ფოლიუმის მჟავა 5მგ #28ტ

ფოლიუმის მჟავა 5მგ #28ტ

8.17 ლარი 6.94 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: სიპი ფარმასიუტიკალს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფოლის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 12737
გააზიარე:

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ფოლის მჟავა 5 მგ ტაბლეტები

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
• მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ფოლიუმის მჟავის ტაბლეტები და მათი გამოყენება
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფოლიუმის მჟავის ტაბლეტების მიღებამდე
3. ფოლის მჟავას ტაბლეტების მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ფოლის მჟავას ტაბლეტების შენახვის წესი
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ფოლის მჟავას ტაბლეტები და მათი გამოყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა ფოლის მჟავას ტაბლეტები და შეიცავს ფოლის მჟავას, ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ახალი უჯრედების წარმოქმნისა და შენარჩუნებისათვის.

ფოლიუმის მჟავის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ და პრევენციისათვის:
• ანემია, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის გამო, მოზრდილებსა და ბავშვებში;
• ორსულობის დროს ანემია;
• ანემია, როგორც გარკვეული მედიკამენტებით მკურნალობის გვერდითი მოვლენა;
• დაზიანებული ერითროციტებით გამოწვეული ანემია;
• ანემია, თირკმლის დიალიზე მყოფ პაციენტებში.

ფოლის მჟავას ტაბლეტები შეიძლება დაინიშნოს ასევე ზოგიერთ ქალში ორსულობამდე და ორსულობის დროს ბავშვებში სპინა ბიფიდა-ს (ხერხემლის პათოლოგია) პრევენციისათვის, რომელიც შეიძლება გამწვეული იყოს ამ ვიტამინის დეფიციტით.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფოლიუმის მჟავის ტაბლეტების მიღებამდე

დაუშვებელია ფოლიუმის მჟავის ტაბლეტების მიღება
• თუ პაციენტი ალერგიულია ფოლის მჟავას ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
• თუ პაციენტს აღენიშნება კიბო (თუ ანემია არ არის გამოწვეული ფოლიუმის მჟავის დეფიციტით).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფოლის მჟავას ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
• თუ პაციენტს იმყოფება ჰემოდიალიზზე თირკმლის უკმარისობის გამო;
• თუ პაციენტს უტარდება კორონარული სტენტირების პროცედურა (მილი, რომელიც იდგმება გულის არტერიაში, რათა არ მოხდეს მისი ბლოკირება);
• თუ პაციენტს აღენიშნება პერნიციოზული ანემია (პათოლოგია, რომელიც ხელს უშლის B12 ვიტამინის შეწოვას) ან აღენიშნება B12 ვიტამინის უკმარისობა;
• თუ პაციენტს აღენიშნება სიმსივნე. სიფრთხილეა საჭირო გარკვეული სიმსივნის მქონე პაციენტებში.

სხვა მედიკამენტები და ფოლიუმის მჟავის ტაბლეტები
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა, ან აპირებს, რომ მიიღოს.

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა ფოლის მჟავას ტაბლეტებმა:
• ფენიტოინი, ფენობარბიტალი და პრიმიდონი (გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების გასაკონტროლებლად);
• ფტორურაცილი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გარკვეული სიმსივნეების სამკურნალოდ;
• ანტიბიოტიკები - ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ტრიმეტოპრიმი და სულფონამიდები, ზოგჯერ კომბინაციაში კო-ტრიმოქსაზოლი სახით) აქვეითებს ფოლიუმის მჟავის ეფექტს. ყველა ანტიბიოტიკმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში ფოლიუმის მჟავის ანალიზის შედეგებზე;
• დისპეფსიის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება (საჭმელი თიხა და ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს ან მაგნიუმს). ფოლიუმის მჟავის ტაბლეტების და დისპეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს ორი საათი;
• პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ თუთიას, როგორიცაა ვიტამინები ან საკვები დანამატები (შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ორსულობის დროს);
• სულფასალაზინი, გამოიყენება ნაწლავების ანთებითი მდგომარეობების, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს;
• ქოლესტირამინი, გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაწევად.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ეს მედიკამენტი შეიძლება მიღებულ იქნას ორსულობის დროს ანემიის სამკურნალოდ.

ძუძუთი კვების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ეს მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ფოლიუმის მჟავის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

3. ფოლის მჟავას ტაბლეტების მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. ეს მითითებული იქნება ფარმაცევტის მიერ გაცემულ ეტიკეტზე. საჭიროა ყურადღებით შემოწმება, თუ რა დოზაა მითითებული და რამდენჯერ უნდა იქნას მიღებული მედიკამენტი. მედიკამენტი უნდა გადაილაპოს. თუ სხვა ინსტრუქცია არ არის მოცემული, ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით.

რეკომენდებული დოზებია:
ანემია
მოზრდილები და 1 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
ერთი ტაბლეტი დღეში ანემიის სამკურნალოდ ან ერთი ტაბლეტი ყოველი ერთი-შვიდი დღის განმავლობაში ანემიის პრევენციისათვის (კვებითი რაციონის და თანმხლები დაავადების მიხედვით).

1 წლამდე ასაკის ბავშვები:
500 მიკროგრამი სხეულის წონის ერთ კილოგრამზე, ყოველდღე.

სპინა ბიფიდა-ს პრევენცია:
ერთი ტაბლეტი დღეში, ჩასახვამდე და ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.

ფოლის მჟავას ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტი (ან სხვა პირი, ბავშვის ჩათვლით) მიიღებს ფოლის მჟავას ტაბლეტების რეკომენდებულზე მეტ რაოდენობას, არ არის მოსალოდნელი, რომ განვითარდეს რაიმე ზიანი. თუ პაციენტი შეშფოთებულია, უნდა მიმართოს ექიმს. პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს კოლოფი და გამოყენების ინსტრუქცია.

ფოლის მჟავას ტაბლეტების მიღების დავიწყებისას
დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, მცირე რაოდენობით პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) ან მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია). თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა:
• კანის ქავილი/სიწითლე, გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შოკი (ცივი, წებოვანი კანი, სუსტი პულსი, პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, თავბრუსხვევა, სისუსტე და/ან გულისწასვლა).

გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ზოგიერთ პაციენტში ფოლიუმის მჟავის ტაბლეტების მიღებისას:
• მადის დაკარგვა (ანორექსია);
• გულისრევა;
• ბოყინი;
• მეტეორიზმი;
• B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომების გაუარესება. ფოლიუმის მჟავა არ უნდა იქნას გამოყენებული ანემიის სამკურნალოდ მისი მიზეზის სრულად გამოკვლევის გარეშე.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით ვებ-გვერდზე: წწწ.მჰრა.გოვ.უკ/ყელლოწცარდ ან MHღA Yელლოწ ჩარდ უნდა მოიძებნოს Gოოგლე Pლაყ-ზე ან Aპპლე Aპპ შტორე-ში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. ფოლის მჟავას ტაბლეტები შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25ºჩ-ზე. ინახება ორიგინალური კონტეინერით სინათლისაგან დასაცავად.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე (ბოთლის ეტიკეტი ან მუყაოს კოლოფი) მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ან თუ ტაბლეტებს აღენიშნებათ ვადის გასვლის ნიშანი, როგორიცაა ფერის ცვლილება. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფოლის მჟავას ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა ფოლის მჟავა. ტაბლეტი ხელმისაწვდომია ერთი დოზით, 5 მგ.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზა, სიმინდის სახამაებელი, აკაციის სპრეი გამომშრალი, მაგნიუმის სტეარატი და სტეარის მჟავა.

ფოლიუმის მჟავის ტაბლეტების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:
ფოლის მჟავას ტაბლეტები არის ბრტყელი, ყვითელი ფერის, ორმხრივამობურცული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ცალ მხარეს და ჩP აღნიშვნით მეორე მხარეს.
ფოლიუმის მჟავის ტაბლეტები ხელმისაწვდომია:
 პოლიპროპილენის ან პოლიეთილენის კონტეინერით, რომელიც შეიცავს 100, 500 ან 1,000 ტაბლეტს;
 მინის ბოტლებით, რომელიც შეიცავს 100, 500 ან 1,000 ტაბლეტს;
 ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.
ყველა შეფუთვა სარეალიზაციოდ შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
ჭოცკჰარდტ UK Lტდ, Aსჰ ღოად Nორტჰ, ჭრეხჰამ, LL13 9UF, UK
ვოკჰარდტ იუქეი ლტდ, აშ როუდ ნორს, ვრექჰემ, LL13 9UF, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი
ჩP Pჰარმაცეუტიცალს Lტდ, Aსჰ ღოად Nორტჰ, ჭრეხჰამ, LL13 9UF, UK
სიპი ფარმასიუთიქალზ ლტდ, აშ როუდ ნორს, ვრექჰემ, LL13 9UF, გაერთიანებული სამეფო

სხვა ფორმატები:
ინსტრუქციის მოსასმენად ან ბრაილის შრიფტით ან დიდი შრიფტით ინსტრუქციის ასლის, ან აუდიო ვერსიის შესაკვეთად საჭიროა უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვა: 0800 198 5000 (მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსათვის).
საჭიროა შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
პროდუქტის ნომერი რეფერენს ნომერი
ფოლიუმის მჟავა 5 მგ ტაბლეტები 29831/0097
ეს სერვისი მოწოდებულია მხედველობადაქვეითებული პირების სამეფო ეროვნული ინსტიტუტის მიერ.


გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 05/2018.