ლუკარნიტი 10მლ თვ/წვ
გააზიარე:
LUCARNIT
ლუკარნიტი
სტერილური ხსნარი ნატრიუმის ჰიალურონატით და ლევოკარნიტინით
(კონსერვანტების გარეშე)
უკონსერვანტო დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი 0.4% ნატრიუმის ჰიალურონატის დამატებითი დაცვით
შემადგენლობა:
ნატრიუმის ჰიალურონატი, L-კარნიტინი, თუთიის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, სორბიტოლი, წყალი
ლუკარნიტი არის სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი 10 მლ ფლაკონში. ფლაკონი სპეციალურად შექმნილია წვერის დახურვის მექანიზმით. იგი ხურავს ფლაკონის წვერს წვეთების გამოშვებისთანავე, რაც ხელს უშლის ზედმეტი წვეთების გამოსვლას. აღნიშნული მექანიზმის წყალობით, სტანდარტული თვალის წვეთებისგან განსხვავებით, ლუკარნიტის ფლაკონი ხელს უშლის ხსნარში პოტენციურად მავნე ბაქტერიების შეღწევას, რაც საშუალებას აძლევს მას დარჩეს სტერილური პირველი გამოყენებიდან 90 დღის განმავლობაში.
გამოყენების სფერო: ოფთალმოლოგია
მოქმედება:
ლუკარნიტი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი (კონსერვანტების გარეშე ) მშრალი და გაღიზიანებული თვალების საშუალო და მძიმე ფორმების შესამსუბუქებლად.
პროდუქტის უნიკალური შემადგენლობა (ნატრიუმის ჰიალურონატის და ლევოკარნიტინის მაღალ კონცენტრაცია) უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის დაცვას და აღდგენას, მხედველობის დაბინდვის გარეშე.
ეს არის სტრუქტურირებული მაღალი სიბლანტის გელი, რომელიც თანაბრად ვრცელდება მთელ თვალის ზედაპირზე. ამიტომ ის მოქმედებს როგორც "ფარი", რომელიც იცავს თვალს გარე გარემოსგან და ამცირებს ცრემლის აორთქლებას, რაც იცავს თვალს გამოშრობისგან.
ჩვენება:
ლუკარნიტი ხსნის გაღიზიანებას, სიმშრალეს, წვის და თვალებში უცხო სხეულის შეგრძნებას, გარემო ფაქტორების გამო, როგორიცაა ქარი, მზე, მშრალი ჰაერი, მარილიანი წყალი, კვამლი, გადაჭარბებული განათება, გათბობა, კონდიცირება, ხანგრძლივი კომპიუტერთან მუშაობა ან თვალის ქირურგია და კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ან ხშირი გამოყენება. სპეციალურად შემუშავებული ნატრიუმის ჰიალურონატის მაღალი კონცენტრაცია ლევოკარნიტინთან ერთად ქმნის თვალებისთვის სტაბილურ და ერთგვაროვან დამცავ საფარს.
ლუკარნიტი შექმნილია მრავალჯერ გამოსაყენებლად.
გამოყენება:
ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 3-4-ჯერ დღეში, ფლაკონზე მსუბუქი დაჭერით. მას შემდეგ, რაც სითხე მიაღწევს ფლაკონის ნახევარზე ნაკლებს, საჭიროა ოდნავ მეტი ზეწოლა ფლაკონის სხეულზე, რათა მოხდეს წვეთის ვარდნა. ძალიან დიდი ზეწოლა გამოიწვევს ნაკადს და არა წვეთის ვარდნას.
გაფრთხილებები:
- არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე.
- არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
- არ შეეხოთ თვალებს კონტეინერის წვერით
- ჩაწვეთების შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება მოხდეს მხედველობის უმნიშვნელო დროებითი დაბინდვა ხსნარის სიბლანტის გამო. ამიტომ რეკომენდებულია რამდენიმე წამის ლოდინი რაიმე აქტივობის განხორციელებამდე, რომელიც მკაფიო ხედვას მოითხოვს.
- სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატის ჩაწვეთებამდე დაელოდეთ მინიმუმ 10 წუთი.
- ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პროდუქტი 90 დღის განმავლობაში.
- ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პროდუქტის გამოყენების შესახებ, ასევე ბავშვებში გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ლუკარნიტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- არ გადაყლაპო.
- არ გადააგდოთ ფლაკონი გამოყენების შემდეგ გარემოში.
- პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.
- პროდუქტი ძირითადად განკუთვნილია უწყვეტი გამოყენებისთვის არა უმეტეს 30 დღისა, თუ სიმპტომები შენარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები
შეინახეთ 9°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სითბოსგან და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
მოარიდეთ ბავშვებს.
სტერილური.
სტერილიზაციის მეთოდი: სტერილიზაცია ასეპტიკური დამუშავების მეთოდებით
შენახვის ვადა
2 წელი
ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პროდუქტი 90 დღის განმავლობაში.
მწარმოებელი
NTC S.r.l, Via Luigi Razza 3 20124, მილანი, იტალია
ტელეფონი: 02 438 504 1
ფაქსი: 02 481 953 01
ფოსტა: [email protected]