ზოვირაქსი 5% 2გ კრ(თურქ)

ზოვირაქსი 5% 2გ კრ(თურქ)

9.48 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გარეგანი გამოყენების პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: გლაქსოსმიტკლაინ ილაჩლარი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აციკლოვირი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 126552
გააზიარე:

 

ზოვირაქსი 5%კრემი

კანზე გამოყენებისათვის

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1გ კრემი შეიცავს 50მგ (5% w/w) აციკლოვირს.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, თეთრი რბილი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, პოლოქსამერ 407, არლაცელი 165, ნატრიუმ ლაურილ სულდატი, დიმეთიკონი 20, გასუფთავებული წყალი.

 

1.ზოვირაქსიდა მისიგამოყენება

ზოვირაქსია ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს აციკლოვირს და  შეფუთულია 2 გრამიან ალუმინის ტუბში.

ზოვირაქსი გამოიყენება გენიტალიების პირველადი და მორეციდივე ჰერპესის (სასქესო ორგანოების ჰერპესი) და Herpes labiali-ს (ჰერპესი) დროს.

იგი გამოიყენება კანის მარტივი ჰერპეს ვირუსის (ჰერპესი) სამკურნალოდ. ზოვირაქსის მოქმედების მექანიზმია ვირუსების ზრდის შეჩერება ან განადგურება, რაც იწვევს წყლულების ან გენიტალური ჰერპესის აღმოფხვრას.

 

2.     ზოვირაქსისგამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

ზოვირაქსი არ გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში:

·        თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია ზოვირაქსის გამოყენებს დროს. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. (იხი;ეთ პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“);

·        აციკლოვირის, ვალაციკლოვირის (ანტივირუსული პრეპატების ტიპი), პროპილენგლიკოლის ან  პრეპარატში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას (ალერგია). პრეპარატში შემავალი ნივთიერებები მითითებულია ანოტაციის დასაწყისში.

 

3. ზოვირაქსის გამოყენების წესი

ყოელთვის გამოიყენეთ ზოვირაქსი ისე, როგორც გირჩიათ ექიმმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეტს. 

· ზოვირაქსი მიღეთ 5-ჯერ დღეში დაახლოებით 4 საათის ინტერვალით, გამოტოვეთ ღამის დოზა.

· ზოვირაქსი მიიღეთ იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლებელია ინფექციისა ან სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას  სასწრაფოდ (სიწითლის ნიშნებსა ან დაავადების ფონზე). თუ მკურნალობის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები: შეშუპება ან სითხით სავსე ბუშტუკები, შეგიძლიათ კვლავ გააგრძელოთ პრეპარატით მკურნალობა.

· Herpes labialis-ს (ჰერპესი) მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 4 დღისა. სასქესო ორგნოების ჰერპესის მკურნალობა გრძელდება არაუმეტეს 5 დღისა, ჯამში 10 დღემდე მკურნალობა. თუ კრემით მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება, არ აღინიშნება, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

მიღებისგზადამეთოდი:

დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას ზოვირაქსის მცირე რაოდენობა

·          ზოვირაქსი უნდა დაიტანოთ მხოლოდ კანზე.

·          ზოვირაქსი არ უნდა დაიტანოთ პირზე, თვალებსა და ვაგინალურ არეებზე.

·          ზოვირაქსი არ უნდა აურიოთ წყალთან ან სხვა მედიკამენტთან ერთად.

·          გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

 

სხვადასხვასპეციალურიჯგუფები

თირკმლის/ღვიძლისუკმარისობა

მიღების მეთოდი, სიხშირე და ხანგრძლივობა იგივეა რაც ჩვეულებრივ, მოზრდილებში.  არ გააჩნია სპეციფიკური გამოყენების წესი.

გამოყენებაბავშვებში

მიღების მეთოდი, სიხშირე და ხანგრლივობა იგივეა, რაც მოზრდილებში. არ გააჩნია სპეციფიკური გამოყენების წესი.

გამოყენებაასაკოვნებში

მიღების მეთოდი, სიხშირე და ხანგრლივობა იგივეა, რაც ჩვეულებრივ, მოზრდილებში.  არ გააჩნია სპეციფიკური გამოყენების წესი.

სპეციალურიგამოყენებისშემთხვევები:

მიღების მეთოდი, სიხშირე და ხანგრლივობა იგივეა რაც ჩვეულებრივ, მოზრდილებში.  არ გააჩნია სპეციფიკური გამოყენების წესი.

 

თუ გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ ზოვირაქსის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

თუგამოიყენებთზოვირაქსისჭარბდოზას

ზოვირაქსის დოზა ფრთხილად გამოიყენეთ, რათა არ მოხდეს პრეპარატის გადაჭარბებით მიღება. პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღების დროს. რაიმე გართულება არ აღინიშნება. თუ შემთხვევით გადაგეყლაპათ ზოვირაქსი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ თქვენ გამოიყენეთ ზოვირაქსის ჭარბი დოზა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

თუდაგავიწყდათზოვირაქსისგამოყენება

თუ დაგავიწყდათ ზოვირაქსის გამოყენება, გამოიყენეთ მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ ცოტა დრო რჩება შემდეგ მიღებამდე, გამოტოვეთ გამორჩენილი დოზა. 

 

ეფექტები, რომლებიცშეიძლებაგამოვლინდესზოვირაქსითმკურნალობისშეწყვეტისას:

არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ დაასრულოთ ზოვირაქსით მკურნალობა ინფექციის სრულად აღმოსაფხვრელად.

 

4. ესაძლოგვერდითიმოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც მრძნობიარენი არიან ზოვირაქსში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე რეაქცია განვითარდება, შეწყვიტეთ ზოვირაქსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

· ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:

-     სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება (ანგიოედემა);

-     გამონაყარი კანზე, ქავილი ან ჭინჭრის ციება;

-     ქოშინი, ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება;

-     გაურკვეველი მიზეზების გამო გამოვლენილი სიცხე და სისუსტე, განსაკუთრებით ფეხზე დგომისას.

ეს ყოველივე ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, ან გაქვთ სერიოზული ალერგია ზოვირაქსის მიმართ, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა და ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებში:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; < 1/10), არახშირი (≥1/1000,; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

უჩვეულო გვერდითი ეფექტები:

·        კრემის გამოყენების შემდეგ კანზე დროებითი წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება.

·        კანის უმნიშვნელო სიმშრალე ან აქერცვლა.

·        ქავილი.

იშვიათი:

·        კანის სიწითლე (ერითემა).

·        კონტაქტური დერმატიტი (კანის დაავადების ტიპი).

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან შეატყობინეთ ფარმაცევტს.

გვერდითიეფექტებისშესახებშეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც აღნიშნულია ან არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გვერდითი ეფექტების შსეტყობინებით, შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციით მიწოდებაში.

 

5.ზოვირაქსისშენახვისწესი

შეინახეთ ზოვირაქსი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ  შეფუთვაში. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ზოვირაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.