ექინაცეა კომპ.SN2.2მლ#5ა
გააზიარე:
ექინაცეაკომპოზიტუმ SN
Echinacea compositum SN
ფარმაკოლოგიურიჯგუფი
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
შემადგენლობა
2,2 მლ ხსნარი შეიცავს:
Echinacea angustifolia D3 – 22 მკლ., Aconitum napellus D3 – 22 მკლ., Sanguinaria canadensis D4 – 22 მკლ., Sulphur D8 – 22 მკლ., Baptisia tinctoria D4 – 22 მკლ., Lachesis mutus D10 – 22 მკლ., Bryonia D6 – 22 მკლ., Eupatorium perfoliatum D6 – 22 მკლ., Pulsatilla pratensis D8 – 22 მკლ., Hydrargyrum bichloratum D8 – 22 მკლ., Thuja occidentalis D8 –22 მკლ., Influenzinum-Nosode D13 – 22 მკლ., Phosphorus D8 – 22 მკლ., Cortisonum aceticum D13 – 22 მკლ., Streptococcus haemolyticus-Nosode D18 – 22 მკლ., Staphylococcus-Nosode D18 – 22 მკლ., Phytolacca americana D6 – 22 მკლ., Zincum metallicum D10 – 22 მკლ., Gelsemium sempervirens D6 – 22 მკლ., Hepar sulphuris D10 – 22 მკლ., Toxicodendron guercifolium D4 – 22 მკლ., Arnica montana D4 – 22 მკლ., Arsenicum album (Acidum arsenicosum) D8 – 22 მკლ., Argentum nitricum D8 – 22 მკლ., Euphorbium D6 – 22 მკლ. ასევე, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.
ჩვენება
ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი სისტემის სტიმულირება შემდეგი მდგომარეობების დროს: სხვადასხვა ლოკალიზაციის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ჩირქოვან-ანთებითი პროცესები – ფურუნკულოზი, კარბუნკული, პანარიციუმი, აბსცესი, ფლეგმონა, ფისტულები (მათ შორის, ოსტეომიელიტის დროს); ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა; ფილტვის აბსცესი და განგრენა, პლევრის ემპიემა; მასტიტი, კოლპიტი, ადნექსიტი, ქალის სასქესო ორგანოების სპეციფიური ანთებითი დაავადებები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები); ცისტიტი, პიელიტი, გლომერულონეფრიტი; ჰაიმორიტი, სინუსიტი, ოტიტი; მენინგიტი, ენცეფალიტი; ქოლეცისტიტი, აპენდიციტი (და მათი გართულებები – პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი); გინგივიტი, სტომატიტი; მეორეული ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, გრიპის ბაქტერიული გართულება; ინფექციური მონონუკლეოზი. გართულებებით მიმდინარე ხშირი მრვი, ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ცხელება და სხვ. სეპტიური მდგომარეობები და ინტოქსიკაციის სინდრომი (სეპტიცემია, სეფსისი).
მიღებისწესიდადოზირება
ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და 12 წლიდან ბავშვებში – 1 ამპულა (2,2 მლ),
ბავშვებში 2-დან 5 წლამდე – 1/2 ამპ, 6-დან 11 წლამდე – 2/3 ამპ, 1-3-ჯერ კვირაში კანში, კანქვეშ და კუნთებში, აუცილებლობისას ვენაში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების – ძირითადად რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ. კომპონენტი Echinacea არ გამოიყენება პროგრესული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია, ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები; შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზები), აუტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, სისხლის სისტემის დაავადებები, შიდსი, აივ ინფექცია, იმუნოსუპრესია ან სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტი და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებები.
ორსულობადალაქტაცია
პრეპარატში შემავალი კანადური სანგვინარიის გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითიეფექტი
ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი.
განსაკუთრებულიმითითება
პრეპარატის მიღების შემდეგ სხეულის ტემპერატურის დროებითი მომატების შემთხვევა შეიძლება შეფასდეს დადებითად – ეს ადასტურებს ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების გააქტივებას – ამ დროს შემდეგი ინექცია უნდა გადავდოთ 1-2 დღით. ღვიძლის დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. პრეპარატის 4 კვირაზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ღვიძლის მაჩვენებლების კონტროლი. ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, ან გაიზარდოს ინტერვალი ინექციებს შორის.
სხვამედიკამენტებთანურთიერთქმედება
ღვიძლის დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
შენახვისპირობები
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-25°C ტემპერატურამდე.
გამოშვების ფორმა
ექინაცეა კომპ.SN 2.2მლ#5ა.
აფთიაქიდანგაცემისპირობა
გაიცემა ურეცეპტოდ.










