ილ სალონე-PLEX 6.66 თმის საღებავი
გააზიარე:
თმის საღებავი ილ სალონე– 6.66 წითელი ბურგუნდი
|
ილ სალონე არის თმის მოვლის პროფესიონალური საშუალებები იტალიიდან. |
საღებავი 100% ღებავს ჭაღარას, არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, ალკოჰოლს, შეიცავს ამიაკს. თმის შეღებვამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. |
არ გამოიყენოთ თმის საღებავი თუ: |
ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია თმის საღებავზე |
თუ თავის კანი დაზიანებული, გაღიზიანებული ან მგრძნობიარეა |
გაიკეთეთ ალერგიული ტესტი შეღებვამდე 48 საათით ადრე, იმ შემთხვევაშიც თუ პირველად არ იყენებთ თმის საღებავს |
შეღებვის დროს თუ გაგიჩნდათ წვის შეგრძნება, სიწითლე ან რაიმე სახის სხვა გაღიზიანება სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საღებავი თბილი წყლით და აღარ გამოიყენოთ იგი. |
მომზადების წესი: |
ჩაიცვით ხელთათმანები, მოათავსეთ ტუბის შიგთავსი გამხსნელის ბოთლში, დაახურეთ თავი და შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. |
მიღებული ნარევი წაისვით ჯერ თმის ძირებზე, შემდეგ ბოლოებზე ფენა–ფენა. გაანაწილეთ საღებავი მთელ თმაზე მასაჟისებური მოძრაობით. გააჩერეთ საღებავი თმაზე 30 წუთი და დამატებით კიდევ 5 წუთი, თუ თქვენი თმა ძალიან მუქია. საღებავი ამ პერიოდის განმავლობაში შეიცვლის ფერს. 30-35 წუთის შემდეგ საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თმა გამდინარე წყლით. წაისვით თმაზე მკვებავი ნიღაბი, გაიჩერეთ 3 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. |
კოლოფის შიგთავსი: |
ხელთათმანები, დამცავი ნიღაბი შეღებვის წინ 15მლ, საღებავის ტუბი 50მლ, გამხსნელი (გამამჟღავნებელი) 70მლ, მკვებავი ნიღაბი შეღებვის შემდეგ 20მლ. |
კოდი–0828 |
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ავერსი–ფარმა. მწარმოებელი ქვეყანა იტალია. Neologistica Via xx settembre, 30 20024 Garbagnate Milanese (MI). |