ვიბროცილი 15მლ ცხვ.წვეთები ფლ
გააზიარე:
ვიბროცილი 15მლ ცხვირის წვეთები ფლ
1. ვიბროცილი, ცხვირისწვეთებიდამისიგამოყენება
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი ცხვირის პრეპარატები.
ვიბროცილი შეიცავს მსუბუქი მოქმედების დეკონგესტანტს და ანტიჰისტამინურ ნივთიერებას.
ვიბროცილი სწრაფად და ხანგრძლივად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას (ცხვირის შეშუპება) და ხსნის სურდოს.
გამოყენებისჩვენებები
ვიბროცილი განკუთვნილია ცხვირის შეშუპებისა და ქავილის მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის, მაგ., გაციების, სინუსიტის (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება), თივის ცხელების, არასეზონური ალერგიული რინიტის დროს (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, მაგ., რომელიც გამოწვეული საყოფაცხოვრებო მტვერით, ცხოველების ბეწვით, ობით).
ექიმის დანიშნულებით, ვიბროცილი დამხმარე საშუალების სახით, ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ოპერაციამდე ან მის შემდეგ შუა ყურის მწვავე ინფექციების მკურნალობის დროს.
2. პრეპარატივიბროცილის, ცხვირისწვეთების, გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთები
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიბროცილი, ცხვირის სპრეი:
· თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
· თუ გაქვთ ქრონიკული რინიტი, რომელის იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსების გათხელებას;
· თუ ამჟამად იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ს ინჰიბიტორები - დეპრესიის სამკურნალო საშუალებები) ან იღებდით მათ ბოლო 14 დღის განმავლობაში;
· თუ გაქვთ გლაუკომა (თვალის დაავადება მომატებული თვალშიდა წნევით);
· ტრანსნაზალური ოპერაციის შემდეგ (ქირურგიული ჩარევა ცხვირის მიდამოში, რომლის დროსაც ხდება ტვინის გარსის გაშიშვლება).
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ რაიმე ზემოაღნიშნულიდან თქვენ გეხებათ.
განსაკუთრებულიმითითებებიდასიფრთხილისზომები
პრეპარატი ვიბროცილის წვეთების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გაქვთ:
· მაღალი წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
· ჰიპერთირეოზი;
· დიაბეტი;
· ეპილეფსია;
· შარდვის გაძნელება (მაგ., წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს);
· თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებს არტერიულ წნევას (როგორიცაა ბეტა-ბლოკერები), პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებს განწყობას (მაო-ს ინჰიბიტორები, ტრი- ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები) ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებს.
არ გამოიყენოთ ვიბროცილი ზედიზედ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს. ხანგრძლივი ან ჭარბი რაოდენობით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება (მდიკამენტოზური რინიტი).
მგრძნობიარე ადამიანებში პრეპარატმა ვიბროცილმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის პრობლემები, ძილიანობა და ტრემორი.
პრეპარატი ვიბროცილი არ არის განკუთვნილი პერორალური მიღებისათვის ან თვალებში ჩასაწვეთებლად.
არ უნდა გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებსა და ხანდაზმული ასაკის პირებში.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან შეშუპება, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.
ბავშვები
ვიბროცილი, ცხვირის წვეთები, არ არის განკუთვნილი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვიბროცილი გამოიყენება მოზრდილების მეთვალყურეობით.
სხვაპრეპარატებიდაპრეპარატივიბროცილი, ცხვირისწვეთები
აცნობეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, იყენებდით ცოტა ხნის წინ ან რომლების გამოყენებაც შეიძლება დაიწყოთ ახლო მომავალში, ურეცეპტო სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.
ორსულობადაძუძუთიკვება
სისტემატური სამეცნიერო კვლევები არ ჩატარებულა. ფენილეფრინი და დიმეთინდენის მალეატი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. ამიტომ, სიფრთხილის მიზნით, ვიბროცილი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტოსაშუალებებისმართვადამექანიზმებთანმუშაობა
მონაცემები არ მოიპოვება.
3. პრეპარატივიბროცილის, ცხვირისწვეთების, გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებულიდოზა
არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას და არ გაზარდოთ პრეპარატის გამოყენების სიხშირე.
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული ეფექტის მისაღწევად საჭირო ყველაზე დაბალი დოზებით და მინიმალური ხანგრძლივობით.
მოზრდილებიდა 6 წელზემეტიასაკისბავშვები (უფროსებისმეთვალყურეობით)
3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით)
1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.
გამოიყენება 2 წლამდეასაკისბავშვებში
ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
გამოყენებისწესი
· გამოყენებამდე კარგად გაისუფთავეთ ცხვირის ღრუ (მაგ., კარგად გამოიწმინდეთ ცხვირი).
· ჩაწვეთებისას ფრთხილად იყავით, რომ წვეთები არ მოხვდეს თვალში.
· ცხვირში ჩაწვეთებისას თავი ოდნავ უკან გადახარეთ. ამ მდგომარეობაში თავი მცირე დროის განმავლობაში გააჩერეთ, რომ წვეთები განაწილდეს. ვიდრე კვლავ დაახრახნით საწვეთურს ფლაკონზე, გაწმინდეთ და გაამშრალეთ იგი.
· თავი ოდნავ უკან გადახარეთ. ჩაიწვეთეთ წვეთები თითოეულ ნესტოში და შეინარჩუნეთ თავის არსებული მდგომარეობა კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, იმისათვის, რომ ცხვირის წვეთები გავრცელდეს მთელ ცხვირში.
· გამოყენების შემდეგ საწვეთური გაასუფთავეთ და გააშრეთ. დაახურეთ ფლაკონს თავსახური.
ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, არ გადასცეთ პრეპარატი ვიბროცილის, ცხვირის წვეთების, ფლაკონი სხვა პირებს.
გამოყენებისხანგრძლივობა
არ გამოიყენოთ პრეპარატი ზედიზედ 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 3 დღის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული ან ექიმის მიერ რეკომენდებული დოზები.
თუფიქრობთ, რომესპრეპარატითქვენთვისძალიანსუსტიაანძალიანძლიერია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუთქვენგამოიყენეთვიბროცილი, ცხვირისწვეთები, იმაზემეტირაოდენობით, ვიდრესაჭიროა
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. პრეპარატის მნიშვნელოვანმა ჭარბმა დოზირებამ ან შემთხვევით შიგნით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.
4. შესაძლოარასასურველირეაქციები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
პრეპარატი ვიბროცილის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები - იშვიათ შემთხვევებში (1-10 მომხმარებელი 10 000-დან) შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი და დროებითი წვის შეგრძნება ან სიმშრალე ცხვირში, ასევე სისხლდენა ცხვირიდან.
თუ შენიშნავთ არასასურველი რეაქციების განვითარებას, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ არასასურველ რეაქციებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში.
შეტყობინებაგვერდითირეაქციებისშესახებ
ნებისმიერი სახის გვერდითი რეაქციების განვითარებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში (ფურცელ-ჩანართში). თქვენ ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზის მეშვეობით, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, დაეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
5. პრეპარატივიბროცილის, ცხვირისწვეთების, შენახვა
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია სიტყვების შემდეგ „Exp“. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გადაყაროთ (არ ჩაასხათ) პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ უნდა განადგურდეს პრეპარატები, რომლებიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვისშემცველობადასხვაინფორმაცია
პრეპარატი ვიბროცილი, ცხვირის წვეთები, შეიცავს:
მოქმედინივთიერებები: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი, დიმეთინდენის მალეატი.
დამხმარენივთიერებები: დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, სორბიტოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლავანდის ეთერზეთი, რომელიც არ შეიცავს ტერპენებს, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატივიბროცილის, ცხვირისწვეთების, აღწერილობა
გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან მკრთალ ყვითელ ფერამდე, ლავანდას მსუბუქი სუნით.
15 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონში ხრახნიანი თავსახური-საწვეთურით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობისვადა
3 წელი.










