ფუროსემიდი 10მგ/მლ2მლ#10ა(ბულ)
გააზიარე:
FUROSEMIDE SOPHARMA 10 mg / ml solution for injection
ფუროსემიდი (furosemide)
გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი a მ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე , ვინდაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ ისეთივე სიმპტომები, როგორიც თქვენ.
- თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით რეაქციას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ-ფურცელში, იხილეთ პუნქტი 4.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია :
1. რას წარმოადგენს ფუროსემიდი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფუროსემიდი სოფარმას მიღების დაწყებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ ფუროსემიდი სოფარმა
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები
5. როგორ შეინახოთ ფუროსემიდი სოფარმა
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ფუროსემიდი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის
ფუროსემიდი სოფარმა წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას დიურეტიკებს ჯგუფიდან (პრეპარატი, რომელიც აძლიერებს შარდის გამოყოფას, ათავისუფლების წყლისგან ორგანიზმს და იცავს წყლის შეკავებისგან).
გამოიყენება გულის, ფილტვების, ღვიძლის და თირკმლის დაავადების დროს შეშუპების სამკურნალოდ; ჰიპერტენზიული კრიზის დროს ( სხვა თერაპიულ ზომებთან ერთად).
ფუროსემიდ სოფარმა საინექციო ხსნარი გამოიყენება როცა აუცილებელია სწრაფი ეფექტის მიღება, საგანგებო სიტუაციებში ან როცა გართულებულია ან შეუძლებელია ტაბლეტური ფორმის მიღება.
2 . რა უნდა იცოდეთ ფუროსემიდი სოფარმას მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ფუროსემიდი სოფარმა
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტისადმი (იხილეთ პუნქტი 6);
- თუ თქვენ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე) სულფონამიდების მიმართ;
- ჰიპოვილემიის მდგომარეობისას (სისხლის მოცულობის შემცირება) ან დეჰიდრატაციისას (გაუწყლოება);
- თირკმლის უკმარისობის ან ანურიის დროს (წარმოქმნება შარდის დიდი ან მცირე რაოდენობა);
- თირკმლის უკმარისობის დროს, თირკმელების ან ღვიძლზე ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლის გამო;
- თირკმლის უკმარისობისას, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის კომასთან (ღვიძლის დაავადება მძიმე ფორმით);
- სისხლში არსებული კალიუმისა და ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის დროს;
- თუ პაციენტი იმყოფება პრეკომატოზურსა და კომატოზურ მდგომარეობაში ღვიძლის მძიმე დაზიანების შედეგად;
- ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფუროსემიდი სოფარმას გამოყენებამდე თუ:
- ხართ ხანდაზმულ ასაკში, იღებთ სხვა წამალს, რომლებიც მოქმედებენ წნევის დაწევაზე და გაქვთ სხვა დაავადება, რომელიც ასევე აქვეითებს წნევას;
- თუ გაწუხებთ პროსტატა ან გაძნელებული შარდვა;
- თუ გაქვთ დიაბეტი ან პოდაგრა;
- თუ გაქვთ ჰეპატორენალური სინდრომი (ღვიძლის მძიმე დაზიანება თირკმელების ფუნქციის შემდგომი ხანგრძლივი გაუარესებით);
- თუ თქვენთვის ცნობილია, რომ სისხლში არსებული ცილების რაოდენობა გაქვთ დაბალი ოდენობით;
- დღენაკლული ჩვილების დროს
- თუ გაწუხებთ პორფირია (ღვიძლის მემკვიდრეობითი დაავადება, რის გამოც ჰემოგლობინი არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით);
- რისპერიდონთან ერთად (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო საშუალება).
აუცილებელია შრატში ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, ქლორის, მაგნიუმის, კრეატინინის დონის რეგულარული მონიტორინგი.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ფუროსემიდი სოფარმა
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო წამლებს სხვა შარმდენი საშუალებების ჩათვლით (მეტოლაზონი); ანტინევრალგიური და ძილის პრეპარატები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი); ანტიეპილეფსიური საშუალებები (ფენითოინი); ანტიდეპრესანტები (რებოქსეტინი);ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები (ინდომეტაცინი, ასპირინი); კორტიკოსტეროიდები; იმუნური სუპრესანტები (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი); პოდაგრის, დიაბეტის, გულის უკმარისობის (დიგოქსინი), ასთმის (თეოფილინის) სამკურნალო საშუალებები; ანტიბიოტიკები (ცეფალოსპორინები ან ამინოგლიკოზიდები); ლითიუმის პროდუქტები; ცისპლატინი; კარბენოქსოლონი და სუკრალფატი (წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ); კორტიკოტროპინი; მედიკამენტები სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (ამფოტერიცინი B); საფაღარათო საშუალებები; ლიქვორისი ( ხველის სამკურნალოდ); სისხლში მომატებული ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი (ქოლესტირამინი).
კონტრასტული საშუალებების მიღების შემდეგ, რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
ფუროსემიდი სოფარმამ შეიძლება შეამციროს ადრენალინის და ნორადრენალინის თერაპიული ეფექტი.
ორსულობა , ძ უძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად, ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას,, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
ფუროსემიდი გადადის პლაცენტაში. პრეპარატი არ მიიღოთ ორსულობის დროს გარდა განსაკუთრებული ჩვენებებისა და, თუ დედისათვის სარგებელი გადაწონის ნაყოფზე რისკის გაწევას, ასევე, საჭიროებისამებრ, აუცილებელია ნაყოფის მუდმივი მონიტორინგი.
ძუძუთიკვება
ფუროსემიდი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში, და დათრგუნოს ლაქტაცია. ლაქტაციის პერიოდში ფუროსემიდის მიღების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს,
ს ატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თავი აარიდეთ ფუროსემიდის მიღებას მართვისა და ინსტრუმენეტებთან მუშაობისას, ვინაიდან
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის და ყურადღების დაქვეითება, შესაბამისად, შესაძლოა მძღოლებისა და მექმანიზმებთან მუშაობის უნარის დაქვეითება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფუროსემიდი სოფარმას შემადგენელი კომპონენეტების შესახებ
ამ პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
3 . როგორ გამოვიყენოთ ფუროსემიდ სოფარმა
ყოველთვის მიიღეთ ფუროსემიდი სოფარმა ზუსტად ისე, როგორც მიგითითათ თქვენმა ექიმმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ჩვეულებრივ შეჰყავთ ინტრავენურად და იშვიათ შემთხვევებში კუნთში. ინექციის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ მკურნალობა ფუროსემიდის ტაბლეტებით.
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
თუ ღებულობთ დანიშნულზე მეტ ფუროსემიდი სოფარმა
ამ პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს
არითმიული გულისცემა, სითხის დაკარგვა გამოვლინებებით
მძიმე ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა
თუ თქვენ მიიღეთ ფუროსემიდი სოფარმა ს საჭიროზე მეტ დოზას
ამ პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს არარეგულარული გულისცემა, სითხის მძიმე დაკარგვა, ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სისხლძარღვების ობსტრუქცია (თრომბოზი), დელირიუმი, აპათია და დაბნეულობა.
ამ სიმპტომების მკურნალობას ახორციელებს ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში.
თუ გამოტოვეთ ფუროსემიდი სოფარმას მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატის მიღბასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ფუროსემიდი სოფარმამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
აღწერილი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირ ი ( აღენიშნება 1- დან 10 პაციენტზე მეტს )
სხვადასხვა მარილების შემცირება ორგანიზმში, (შეიძლება გამოიწვიოს მომატებული წყურვილის გრძნობა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის ვარდნა, დაბნეულობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კუნთების სისუსტე, გულის რითმის შეცვლა და საჭმლის მონელების დარღვევა), სისხლის საერთო რაოდენობის და სხეულში სითხეების შემცირება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. სისხლში კრეატინინის და ტრიგლიცერიდების მატება, არტერიული წნევის ვარდნა, სრული დაქვეითებამდე.
ხ შირ ი ( აღენიშნება 1- დან 10 პაციენტზე ნაკლებს )
სისხლში ნატრიუმის, ქლორის და კალიუმის რაოდენობის შემცირება, ქოლესტერინის მომატება, პლაზმური კრეატინინის და შარდმჟავას დონის მომატება პოდაგრის შეტევებით, ღვიძლის ენცეფალოპათია (სერიოზული დაავადება ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში), სისხლის გასქელება.
არახშირი ( აღენიშნება 1- დან 100 პაციენტზე ნაკლებს )
მცირდება სისხლში შაქრის კონტროლის უნარი, გულისრევა, სმენის დაქვეითება, სიყრუე (ზოგჯერ შეუქცევადი), ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი ან ანთება კანზე ბუშტუკებით, მულტიფორმული ერითემა, პემფიგოიდი, ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის ანთება კანზე აქერცვლებით), პურპურა (სხეულზე სისხლდენა), მომატებული მგრძნობელობა შუქზე, მცირდება თრომბოციტების რაოდენობა (ეს იწვევს სისხლჩაქცევების გაზრდის რისკს ან სისხლდენას).
იშვიათ ი ( აღენიშნება 1- დან 1000 პაციენტზე ნაკლებს )
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), თირკმელების ანთება, დიარეა, ღებინება, მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ალერგიული შოკი, კიდურებზე ჩხვლეტის შეგრძნება, ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის დაქვეითება), ეოზინოფილია (გაზრდილი სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ტიპები), ცხელება.
ძალიან იშვიათ ი ( აღენიშნება 1- დან 10000 პაციენტზე ნაკლებს )
მწვავე პანკრეატიტი (გამოიხატება ძლიერი ტკივილი მუცელში ან ზურგში), ქოლესტაზი (ნაღვლის სეკრეციის დარღვევა), ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება, ტინიტუსი, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.
გაურკვეველი სიხშირით ( არსებული მონაცემები ვერ იძლევა შეფასების საშუალებას )
კალციუმი და მაგნიუმი სისხლში, შემცირებული რაოდენობა ზრდის პლაზმაში შარდოვანას დონეს,
მეტაბოლური ალკალოზი, სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის ტენდენცია , შარდის შეკავება (შევიწროებულ ბოქვენის ძვლებში), კალციუმის მარილების დეპონირება და თირკმლის ქვების წარმოქმნა დღენაკლულ ჩვილებში, თირკმლის უკმარისობა, კანის მძიმე რეაქციები
(როგორც სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი),
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა სიცხით), თავბრუსხვევა, მივარდნილობის შეგრძნება და ცნობიერების დაკარგვა (გამოწვეული სიმპტომური ჰიპოტენზიით), მომატებულია თანდაყოლილი გულის დაავადების რისკი როცა ფუროსემიდი გამოიყენება დღენაკლული ჩვილები სიცოცხლის პირველ კვირებში,
ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ტკივილი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ, ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35 928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.
5. . როგორ ინახება ფუროსემიდი სოფარმა
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ამპულები შეინახეთ ორიგინალ მუყაოს შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ფუროსემიდე სოფარმა მუყაოს შეფუთვაზე და ამპულაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
წამლები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ფუროსემიდი სოფარმა
- აქტიური ნივთიერება: ფუროსემიდი 20 მგ ერთ 2 მლ-იან ამპულაში.
-სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (1 მოლ/ლ), საინექციო წყალი
ფუროსემიდი სოფარმას აღწერა და რას შეიცავს შეფუთვა
გამჭვირვალე, ღია ყვითელი ხსნარი, პრაქტიკულად თავისუფალი ნაწილაკებისგან.
2 მლ საინექციო ხსნარი ყავისფერ მინის ამპულაში, ამპულის გახსნის ადგილის მონიშვნით - ფერადი წერტილი. ამპულები იხსნება ცერა თითის დაჭერით ამპულის ყელის არეში მონიშვნაზე (წერტილი)
10 ამპულა PPVC ფირის ბლისტერში, 1 ან 10 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, დანართ ფურცელთან ერთად.
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოეს გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
დანართი ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი : oqtomberi, 2021 weli
ქვემოთმოცემულიინფორმაციაგანკუთვნილია მხოლოდმედიცინის სპეციალისტებისთვის:
შეყვანის გზა: ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად.
დოზირება
მოზრდილები:
ინტრავენური შეყვანა: ფუროსემიდი შეჰყავთ ნელა ინტრავენურად ან ინფუზიის დროს, ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 4 მგ/წუთში. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (შრატის კრეატინინი > 5 mg/dl), რეკომენდებულია ინფუზიის სიჩქარე არაუმეტეს 2,5 მგ/წთ.
ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად, მუდმივი ვენური
ინფუზია სასურველია მეორე ბოლუსზე და თუ ეს არ არის მისაღები პაციენტისთვის, რამდენიმე ბოლუსური დოზის შემდეგ დაბალი დოზები ინიშნება მოკლე ინტერვალებით (დაახლოებით 4 საათი).
საწყისი ერთჯერადი დოზაა 20-50 მგ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად. დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-ით რეგულარული ინტერვალებით. მინიმუმ 2 საათი. თუ საჭიროა 50 მგ-ზე მეტი დოზები, შეჰყავთ ნელი ინტრავენური ინფუზიით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ.
ინტრამუსკულარული გამოყენება: გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც პერორალური და ინტრავენური შეყვანის გზები არ არის შესაფერისი პაციენტისთვის. ინტრამუსკულური შეყვანა არ არის მიზანშეწონილი ისეთი მწვავე მდგომარეობის დროს , როგორიცაა ფილტვის შეშუპება.
ბავშვები
ფუროსემიდის დღიური რეკომენდებული დოზაა 0,5-დან 1,5 მგ/კგ სხეულის მასაზე .
შეიყვანება ნელა, ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად , ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
კონტროლი. თუ არ არის დამაკმაყოფილებელი დიურეზული პასუხი, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1 მგ/კგ სხეულის მასაზე და განმეორდეს არა უადრეს 2 საათისა წინა შეყვანიდან, რათა მიღებულ იქნას სასურველი შარდმდენი ეფექტი.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში.
ხანდაზმული პაციენტები
დოზირების შესახებ სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს. ხანდაზმულ პაციენტებში
ფუროსემიდი გამოიყოფა უფრო ნელა. საჭიროა დოზის ტიტრირება თერაპიული ეფექტის მისაღწევად










