ჯეტექსი 5% 5გ კრემი

ჯეტექსი 5% 5გ კრემი

19.80 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ფარმატეკ ილაჩ სან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლიდოკაინი+პრილოკაინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 127962
გააზიარე:

ჯეტექსი R 5% კრემი

ლიდოკაინი, პრილოკაინი

გამოყენების ინსტრუქცია Pharmet

ჯეტექსი R 5% კრემი

განკუთვნილია კანზე გარეგანი გამოყენებისთვის

  • · მოქმედი ნივთიერება: 1 გრამი კრემი 25 მგ ლიდოკაინს და 25 მგ პრილოკაინს შეიცავს.
  • · დამხმარე ნივთიერებები: პოლიოქსიეთილენის ცხიმოვანი მჟავის ეთერი, პოლიაკრილის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ , რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .

  • · აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • · დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • · აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • · აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • · წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ჯეტექსის R კრემი?

2. ჯეტექსის R კრემის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

3. როგორ გამოიყენება ჯეტექსის R კრემი?

4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

5. ჯეტექსის R კრემის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ჯეტექსის R კრემი?

ჯეტექსისR კრემი, ეს არის ადგილობრივი საანესთეზიო (გამაყუჩებელი) საშუალება, რომელიც განკუთვნილია კანის ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისთვის. კრემის გამოყენება, გამოყენების მიდამოში მგრძნობელობის დროებით დაკარგვას უზრუნველყოფს, თუმცა აღნიშნულ მიდამოში შეხებისას მგრძნობელობა მაინც შენარჩუნებულია. ჯეტექსისR კრემი, გამოიყენება კანის ზედაპირზე, გენიტალურ (სასქესო ორგანოებზე), ლორწოვან გარსებზე და კიდურების წყლულებზე.

ჯეტექსისR კრემი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული 1 ცალი 5 გ ანდა 15 გ ტუბით.

  • · ჯეტექსისR კრემი, ინექციების გაკეთებამდე ანდა კანზე მცირე ქირურგიულ ჩარევამდე, კანის გარე ზედაპირზე ტკივილის შემცირების მიზნით გამოიყენება.
  • · ჯეტექსისR კრემი, ასევე გამოიყენება ქირურგიულ ჩარევამდე ანდა სხვა ლოკალური ანესთეზიკების ინექციების გაკეთებამდე სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე.
  • · ჯეტექსისR კრემი, ასევე გამოიყენება კიდურების წყლულების დამუშავებამდე ტკივლების შემცირების მიზნით.

2 . ჯეტექსის R კრემის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ჯეტექსის R კრემი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

  • · თუ, ლიდოკაინის, პრილოკაინის ანდა ჯეტექსისR შემადგენლობაში არსებული რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგია გაქვთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.
  • · ჯეტექსისR კრემი, ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებში არ გამოიყენოთ.
  • · პარალელურ რეჟიმში, სისხლში მეტჰემოგლობინის დონეზე მოქმედი წამლებით მკურნალობის ქვეშ მყოფ 12 თვემდე ასაკის ნაადრევად შობილ ბავშვებში არ გამოიყენოთ.

ჯეტექსის R კრემი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

  • · თუ, ჯეტექსისR კრემის ანდა სხვა რომელიმე წამლის გამოყენებისას უჩვეულო ანდა არასასიამოვნო ალერგიული მდგომარეობა განვითარდა, აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ.
  • · ჯეტექსისR კრემი, ფეხის წყლულის გარდა სხვა ღია ჭრილობებზე, იარებზე და კანის გამონაყარის მქონე მიდამოებში არ გამოიყენოთ.
  • · ჯეტექსისR კრემის თვალებთან კონტაქტს მოერიდეთ, შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ, შემთხვევით თვალთან კონტაქტი დაფიქსირდება, მაშინვე თვალები გრილი წყლით ანდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ჩამოიბანეთ, თვალებში მგრძნობელობის დაკარგვის ალაგებამდე დაელოდეთ.
  • · ჯეტექსისR კრემი, დაფის აპკის დაზიანებულ ზედაპირზე არ გამოოიყენოთ.
  • · ჯეტექსისR კრემი, კანში გასაკეთებელ აცრების გაკეთებამდე (მაგ. ტუბერკულოზის აცრა) გამოყენებისას, აცრის შედეგებზე დაკვირვების პერიოდის შემდეგ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
  • · თუ, გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი ანდა თანდაყოლილი ანდა უცნობი მიზეზის მქონე მეტჰემოგლობინემიის მსგავსი იშვითი მეტაბოლური დარღვევა გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

(მეტჰემოგლობინემია, ჭარბი რაოდენობით ჰემოგლობინის მეტჰემოგლობინად გარდაქმნის მდგომარეობაა. ნორმალურ პირობებში, სისხლში ჰემოგლობინის მეტჰემოგლობინის ფორმა მცირე რაოდენობით არსებობს. თუ, მეტჰემოგლობინის ჭარბი რაოდენობა წარმოიქმნება, სისხლის მიერ ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება გაძნელდება).

  • · თუ, თქვენ ანდა თქვენს შვილს ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) გაქვთ, კრემი, მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ კანზე.
  • · ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში, კრემი კანის დაზიანებულ ნაწილებში არ გამოიყენოთ. კრემი, სასქესო (გამრავლების) ორგანოების ლორწოვან გარსებზე არ უნდა იქნას გამოყენებული.
  • · ჩატარებული კვლევების შედეგად, ახალშობილებში ქუსლიდან სისხლის აღების პროცედურამდე ლიდოკაინის/ პრილოკაინის კრემების გამოყენების შემდეგ ტკივილის გაყუჩების ეფექტი არ არის დაზუსტებული.
  • · ჯეტექსისR კრემის 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადი გამოყენება ეფექტური და საიმედოა. ამ ასაკოვანი ჯგუფის ბავშვებში ლიდოკაინის/პრილოკაინის კრემის გამოყენების შემდეგ მეტჰემოგლობინემის დონე 13 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება არ დაფიქსირებულა.
  • · საკმარისი კლინიკური გამოცდილების მიღებამდე, ჯეტექსისR კრემის 0-12 თვის ასაკის ბავშვებში სისხლში მეტჰემოგლობინის ზრდის გამომწვევ სხვა წამლებთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული.
  • · კრემის გამოყენება არ შეიძლება კანის ვრცელ მიდამოებში, განსაკუთრებით კი ოკლუზიის ( სისხლძარღვების დახშობის) ქვემო არეებში, რადგანაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი.
  • · ჯეტექსისR კრემი, პოლიოქსიეთილენის ცხიმოვანი მჟავის ეთერს შეიცავს. აღნიშნულმა კი შეიძლება კანის რეაქციების განვითარება გამოიწვიოს.
  • · ლიდოკაინის და III ჯგუფის ანტიარითმული (გულის რითმის დარღვევების საწინააღმდეგოდ გამოიყენება) წამლების (მაგ. ამიოდარონი) ერთად გამოყენებისას, გულთან დაკავშირებით შეიძლება დამატებითი (ზოგადი ეფექტები) გვერდითი ეფექტების გამოვლინდება გამოიწვიოს, ამიტომ აღნიშნული წამლების ერთად გამოყენებისას სიფრთხილე და ახლო დაკვირვებაა საჭირო, საჭიროა ეკგ (კაზე დაფისირებული ელექტროდების საშუალებით გულის ელექტრული აქტივობის გრაფიკული გამოსახვა (გულის რითის, სიხშირის, გულისცემის რითმის, რითმის გავრცელების და რეაქციების კვლავ ალაგების მაჩვენებელის) აღნიშნული ცვლილებების ჩანაწერის გამკეთებელი აპარატი) მონიტორინგი.

,,თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.’’

ჯეტექსის R კრემის გამოყენება საკვებთან სასმელთან ერთად

კრემის, კანზე და ლორწოვანზე გამოყენების გამო, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ვლინდება.

ორსულობა :

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ჯეტექსისR კრემის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება - ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

ჯეტექსისR კრემი, შეიძლება დედის რძეში მცირე რაოდენობით გადავიდეს, თუმცა ბავშვისთვის რაიმე სახის რისკს არ ქმნის.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ჯეტექსისR კრემი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.

ჯეტექსის R კრემის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია :

თუ, ჯეტექსისR კრემის შემადგნელობაში არსებული ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა არ გაქვთ, არასასურველი ეფექტის გამოვლინება მოსალოდნელი არ არის.

ჯეტექსისR კრემი, პოლიოქსიეთილენის ცხიმოვანი მჟავის ეთერს შეიცავს, რამაც შეიძლება კანის რეაქციების განვითარება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:

  • · მეტჰემოგლობინემიის მასტიმულირებელი წამლები (მაგალითად: სულფონამიდები, აცეტანილიდი, ანილინის საღებავი, ბენზოკაინი, ქლოროქინი, დაპსონი, მეტოკლოპრამიდი, ნაფტალინი, ნიტრატები და ნიტრიტები, ნიტროფურანტოინი, ნიტროგლიცერინი, ნიტროპრუზიტი, პამაკინი, პარა-ამინოსალიცილის მჟავა, ფენაცეტინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმაკინი, ქინინი),
  • · სხვა ლოკალური ანესთეზიკები (ტკივილ გამაყუჩებელი საშუალებები) ანდა ლოკალური ანეთეზიური საშუალებების მსგავსი წამლები (მაგ. ტოკაინიდი).
  • · III ჯგუფის ანტიარითმული წამლები (გულის რითმის მარეგულირებელი წამლები, მაგ. ამიოდარონი),
  • · ლიდოკაინის თირკმელბიდან გამოყოფის დამაქვეითებელი წამლები (მაგალითად, ციმეტიდინი ანდა ბეტა-ბლოკერები)

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ჯეტექსის R კრემი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :

ჯეტექსისR კრემის ზოგადი გამოყენების დოზებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია აღნიშნულ ნაწილში. ექიმი, გამოყენებისთვის საჭირო დოზას განსაზღვარვს. თუ, ამ წამლის ეფექტის სრული მიღება გსურთ, ამ ნაწილში მოცემულ ინფორმაციას სრულად გაეცანით და გაითვალისწინეთ.

ტუბის სახურავზე არსებული მახვილი წვერის გამოყენებით, ტუბის ზედა აპკი გახვრიტეთ.

  • · ჯეტექსის R კრემის კანის ზედაპირზე გამოყენება:

კრემის, ხის პატარა შპადელის დახმარებით კანის ზედაპირზე თხელი ფენის სახით გადაანაწილეთ და პლასტიკური სახვევით ანდა ჰაერ-გაუმტარი მასალით ზედაპირი დაფარეთ.

კანის ზედაპირის მცირე მიდამოებში ჩარევების, მაგალითად ნემსის ჩხვლეტის ანდა კანზე ლოკალური ქირურგიული ჩარევებისას: სულ ცოტა 1 საათის და მაქსიმუმ 5 საათის განმავლობაში, კანის ზედაპირის 10 სმ2 მონაკვეთში დაახლოებით 2 გ კრემი გამოიყენეთ და ზედაპირზე დახურული სახვევი დაადეთ.

საავადმყოფო პირობებში უფრო ღრმა ანესთეზიის საჭიროებისას, მაგალითად, კანის დაზიანებულ (არ არსებულ) მიდამოში ჯანმრთელი კანის ფრაგმენტის მოთავსება ანდა კანის ბიოფსიის მსგავსი ჩარევა, კანის უფრო ვრცელი ფართის ჩარევები: სულ ცოტა 2 საათის და მაქსიმუმ 5 საათის განმავლობაში, კანის ზედაპირის 10 სმ2 მონაკვეთში სქელი ფენის სახით დაახლოებით 1.5-2 გ კრემი გამოიყენეთ და ზედაპირზე დახურული სახვევი დაადეთ.

სხეულის ვრცელ მიდამოებში, ახლად გაპარსული კანის ზედაპირები (რეკომენდირებული მაქსიმალური სამკურნალო ფართია: 600 სმ2 კანის ზედაპირი, რომელიც 30x20 სმ- იანი, დაახლოებით A4 ზომის ქაღალდის სიდიდის შესაბამისია): კრემი, სულ ცოტა 1 საათის და მაქსიმუმ 5 საათის განმავლობაში გამოიყენეთ. მაქისმალური რეკომენდირებული დოზაა: 60 გრ კრემი.

  • · ჯეტექსის R კრემის გამოყენება კანის ზოგიერთი პრობლემების დროს

თუ, ატოპიური დერმატიტი ანდა მოლუსკების (კანის ზედაპირზე პატარა კვერცხების განვითარებით მიმდინარე დაავადება) მსგავის კანის პრობლემები გაქვთ, კრემის გამოყენების ხანგრძლივობა დაახლოებით 15-30 წუთი ანდა უფრო ხანმოკლე დრო უნდა იყოს.

  • · ჯეტექსის R კრემის გენიტალურ (გამრავლების ორგანოები) ორგანოების ლორწოვან გარსზე ანდა გენიტალურ მიდამოს კანზე გამოყენება:

გენიტალური მიდამოს ლორწოვანი გარსი:

გენიტალური მეჭეჭების ამოკვეთის მსგავსი ლოკალური დაზიანებების ქირურგიული ჩარევისას: ჯეტექსისR კრემი, ქირურგიულ ჩარევამდე 5-10 წუთით ადრე თქვენი ექიმის ანდა ექთნის მიერ უნდა იქნას კანის ზედაპირზე გადატანილი. ჯეტექსისR კრემის ნორმალური დოზა 5-10 წუთიანი ჩარევებისთვის არის 5-10 გ კრემი. კანის ის ზედაპირის, სადაც კრემი იქნა გამოყენებული ზემოდან უნდა დაიფაროს. დახურული ნახვევის დადება საჭირო არ არის. შემდეგ მაშინვე ჩარევა უნდა იქნას დაწყებული. ის პირები, რომელიც ახორციელებენ კრემის კანის ზედაპირზე გადატანას ანდა მოცილებას, მგრძნობელობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, კრემთან კონტაქტს უნდა მოერიდონ.

მამაკაცის გენიტალური ორგანოების კანი: ლოკალურ ანესთეზიამდე, ექიმის მიერ განსაზღვრულ მიდაოებში ხდება კრემის გამოყენება. კრემის ნორმალური დოზა: 15 წუთის განმავლობაში 10 სმ2 იან მონაკვეთში 1 გ კრემია.

ქალის გენიტალურ ორგანოების კანი: ლოკალურ ანესთეზიამდე, ექიმის მიერ განსაზღვრულ მიდაოებში ხდება კრემის გამოყენება. კრემის ნორმალური დოზა: 60 წუთის განმავლობაში 10 სმ2 იან მონაკვეთში 1-2 გ კრემია.

  • · ჯეტექსის R კრემის გამოყენება ფეხის წყლულების დროს

კრემის, კიდურებზე არსებული წყლულის ზედაპირზე გადატანის შემდეგ, ზედაპირი იფარება პლასტიკური საფარით ისე, რომ ჰაერი არ გატარდეს. გამოყენების ხანგრძლივობა სულ ცოტა 30 წუთია. 60 წუთიანი გამოყენების შემთხვევაში, ანესთეზიაც უფრო ძლიერი იქნება. კრემი, მარლით მოაცილეთ. კრემის მოცილებისთანავე, შეიძლება წყლულების დამუშავების პროცედურაზე გადასვლა.

ფეხის წყლულების დროს : 10 სმ2 იან მონაკვეთში დახლოებით 1-2 გ კრემი ან მაქისმუმ 10 გ ჯეტექსისR კრემი, სქელი შრის სახით გადაიტანება კანი ზედაპირზე. ფეხის წყლულების დამუშავებამდე, ჯეტექსისR კრემის გამოყენება შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში 15 ჯერ ანდა მეტი სიხშირით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

კრემის გამოყენება შესაძლებელია: კანის ზედაპირზე, გენიტალური მიდამოების ლორწოვან გარსზე ანდა გენიტალური მიდამოს კანზე, ასევე ფეხებზე არსებულ წყულლების ზედაპირზე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

  • · ჯეტექსის R კრემის კანის ზედაპირზე გამოყენება:

კანის მცირე მონაკვეთებზე საჭირო ჩარევებისთვის, მაგალითად, ნემსის ჩხვლეტა და ლოკალური დაზიანების ქირურგიული მკურნალობისას, კანის 10 სმ2 იან მონაკვეთში დაახლოებით 1 გ კრემი სქელი ფენის სახით გადაიტანება და დახურული სახვევით დაიფარება. დოზამ, 10 სმ2 /1გ არ უნდა გადააჭარბოს და გამოყენების ზედაპირის ფართის მიხედვით გამოითვლება.

ახალშობილები და 3 თვემდე ასაკის ბავშვები:

მაქსიმუმ 10 სმ2 იან მონაკვეთში, მაქსიმუმ 1 გ კრემი გამოიყენეთ. კრემის გამოყენების ხანგრზლივობამ 1 საათს არ უდნა გადააჭარბოს.

3-12 თვის ასაკის ბავშვები:

მაქსიმუმ 20 სმ2 იან მონაკვეთში, მაქსიმუმ 2 გ კრემი გამოიყენეთ. კრემის გამოყენების ხანგრძლივობა 1 საათია.

1-6 წლის ასაკის ბავშვები:

მაქსიმუმ 100 სმ2 იან მონაკვეთში, მაქისმუმ 10 გ კრემი გამოიყენეთ. კრემის გამოყენების ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია.(მაქსიმუმ 5 საათი).

6-12 თვის ბავშვები:

მაქსიმუმ 100 სმ2 იან მონაკვეთში, მაქისმუმ 10 გ კრემი გამოიყენეთ. კრემის გამოყენების ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია. (მაქსიმუმ 5 საათი).

  • · ჯეტექსის R კრემის გამოყენება კანის ზოგირთი სახის პრობლემის დროს:

ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ბავშვებში მოლუსკების მოცილებისთვის, რეკომენდირებულია: ჯეტექსისR კრემის გამოყენება 30 წუთის განმავლობაში.

  • · ჯეტექსის R კრემის გამოყენება გენიტალური (გამრავლების ორგანოების) ლორწოვანი გარსების ანდა სასქესო ორგანოების კანის ზედაპირზე:

ჯეტექსისR კრემის გამოყენება ბავშვების სასქესო ორგანოების მიდამოებში არ შეიძლება.

თუ,ფიქრობთ, რომ ჯეტექსისR კრემის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ჯეტექსის R კრემის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:

კრემის დიდი რაოდენოთ გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ მოცემული ნიშნები: ტუჩებსა და პირის ირგვლივ დაბუჟება, გაბრუება, თავბრუსხვევა და ზოგჯერ მხედველობის შემღვრევა. თუ, აღნიშნულთაგან რომელიმე ნიშანი თქვენთან გამოვლინდება და ჯეტექსისR კრემის დიდი რაოდენობა გაქვთ გამოყენებული, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ ანდა სამედიცინო დაწესებულების ემერჯენსის განყოფილებას გაესაუბრეთ. ჯეტექსისR კრემის, ექიმის მიერ გამოწერილი დოზით გამოყენებისას, ტოქსიკური ეფექტი არ გამოვლენილა.

დიდი რაოდენობის ჯეტექსისR კრემის სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, მწვავე მეტჰემოგლობინემიის რისკი იზრდება. მეტჰემოგლობიმენიის მაჩვენებელი შეიძლება იყოს (კანის რუხი-ცისფერი ფერის მიღება) ციანოზი. აღნიშნული მდგომარეობის მკურნალობა შესაძლებელია მეთილენის ლურჯის ვენაში ინექციით.

თუ, ჯეტექსისR კრემის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ჯეტექსის R კრემის გამოყენება დაგავიწყდებათ:

თუ, კრემის დროული გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, გამოიყენეთ და შემდეგ ჩვეული გეგმით კრემის გამოყენება გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.

მოვლენები, რომელიც ჯეტექსის R კრემის მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ჯეტექსისR კრემის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების გამოვლინება მატულობს განსაკუთრებით მაშინ, თუ კრემი კანის ვრცელ მიდამოებში, ასევე ოკლუზიის ქვემოთ იქნება გამოყენებული, ამ დროს სშიძლება გამოვლინდეს გულის რითმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი.

ჯეტექსისR კრემი- პოლიოქსიეთილენის ცხიმის მჟავას ეთერს შეიცავს, რამაც შეიძლება განაპირობოს კანის რეაქციების გამოვლინება.

,,თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ჯეტექსის R კრემიგამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:’’

ჯეტექსისR კრემის- გამოყენების მიდამოში შეიძლება გამოვლინდეს კანის მსუბუქი რეაქციები (კანის სიწითლე ანდა მსუბუქი შესივება, პირველად წვა და ან ქავილი). აღნიშნული სიმპტომები კრემის და ანესთეზიური საშუალებების მიმართ გამოვლენილი ნორმალური რეაქციებია და რაიმე სახის ზომების მიღებას არ საჭიროებს, ხანმოკლე დროში უნდა ალაგდეს.

ჯეტექსისR კრემის გამოყენების შედეგად გამოვლენილი ალერგიული რეაქციები ( ამ რეაქციებიდან ყველაზე სერიოზულია ანაფილაქსიური შოკი) იშვიათად ვლინდება.

თუ, ჯეტექსისR კრემის გამოყენების შედეგად ქვემოთ მოცემული გვერდით ეფექტები გამოვლიდნება და მიმდინარეობა გაგრძელდება, თქვენს ექიმს დაუკავშირდით. ეს რეაქციები ზოგადად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ვლინდება და გარკვეული დროის შემდეგ მცირდება.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი :1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი : ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდით ეფექტები თქვენთან გამოვლინდება, ტქვენს ექიმს აცნოებთ.

გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

  • · კრემის გამოყენების ადგილას სიფერმკრთალე, სიწითლე და შესივება (შეშუპება)
  • · კრემის პირველი გამოყენებისას კანის მსუბუქი წვა, ქავილი

აღნიშნული, ჯეტექსისR კრემის მსუბუქი გვერდით ეფექტებია და ხანმოკლე დროში ალაგდება.

ნაკლებად გავრცელებული გვერდით ეფექტები:

  • · კრემის პირველი გამოყენებისას კანის მსუბუქი წვა, ქავილი (გამოყენების მიდამოში)
  • · გამოყენების მიდამოში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება
  • · კანის გაღიზიანება (გამოყენების მოდამოში)

იშვიათი გვერდითი ეფექტები:

  • · ლოკალური ანესთეზიკების გამოყენების დროს გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ამ რეაქციებიდან ყველაზე სერიოზულია ანაფილაქსიური შოკი). ჯეტექსისR კრემის გამოყენებისას იშვიათად ვლინდება.
  • · მეტჰემოგლობინემია (კანის ლურჯ-რუხ ფერში ცვლილება)
  • · კანის პრობლემების მქონე ბავშვებში (ატოოპიური დერმატიტი და მეჭეჭები) გამოყენების მიდამოში პატარა წითელი წერტილები.
  • · ჯეტექსისR კრემის შემთხვევით თვალში მოხვედრისასმ შეიძლება თვალის გაღიაიანება გამოვლინდეს,

ზემოთ აღნიშნული ჯეტექსისR კრემის იშვიათი გვერდითი ეფექტებია. აღნიშნული გვერდით ეფექტებიდან ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, ჯეტექსისR კრემის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

5. ჯეტექსის R კრემის შენახვა

ჯეტექსისR კრემი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

ჯეტექსისR კრემი, <250C ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.

წამალი არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ჯეტექსისR კრემი არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ჯეტექსისR კრემი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ფარმეტის წამლის წარმოება

ბაღჯილარ/სტამბოლი

წარმოების ადგილი:

ს.ს. ცენტრალური ლაბორატორიის წამლის წარმოება და ვაჭრობა

ჩამლიქის დასახლ. სირრი ჩელიქის ბულვარი, აიჩას ქ. N:6

34778. თაშდელენ ჩექმექოი/სტამბოლი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22 .0 6 .201 8 - ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი