ნერმო ფლექსი #30ტ
გააზიარე:
ნერმო ფლექსი
საკვები დანამატი
შემადგენლობა
ნერმო ფლექსის 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს:
გლუკოზამინის სულფატი 500მგ
ქონდროიტინის სულფატი 25მგ
მეთილსულფონილმეთანი (MSM) 40მგ
ჰიდროლიზებული კოლაგენი 30მგ
კურკუმა 2,8მგ
ჯანჯაფილი 5მგ
მაგნიუმის ოქსიდი 60მგ
კალციუმის გლუკონატი 30მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 2მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 5მკგ.
დამატებითი ნივთიერებები: ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
– აჩერებს დეგენერაციულ პროცესებს სახსრებში;
– ხელს უწყობს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას;
– აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას;
– აუმჯობესებს სახსარშიდა სითხის გამომუშავებას;
– ამცირებს ტკივილს და შებოჭილობას სახსრებში.
გლუკოზამინის სულფატი – პოლისაქარიდია, რომელიც ასტიმულირებს პროტეოგლიკანის და ჰიალურონის მჟავას წარმოქმნას. იგი აუცილებელია ხრტილების, იოგების, მყესების და სინოვიალური სითხის ფორმირებისთვის. ორგანიზმი გლუკოზამინს იყენებს, როგორც ხრტილოვანი ქსოვილის სამშენებლო მასალას; ანელებს დეგენერაციულ პროცესებს.
ქონდროიტინის სულფატი – გლიკოზამინების კომპლექსია, რომელიც განაპირობებს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას; ანაცვლებს ხრტილში პათოლოგიური პროცესის შედეგად განლეულ ქონდროიტინის სულფატს; აჩქარებს ძვლის ქსოვილის განახლებას; განაპირობებს სახსრების მოქნილობას და დრეკადობას; ხელს უწყობს სახსარშიდა სითხის გამომუშავებას; ანელებს დეგენერაციულ პროცესებს.
ჰიდროლიზებულიკოლაგენი (II ტიპი ) – ხელს უწყობს სახსარში ქონდროციტებისა და პროტეოგლიკანების სინთეზს, რომელთა ეფექტია ხრტილის უჯრედშორისი მატრიქსის წარმოქმნა და სახსრის დაცვა დაზიანებისგან. კოლაგენი ხელს უწყობს დაზიანებული ხრტილის რეგენერაციას.
მეთილსულფონილმეთანი (MSM) – გოგირდის შემცველი ორგანული ნაერთია, რომელიც მონაწილეობს კოლაგენის სტრუქტურის წარმოქმნაში; უზრუნველყოფს ძვლების და ხრტილების სწორ ფორმირებას და მათ აღდგენას; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
კურკუმინი – პოლიფენოლური ნაერთია, რომელიც ასტიმულირებს სინოვიალური სითხის სინთეზს და ატენიანებს სახსრის ზედაპირს, აღადგენს ხრტილოვან და ძვლოვან ქსოვილს; აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება; აჩერებს სახსრებში და მყესებში დეგენერაციულ ცვლილებებს.
ჯანჯაფილი (კოჭა) – შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს; ამცირებს ანთებას და ტკივილს სახსრებში; აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება.
მაგნიუმის ოქსიდი (MgO) – ხელს უწყობს უჯრედებში ენერგიის დაგროვებას; ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის რეაბილიტაციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.
კალციუმის გლუკონატი – წარმოადგენს ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედ საშუალებას. იგი მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში, ჩონჩხის კუნთებში ნერვული იმპულსის გადაცემაში.
ვიტამინი B6 – ააქტიურებს ნერვული სისტემის მუშაობას, ამცირებს დაღლილობას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის საჭიროა ცილების გამომუშავებას, აძლიერებს Mg-ის ეფექტს.
ვიტამინი D3 – აუცილებელია კალციუმის და ფოსფორის ასათვისებლად; განსაზღვრავს ძვალ-სახსროვანი სისტემის სიმტკიცეს; ამცირებს ოსტეოპოროზს.
ჩვენება
– სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა (ოსტეოართროზები, ართროპათიები);
– სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტები: მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხარ-ბეჭის, სხივ-მაჯის,ხერხემლის;
– ოსტეოქონდროზი;
– სპონდილოზი;
– კოკსართროზი;
– ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია;
– ტრავმის და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი;
– სპორტი და ფიზიკური აქტივობა.
მიღების წესი და დოზირება
ნერმო ფლექსი მიიღება 1-2 ტაბ დღეში ჭამის დროს.
საპროფილაქტიკო დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. მიღების პერიოდი ინდივიდუალურია.
უკუჩვენება:ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ბილიარული ობსტრუქცია.
სიფრთხილით გამოიყენება ანტიკოაგულანტებთან ერთად.
შენახვის წესი
ნერმო ფლქსი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას, მზის და სითბო წყაროსგან მოშორებით, 25°C მდე ტემპერატურულ პირობებში.
მწარმოებელი
ვალუმედფარამა, სან მარინო.
ValueMED Pharma . Rep. San Marino
www.valuemdpharma.com