ბიოვაპ ოსტეო პლუსი #30კაფს
გააზიარე:
ბიოვაპ ოსტეო პლუსი 30 კაფსულა
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ვიტამინი A (β-კაროტინი) 125 სე
ვიტამინი C 7,5მგ
ვიტამინი D (თევზის ქონი) 50 სე
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 1,25მკგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 7,5მკგ
კალციუმი (ხელატი) (დიკალციფოსფატი, ციტრატი) 150მგ
რკინა (გლუკონატი) 0,75მგ
ფოსფორი (დიკალციფოსფატი) 47მგ
მაგნიუმი (ხელატი, ოქსიდი) 150მგ
თუთია (ოქსიდი) 3,75მგ
სპილენძი (გლუკონატი) 0,5მგ
მანგანუმი (ხელატი) 0,25მგ
კალიუმი (ციტრატი) 25მგ
ბეტაინინ HCI -7,5მგ.
მოქმედების მექანიზმი
ბიოვაპოსტეო
– შეიცავს ძვალ-სახსროვანი აპარატისა და მთლიანად ორგანიზმისათვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების კომპლექსს.
– ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას.
– წესრიგებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მდგომარაობას.
– ორგანიზმში კალციუმის დეფიციტს იწვევს კვების ღარიბი რაციონი, ასაკობრივი ჰორმონალური ცვლილებები, ფიზიკური ვარჯიშების უკმარისობა და სხვა. ყოველივე ეს განაპირობებს ძვლოვანი სისტემის დაავადებებს. ეს პრობლემა მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მდედრობითი სქესის თითქმის მესამედი ოსტეოპოროზით (ძვლის სიმყიფე) იტანჯება. ამასთან დაავადების სიხშირე ასაკის მატების პროპორციულად იზრდება.
– მრავალრიცხოვანი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ კალციუმის დამატებითი მიღება, ორგანიზმის ძვლოვან სისტემას აუმჯობესებს. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ოსტეო პლუსი შეიცავს დაბალანსებული მინერალების, ვიტამინებისა და ბალახების ფართო სპექტრს, რაც უზრუნველყოფს საკვებით ძვლების მნიშვნელოვან მომარაგებასა და იცავს მათ მოტეხილობისაგან.
– ოსტეო პლუსის შემადგენლობაში ჩართულია B6 და B12 ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის აღდგენას. აგრეთვე სამკურნალო მცენარეები: შვიტა, პაპაიას ნაყოფი, ოხრახუში, ანანასი, კატაბალახას ფესვი, ძირტკბილას ფესვი. გარდა ამისა, აღნიშნული პრეპარატის მიღებით ძლიერდება ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური შესაძლებლობები და უმჯობესდება ნერვულ-კუნთოვანი აღგზნების გატარების პროცესი, რასაც თან ახლავს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის შრომისუნარიანობის გაძლიერება.
მიღებისწესი და დოზირება
მიიღება 1 კაფსულა დღეში.
შეფუთვა: 30 კაფსულა.
შენახვის პირობები
მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.