ზალაინი 2% 20გ კრემი(თურქ)

ზალაინი 2% 20გ კრემი(თურქ)

7.50 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ადეკა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სერტაკონაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 126320
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ზალაინი R 2 % კრემი

განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის

  • მოქმედი ნივთიერება: კრემის ყოველი 100 გრამი 2 გრამ სერტაკონაზოლის ნიტრატს შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: ეთილენგლიკოლი და პოლიეთილენგლიკოლ პალმიტო სტეარატი (TEFOSE63), პოლიოქსიეთილიზირებული და გლიკოლიზირებული C10-C18 გაჯერებული გლიცერიდები (LABRAFİL M-2130), გლიცერინის მონო და დი-იზოსტეარატი (იზოსტეარიული პეცეოლი), თხევადი პარაფინი (ვაზელინის ზეთი), მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატი (ნიპაგინი) (E218) ,სორბინის მჟავა, სუფთა წყალი.

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ , რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება ზალაინი?
  2. ზალაინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება ზალაინი?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. ზალაინის შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება ზალაინი?

ზალაინი, ეს არის კრემი, რომელიც განკუთვნილია კანის დაავადებული ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისთვის. კრემი გამოიყენება ობის სოკოებით ანდა დერმატოფიტის სახელით წოდებული სოკოებით გამოწვეული ტერფის სოკოს (Tinea pedis), საზარდულის სოკოს (Tinea cruris), სხეულის სოკოების (Tinea corporis), წვერ-ულვაშის სოკოს (Tinea barbae), მტევნის სოკოს (Tinea manus) სამკურნალოდ. გარდა ამისა, გამოიყენება კანდიდიაზის (Candidiasis ანდა Moniliasis) და ნაირფერი პიტირიაზის სახელით წოდებული კანის ზედაპირული ნაწილის დაზიანებით მიმდინარე სოკოვანი დაავადებების (მიკოზების) სამკურნალოდაც.

2 . ზალაინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზალაინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, ზალაინის მოქმედი ნივთიერების სერტაკონაზოლის და სერტაკონაზოლის შემადგნელობაში არსებული ძირითადი ჯგუფის, აზოლის წარმოებულების მიმართ მგრძნობელობა გაქვთ.

აღნიშნული წამალი, თვალის ინფექციების დროს არასოდეს არ უნდა იქნას გამოყენებული.

ზალაინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

ზალაინით მკურნალობის პირველ დღებში შეიძლება გამოლინდეს ძალიან მსუბუქი სიმძიმის ლოკალური და გარდამავალი სიწითლე. აღნიშნული მდგომარეობა, მკურნალობის შეჩერებას არ საჭიროებს.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე წარსულში ანდა ამჟამად თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ზალაინის გამოყენება საკვებთან სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ორსულობა :

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.

კრემის, კანზე ჭარბი რაოდენობით გამოყენების შემდეგ, სისხლში პრეპარატის არსებობა არ ფიქსირდება, მიუხედავად აღნიშნულისა, ორსულებში კრემის უსაფრთხოება არ არის დადასტურებული.

ორსულობის პერიოდში ზალაინის კრემის გამოყენებამდე, ექიმა პრეპარატის რისკის და სარგებელის პროცენტული თანაფარდობა უნდა შეაფასოს.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება - ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვების პერიოდში, ზალაინის გამოყენებამდე, ექიმა პრეპარატის რისკის/სარგებელის პროცენტული თანაფარდობა უნდა შეაფასოს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

პრეპარატი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენას არ ახდენს.

ზალაინის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია :

ზალაინი, დამხმარე ნივთიერების სახით მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატს (E218) და სორბინის მჟავას შეიცავს. მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების (დიდი ალბათობით-გვიანი რეაქციები), სორბინის მჟავამ კი ლოკალური კანის რეაქციების გამოვლინება (კონტაქტური დერმატიტის მსგავსი).

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ზალაინის, წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ზალაინი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :

ზალაინი, დღეში ერთხელ ანდა ორჯერ გამოიყენება (თუ, დღეში ერთხელ უნდა იქნას გამოყენებული, სასურველია საღამოს, თუ ორჯერ უნდა იქნას გამოყენებული- ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს უნდა იქნას გამოყენებული), კრემი დაიტანება სოკოვანი ინფექციით დაავადებულ კანზე და კანის ირგვლის 1 სმ ირგვლივ, მსუბუქი და თანაბარი განაწილებით.

მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელების დროს დამოკიდებულია გამომწვევ სოკოვან ინფექციასა და დაავადებული კანის ტიპზე, ამიტომ ყველა ავადმყოფში ინდივიდუალურია, იცვლება. უმრავლეს შემთხვევებში, ჩივილების შემცირება და ალაგება, კანის დაავადებული მიდამოდან ინფექციის ალაგება 3-დან 4 კვირის განმავლობაში ვლინდება. თუმცა, დაავადების გამომწვევი აგენტის განადგურების და დაავადების კვლავ გამოვლინების, რეციდივის თავიდან აცილებისთვის, მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობა 4 კვირაა.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ზალაინი, განკუთვნილია კანის დაავადებულ მიდამოში (ტოპიკალური, ადგილობრივი) გარეგანი გამოყენებისთვის.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ზალაინი, 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში გამოიყენება დღეში ერთჯერადი დოზის სახით.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ხანდაზმულებში, ზალაინის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ფორმა არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოყენების განსაკუთრებული ფორმა არ არსებობს.

თუ,ფიქრობთ, რომ ზალაინის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ზალაინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ზალაინისსაჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

მოქმედი ნივთიერების და გამოყენების მეთოდის გათვალისწინებისას, ინტოქსიკაცია მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად ამისა, შემთხვევით პირის გზით მიღების დროს, ექიმი, გამოვლენილი კლინიური სიმპტომების ალაგებისთვის მკურნალობას განახორციელებს.

თუ, ზალაინის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ზალაინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

რაიმე სახის ეფექტი არ ვლინდება.

4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ზალაინისშემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

ლოკალური მკურნალობის დროს, სერტაკონაზოლის მავნე ეფექტი ანდა სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება (ფოტოსენსიტიურობა) არ ვლინდება. მკურნალობის პირველ დღეებში ლოკალურად შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი და გარდამავალი სიწითლე, რომელიც მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნოებთ:

  • · კრემის გამოყენების მიდამოში მსუბუქი და გარდამავალი სიწითლე (ერითემატოზული რეაქცია), მგრძნობელობა, ფერის გარდამავალი ცვლილება, ძლიერი ქავილი, წვის შეგრძნება, ბუშტუკოვანი გამონაყარის (ვეზიკულები), განვითარებამდე გართულებული აუტანელი რეაქციები.
  • · კანთან კონტაქტის დროს კანის ჩირქოვანი ანთება(კონტაქტური დერმატიტი) და /ანდა გამონაყარი, კანის სიმშრალე.

ზემოთ აღნიშნული, ზალაინის ძალიან მსუბუქი გვერდით ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

5.ალაინის შენახვა

ზალაინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე/მუყაოს კოლოფზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ზალაინი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

FERRER Internacional, S.A. ესპანეთის ლიცენზიით

ს.ს. ადეკა სანაი ვე თიჯარეთ

55020 -ილქადიმ/სამსუნი

წარმოების ადგილი:

ს.ს. ადეკა სანაი ვე თიჯარეთ

55020 -ილქადიმ/სამსუნი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 15.12.2011-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი