ ჩვილს მოწოვოს როგორც საკვები;
√ დაიწვეთეთ (5 წვეთი) დედამ ძუძუს თავზე და მიეცით ჩვილს წოვის საშუალება.
√ ბავშვებში წვეთები შეიძლება შევურიოთ რძეში (რძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37°C-ს);
√ არ შეურიოთ რძეს დუღილის პროცესში.
დაცულობა:
ბაქტერია მიღებულია ადამიანის დედის რძიდან და ჯანმრთელი ჩვილების მიკრობიოტიდან. შეიცავს QPS და დადასტურებულ GRAS შტამებს.
ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, კოლიქეარმა გაიარა რამდენიმე ტესტირება in-vitro და in vivo.
მინიჭებული აქვს EFSA-ს უსაფრთხოების კვალიფიცირებული პრეზუმფციის სტატუსი (QPS).
აღიარებულია, როგორც უსაფრთხო (GRAS) სტატუსის პროდუქტი, დამტკიცებულია სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.
დამატებითი მითითებები:
ნაბიჯი 1: მოვხსნათ შუშის ბოთლს თავსახური (A) და შეცვალოთ გამოსაყენებელი თავსახურით (B+C). ჩავახრახნოთ ის (ძლიერად არა). თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ პროდუქტი ამ ფორმით.
ნაბიჯი 2: გამოყენებამდე ბოთლი ენერგიულად შეანჯღრიეთ.
ნაბიჯი 3: გახსენით ბოთლი, თითები დაადეთ თავსახურის მონიშნულ ადგილზე (C) და მოატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ.
ნაბიჯი 4: ჩააწვეთეთ პროდუქტი ბოთლის ამობრუნებით და პლასტმასის საწვეთურით (B) იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა (დღიური დოზა 5 წვეთი).
ნაბიჯი 5: დაახურეთ ბოთლს თავსახური (C) და მსუბუქად მოუჭირეთ. შეინახეთ შემდგომ გამოყენებამდე
ნაბიჯი 6: პლასტმასის საწვეთურის (B) გარეცხვა: მოხსენით თავსახური (C) და პლასტმასის საწვეთური (B) დაადეთ რა თითები თეთრ ზედაპირზე. თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ ის წყლით ან აადუღოთ ის და გაუკეთოთ სტერილიზაცია.
სიფრთხილის ზომები:
პრობიოტიკური დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელად.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა შეამოწმეთ კოლოფზე.
უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდირებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
შენახვის წესები:
კოლიქეარი (8 მლ)არ საჭიროებს მაცივარს. შეინახეთ გრილ, მშრალ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.
გახსნის შემდეგ ვარგისია 1 თვის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.
შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია:
AB-BIOTICS S.A. – (ესპანეთი).
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ZEON Healthcare LID - ირლანდია.