მიოფოლიკი მენ ფხვ.#30პაკ
გააზიარე:
მიოფოლიკ მენი
აქტიური ინგრედიენტების მოკლე დახასიათება
- Tribulus terrestris L.-ის ნაყოფის ექსტრაქტი - ხელს უწყობს ენდოგენური ტესტოსტერონის დონის მომატებას, აღადგენს და აუმჯობესებს ლიბიდოს და ერექციას.
- მიო-ინოზიტოლი - ახანგრძლივებს მაღალი პოტენციალის მქონე მოძრავი სპერმატოზოიდების პროცენტს.
- L-არგინინი - აუმჯობესებს ერექციას.
- L-კარნიტინი - ზრდის სპერმის რაოდენობას, ხარისხს და ჩასახვის ალბათობას.
- ფოლის მჟავა - მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში.
- ვიტამინი B6 - ხელს უწყობს ჰორმონული აქტივობის რეგულაციას.
- ვიტამინი E - ტესტოსტერონის მოლეკულას იცავს დაშლისგან.
- ვიტამინი C - ანტიოქსიდანტი, იცავს სპერმატოზოიდებს ქალის სასქესო ორგანოების მჟავა გარემოში დაზიანებისგან.
- თუთია, სელენი ხელს უწყობენ სასქესო ჯირკვლების მოქმედებას და აღადგენენ სპერმატოგენეზს.
მიოფოლიკ მენი რეკომენდებულია როგორც Tribulus terrestris L.-ის ნაყოფის ექსტრაქტის, მიო-ინოზიტოლის, L-არგინინის, L-კარნიტინის, ვიტამინების და მინერალების მოქმედი ნივთიერებების დამატებითი წყარო.
კომპონენტების აღწერილობა
Tribulus terrestris L.-ის ნაყოფის ექსტრაქტი ხელს უწყობს ენდოგენური ტესტოსტერონის დონის მომატებას, ძალის და კუნთოვანი მასის უფრო ეფექტურ ზრდას, ზედმეტი ცხიმოვანი მასის დაწვას ამასთანავე ხელს უწყობს მამაკაცის ორგანიზმის ხარისხიან აღდგენას დაძაბული ვარჯიშის შემდეგ. Tribulus terrestris L.-ის ნაყოფის ექსტრაქტი აუმჯობესებს ლიბიდოს და მამაკაცის ერექციას.
მიო-ინოზიტოლი გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების ფუნქციონირებასა და მოძრაობაზე.
L-არგინინი მონაწილეობს გლუვი კუნთების, სისხლძარღვების ტონუსის რეგულირებაში, იმუნიტეტის შენარჩუნებაში, ახანგრძლივებს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობას, აძლიერებს სასიამოვნო შეგრძნებებს და ორგაზმს ხდის უფრო ხანგრძლივს და ღრმას. L-არგინინი არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონულ ფონს.
L-კარნიტინი მოქმედებს ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმზე, რის გამოც ორგანიზმს აძლევს ენერგიას, რაც გამოიყენება კონკრეტულად სპერმატოზოიდების მომწიფებაში, მოქმედებაში და სპერმატოგენეზის პროცესში. ამას გარდა, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების ანტიოქსიდანტურ დაცვას ზედმეტი უჯრედული აცეტილ-KoA-ს მოცილებით. L-კარნიტინის მიღებისას უმჯობესდება ერექციული ფუნქცია და მცირდება ზოგადი დაღლილობა.
ფოლის მჟავა მიოფოლიკ მენის შემადგენლობაში წარმოდგენილია 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის სახით - მეტაბოლურად აქტიური ფორმის, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნასა და იმუნური სისტემის ზრდასა და განვითარებაში.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონული აქტივობის რეგულაციას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში.
ვიტამინი E - ცხიმხსნადი ვიტამინია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური და რადიოპროტექტორული მოქმედება, აუმჯობესებს ადამიანის ჰორმონულ ფონს, აუმჯობესებს ქსოვილებით ჟანგბადის მოხმარებას, ხელს უწყობს უჯრედების და ჟანგვითი სტრესისგან დაცვას.
ვირამინი C (L-ასკორბინის მჟავა) არის ერთ-ერთი ძლიერი ანტიოქსიდანტი, იცავს სპერმტოზოიდებს დაზიანებისგან ქალის სასქესო ორგანოების არახელსაყრელ (მჟავა) გარემოში.
თუთია ხელს უწყობს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას (ზრდის სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებას, ზრდის სპერმატოზოიდების აქტივობას, მნიშვნელოვანია პროსტატის ადენომების პროფილაქტიკისთვის), აუცილებელია სპერმის და მამაკაცის ჰორმონების პროდუქციისთვის.
სელენი ხელს უწყობს ნორმალურ სპერმატოგენეზს. რეკომენდებულია მამაკაცის უნაყოფობის დროს, განსაკუთრებით სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობისას.
გამოყენების რეკომენდაციები
მიოფოლიკ მენი ხელს უწყობს მამაკაცის სათანადო ჰორმონული ბალანსის და რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებას. რეკომენდებულია როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყარო მამაკაცების რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზებისთვის. დანამატის კომპონენტები უზრუნველყოფს დამხმარე ეფექტს უნაყოფობის კომპლექსური თერაპიისას, ერექციული დისფუნქციის სიმპტომების და დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქებას მამაკაცებში.
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
1 პაკეტი შეიცავს: მიო-ინოზიტოლი 1000,0მგ, L-არგინინი 300,0მგ, Tribulus terrestris L-ს ნაყოფის ექსტრაქტი 200,0მგ, მათ შორის საპონინები 180,0მგ, მათ შორის პროტოდიოსცინი 40,0მგ, L-კარნიტინ ტარტრატი 100,0მგ, ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) 90,0მგ, ვიტამინი E (DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) 30,0მგ, თუთია (თუთიის გლუკონატი) 6,0მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ) 2,8მგ, ფოლის მჟავა (გლუკოზამინის მარილი (6S)-5- მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავები) 200,0 მკგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 100,0 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი ნივთიერება (მალტოდექსტრინი), სიმჟავის მარეგულირებელი (ლიმონმჟავა), საღებარი (ჭარხლის კონცენტრატი), ნატურალური არომატიზატორი (ბროწეული), საღებარი (შავი სტაფილოს კონცენტრატი), დამატკბობელი (სუკრალოზა). გმო-ს გარეშე.
კვებითი ღირებულება
100გ პროდუქტის შემადგენლობა: ცილები - 16,4 გ, ცხიმები - 1,9 გ, ნახშირწყლები - 76,4 გ, 1 პაკეტის შემადგენლობა: ცილები - 0,656 გ, ცხიმები - 0,076 გ, ნახშირწყლები - 3, 056 გ. ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა): 100 გ პროდ უქტში - 1600,0 კჯოული/380,0 კკალ; 1 პაკეტში - 64,0 კჯოული/15,2 კკალ.
გამოყენების წესი
დღეში 1 პაკეტი. გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობა 3-6 თვე. პაკეტის შიგთავსი განაზავეთ 200 მლ ანადუღარ გაგრილებულ წყალში, ფრთხილად მოურიეთ და დალიეთ მომზადებისთანავე.
სიფრთხილის ზომები
დაუშვებელია ბიოლოგიურად აქტიური დანამატების საკვებთან მიღება როგორც კვების სრულფასოვანი რაციონის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ რაოდენობას ყოველდღიური გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ალერგიის არსებობისას დანამატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის. საკვებზე ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. არ წარმოადგენს წამალს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
რაიმე უარყოფითი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი - განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის.
ზეგავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე
ურაყოფითი მოქმედება არ გამოვლენილა.
გვერდითი ეფექტები
არ გამოვლენილა.
ჭარბი დოზირება
კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოვლენილა ჭარბი დოზირება.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ვიტამინები და სხვა კომბინაციები.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში 0-250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ: თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.
გამოშვების ფორმა
4 (±5%) გ ფხვნილი პაკეტში; 30 პაკეტი შეფუთვაში.
მწარმოებელი
ეფერტა ფარმა სპ. ზ ო.ო., გდანსკის ქ. 3, ჩონსტკუვ მაზოვეცკი, 05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი ემერგოფარმი სპ. ზ ო.ო. სპ.კ.-ს შეკვეთით,
იუზეფ პილსუდკის 11, 05-510 კონსტანცინ-ეზიორნა, პოლონეთი.
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ამაქსა ლტდ, 31 ჯონ ისლიპ სტრიტი,
ლონდონი SW1P 4FE, დიდი ბრიტანეთი.