ზიქსოლი 8მლ თვ/წვეთები
გააზიარე:
ზიქსოლი
სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე, ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს.
მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა ცინკის სულფატთან ერთად.
ზიქსოლი წარმოადგენს იზოტონურ, ბუფერულ, ცრემლის შემცვლელ ხსნარს. მისი გამჭვირვალობა და ვისკოზურობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს გამოყენებისას. გამოიყენება რქოვანას დასაცავად.
ზიქსოლი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, როგორც ფიზიოლოგიურ და ლუბრიკანტულ საშუალებას და თუთიის სულფატს, რომელიც თვალის ქსოვილში მაღალი კონცენტრაციით არის წამოდგენილი.
ამ ორი ნივთიერების კომბინაცია იძლევა საშუალებას ზიქსოლი გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზეზებით (სტრესი, ქარი, დაბინძურებული ჰაერი, ხელოვნური გათბობის და გაგრილების სისტემები, კონტაქტური ლინზების მოხმარება, და სხვა) გამოწვეული მშრალი თვალის სამკურნალოდ.
შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს 0.80 გ, ნატრიუმის სამფუძიან დიჰიდრატის ციტრატს 0.20 გ, ჰიალურონის მჟავას 0.15 გ, ცინკის სულფატის ჰეპტაჰიდრატს 0,035 გ, ლიმონმჟავას 0,003 გ, გამოხდილ წყალს.
გამოყენების წესი:
მოხსენით უსაფრთხოების ბეჭედი (სურ.1), მოხსენით დამცავი თავი (სურ.2),
ქვედა ქუთუთოს ჩამოწევით და ბოთლის თავზე დაჭერით ჩაიწვეთეთ 1 წვთი
თვალში (სურ.3).
ჩაწვეთების შემდეგ პროდუქტი გადანაწილდება თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ, დამატენიანებელ ფენას. ჩაწვეთებისას გამოწვეული მხედველობის დაბინდვა გაივლის რამოდენიმე წუთში. გრავიტაციით შექმნილი წვეთის ზომა განისაზღვრება საწვეთურის
ხვრელის ზომით.ზიქსოლის ჩაწვეთება შესაძლებელია დღეში რამოდენიმეჯერ.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. სხვა პრეპარატებით
გამოწვეული გაურკვეველი შეუთავსებლობა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს აუტანლობა (წვა და გაღიზიანება).
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას აცნობეთ ექიმს.
გაფრთხილებები:
მოერიდეთ საწვეთურის თვალთან შეხებას.
გამოყენების შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური (სურ.4).
პროდუქტი გამოიყენება გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ თუ დაზიანებულია ან გახსნილია ბოთლი.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ 2° -25 °C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვბისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
36 თვე
8 მლ, საწვეთურიანი ბოთლი