სოლუკამი 10მგ/მლ 1,5მლ #3ა

სოლუკამი 10მგ/მლ 1,5მლ #3ა

36.74 ლარი 29.32 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: რომფარმ ილაჩ სან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მელოქსიკამი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125978
გააზიარე:

სოლუკამი

სავაჭრო დასახელება: სოლუკამი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მელოქსიკამი.

შემადგენლობა

ერთი ამპულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი, გლიკოფუროლი, პოლოქსამერი 188, გლიცინი, ნატრიუმის ქლორიდი, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, საინექციო წყალი.

აღწერაგამჭვირვალე, ყვითელი ფერის ხსნარი მომწვანო ელფერით.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ოქსიკამი.

ათქკოდი: М01АС06

ფარმაკოლოგური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, მელოქსიკამი მთლიანად შეიწოვება. შედარებისთვის, პერორალური მიღებისას მელოქსიკამის ბიოშეღწევადობა  შეადგენს დაახლოებით 89%-ს. ინტრამუსკულარული შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლისას დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

მელოქსიკამის  15 მგ დოზით ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 1.62 მკგ/მლ-ს და მიიღწევა, დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში.

განაწილება

მელოქსიკამი მეტწილად უკავშირდება პლაზმის ცილებს, უმთავრესად ალბუმინს (99%). მელოქსიკამი აღწევს სინოვიალურ სითხეში ისეთი კონცენტრაციების მიღწევით, რომლის მნიშვნელობები  პლაზმური კონცენტრაციების დაახლოებით ნახევარს შეადგენს. განაწილების მოცულობა დაბალია, საშუალოდ, დაახლოებით 11 ლ,  ინდივიდთაშორისი ცვალებადობა შეადგენს 30-40%-ს.

მეტაბოლიზმი

მელოქსიკამი ძირითადად,  ღვიძლში მეტაბოლიზდება. შარდში აღმოჩენილი იყო 4 სხვადასხვა მეტაბოლიტი, რომლებიც ფარმაკოდინამიურად არააქტიურია.

ძირითადი მეტაბოლიტი 5’-კარბოქსიმელოქსიკამი (დოზირების 60%-ს შეესაბამება) წარმოიქმნება შუალედური მეტაბოლიტის 5’-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვის გზით (შეესაბამება დოზის 9%-ს). ინ ვიტრო კვლევები გვიჩვენებს, რომ CYP 2C9 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მეტაბოლურ გარდაქმნაში, CYP 3A4 იზოფერმენტის მონაწილეობა ნაკლებია. დანარჩენი ორი მეტაბოლიტის წარმოქმნაში, როლებიც პრეპარატის დოზის სიდიდის 16% და 4% შეადგენს, მონაწილეობას იღებს პეროქსიდაზა.

გამოყოფა

მელოქსიკამი, უპირატესად, მეტაბოლიტების სახით შარდთან და განავალთან ერთად გამოიყოფა გამოიყოფა თანაბარი პროპორციებით.  უცვლელი სახით გამოიყოფა სადღეღამისო დოზის 5%-ზე ნაკლები განავალთან ერთად.

ნახევრადგამოყოფის პერიოდი  13-დან 25 საათამდე მერყეობს. ზოგადი პლაზმური კლირენსი  7-12 მლ/წთ-ს შეადგენს.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტებიღვიძლის/თირკმლისუკმარისობით

ღვიძლის უკმარისობის, ასევე მსუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკური თვისებები არსებითად არ იცვლება.  ღვიძლის მძიმე უკმარისობისას, განაწილების მოცულობის გაზრდამ შეიძლება  თავისუფალი მელოქსიკამის უფრო მაღალი კონცენტრაციები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებში, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მ-ს.

ხანდაზმულიპირები

ხანდაზმული მამაკაცების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ახალგაზრდა მამაკაცების პარამეტრების მსგავსია.

ხანდაზმული ქალბატონების AUC-ს, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, უფრო მაღალი მნიშვნელობები აქვს და ნახევრადგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია.

ფარმაკოდინამიკა

მელოქსიკამი წარმოადგენს  ენოლის მჟავის წარმოებულ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს (ასაპ) და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.

მელოქსიკამის ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტების მექანიზმი უკავშირდება პროსტაგალდინების (ანთების მედიატორების) ბიოსინთეზის იჰიბირების უნარს. მელოქსიკამის გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადგენილია ანთების ყველა სტანდარტულ მოდელზე. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უპირატესად ანთების პროცესების განვითარებაში მონაწილე სპეციფიკური ფერმენტის - ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2) სელექციურ ინჰიბირებასთან. ითვლება, რომ ცოგ-2-ის ინჰიბირება უზრუნველყოფს ასაპ-ის თერაპიულ ეფექტს, მაშინ, როდესაც  მუდმივად არსებული იზოფერმენტ ცოგ-1 ინჰიბირება შეიძლება იყოს კუჭისა და თირკმელების გვერდითი მოქმედებების მიზეზი.

მელოქსიკამის  ცოგ-2-ის მიმართ სელექციურობა დამტკიცებულია სხვადასხვა როგორც ინ ვიტრო, ასევე ინ ვივო ტესტ-სისტემებში.

კნტ-ს ზედა ნაწილში პერფორაციების სიხშირე, წყლულები და სისხლდენები, რომლებიც მელოქსიკამის მიღებას უკავშირდებოდა, დაბალი და ამასთან პრეპარატის დოზის სიდიდეზე დამოკიდებული იყო.

ჩვენებები

პერორალური ან რექტალური თერაპიის გამოყენების შეუძლებლობისას მკურნალობის საწყის ეტაპზე და მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობის მიზნით:

•    ტკივილის სინდრომი ოსტეოართრიტის დროს (ართროზი, სახსრების დეგენერაციული დაავადებები);

•    რევმატოიდული ართრიტი;

•    ანკილოზური სპონდილოართრიტი.

გამოყენების წესი და დოზები

ინტრამუსკულარულიშეყვანა.

ერთი დოზა 15 მგ, შეიყვანება ერთხელ დღეში.

არ გადააჭარბოთ დოზას 15 მგ/დღეში.

სოლუკამის ინტრამუსკულარული შეყვანა ნაჩვენებია მხოლოდ მკურნალობის პირველ რამდენიმე დღეს, მაგრამ არაუმეტეს 3-დან 5 დღემდე, მდგომარეობის სიმძიმეზე დამოკიდებულებით (მაგალითად, როდესაც პერორალური ან რექტალური მიღება შეუძლებელია). გვერდითი რეაქციები შეიძლება შემცირდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებისას, მინიმალური პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების გასაკონტროლებლად.

სიმპტომების გაუმჯობესება და მკურნალობის პასუხი ფასდება პერიოდულად.

ტკივილის სინდრომი ოსტეოართრიტის დროს: 7.5 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში, დოზის გაზრდა შესაძლებელია 15 მგ/დღ-მდე.

რევმატოიდული ართრიტი: 15 მგ/დღეში. თერაპიული პასუხის შესაბამისად შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ/დღეში-მდე.

ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი: 15 მგ/დღეში. თერაპიული პასუხის შესაბამისად  შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ/დღეში-მდე.

განსაკუთრებული პოპულაციები

ხანდაზმულიპაციენტებიდაგვერდითირეაქციებისგანვითარებისმაღალირისკისმქონეპაციენტები

ხანდაზმული ადამიანებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 მგ ერთხელ დღე-ღამეში.

პაციენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ გვერდითი რეაქციების მაღალი რისკი, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის დაავადებები ან გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორები, მკურნალობა უნდა დაიწყონ 7.5 მგ დოზით ერთხელ დღე-ღამეში (ნახევარი ამპულა ტევადობით 1.5 მლ).

პაციენტებითირკმლისუკმარისობით

თირკმლის მძიმე უკმარისობისა და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ მელოქსიკამს დღეში (ნახევარი ამპულა ტევადობით 1.5 მლ).

ბავშვებიდამოზარდები

სოლუკამი უკუნაჩვენებია ბავშვებისთვისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის.

გამოყენების წესი

პრეპარატი შეიყვანება ნელა, ღრმა ინტრამუსკულარული ინექციის მეშვეობით დუნდულის კვადრატის ზედა განაპირა ნაწილში, ასეპტიური მეთოდების მკაცრი დაცვით. განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში, რეკომენდებულია მარცხენა და  მარჯვენა მხარეების მონაცვლეობა.

თუ პაციენტი ინექციის შეყვანისას ძლიერ ტკივილს იგრძნობს,  შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თუ ბარძაყი პროთეზიანია, პრეპარატი შეიყვანება საპირისპირო მხარეს.

შესაძლო შეუთავსებლობის გათვალისწინებით, არ შეიძლება ამპულების შემცველობის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთ შპრიცში!

პრეპარატ სოლუკამის ინტრავენური შეყვანა აკრძალულია.

 

გვერდითი მოვლენები

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი ასაპ გამოყენებამ (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლიივი მკურნალობისას), შეიძლება არტერიალური თრომბული გართულებების წარმოშობის ოდნავ გაზრდილი რისკი (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი) გამოიწვიოს.

ასაპ გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული  გვერდითი რეაქციებია შეშუპება, ჰიპერტონია და გულის უკმარისობა. უფრო ხშირი გვერდითი რეაქციები აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შესაძლოა გაჩნდეს პეტური წყლული, კუჭ-ნაწლავის პერფორაცია ან სისხლდენები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში. გამოყენების შედეგად დაფიქსირებული მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, შეკრულობა, დისპეფსი, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლიანი მასის ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტი და კრონის დაავადები გამწვავება. ნაკლებად ხშირ გვერდით ეფექტს წარმოადგენს გასტრიტი.

არასასურველი მოვლენების შემთხვევების სიხშირე კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

- ძალიან ხშირად (>1/10)

- ხშირად (>1/100 და < 1/10)

- არც ისე ხშირად (>1/1000 და < 1/100)

- იშვიათად (>1/10000 და < 1/1000)

- ძალიან იშვიათად (<1/10 000)

- უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით).

ჰემატოლოგიურიდალუმფური სისტემისდარღვევები

არც ისე ხშირად: ანემია

იშვიათად: სისხლის უჯრედების რაოდენობის ცვლილება (მათ შორის, ლეიკოციტური ფორმულის ცვლილება), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ციტოპენია (პოტენციურ მიელოტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან კერძოდ, მეტოტრექსატთან) ერთდროული გამოყენებისას.

დაფიქსირებულია აგრანულოციტოზის ძალზედ იშვიათი შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მელოქსიკამს იყენებდნენ სხვა პოტენციურ  მიელოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად.

იმუნურისისტემისდარღვევები

არც ისე ხშირად: დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის  რეაქციები.

იშვიათად: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსოიდური რეაქციები.

ფსიქიკურიდარღვევები

იშვიათად: გუნების ცვლილება.

უცნობია: გონების არევა, ორიენტაციის დარღვევა.

ნერვულისისტემისდარღვევები

ხშირად: თავის ტკივილი.

უცნობია:  თავბრუსხვევა, ძილიანობა.

მხედველობისორგანოსდარღვევები

იშვიათად: კონიუქტივიტი, მხედველობის დარღვევები, მათ შორის ბუნდოვანი მხედველობა.

სმენის  დაწონასწორობისმხრივ დარღვევები

არც ისე ხშირად: თავბრუსხვევა.

იშვიათად: ყურებში ხმაური.

გულისდარღვევები

იშვიათად: გულისცემა.

ასსპ გამოყენებისას დაფიქსირებული იქნა გულის უკმარისობა.

სისხლძარღვთადარღვევები

არც ისე ხშირად: არტერიული წნევის მომატება, სახეზე სისხლის ნაკადის მოზღვავების შეგრძნება.

სუნთქვითიორგანოებისგულმკერდისადაშუასაყრის მხრივ დარღვევები

იშვიათად: ბრონქული ასთმის მწვავე განვითარება (აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ასაპ მიმართ ალერგიულ პაციენტებში).

კუჭ-ნაწლავისტრაქტისდარღვევები

ხშირად: მუცლის ტკივილი, დისპეპფსია, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

არც ისე ხშირად: კუჭ-ნაწლავის ფარული ან აშკარა სისხლდენა, გასტრიტი, გაუვალობა, მეტეორიზმი, ბოყინი, სტომატიტი.

იშვიათად: გასტროდუოდენური წყლული, კოლიტი, ეზოფაგიტი.

ძალიან იშვიათად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (შესაძლოა ლეტალური დასასრული).

ჰეპატობილიაულიდარღვევები

არც ისე ხშირად: გარდამავალი ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის პარამეტრებში (მაგალითად, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის აქტივობის მომატება სისხლის შრატში).

ძალიან იშვიათად: ჰეპატიტი.

დარღვევებიკანისადაკანქვეშაქსოვილებისმხრივ

არც ისე ხშირად: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი.

იშვიათად: ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

ძალიან იშვიათად: ბულოზური ტიპის დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, გამონაყარი.

უცნობია: ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

შარდ-სასქესოორგანოებისდარღევები

არც ისე ხშირად: თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები (კრეატინინის და/ან შარდოვანას დონის მომატება სისხლის შრატში).

ძალიან იშვიათად: თირკმლის მწვავე უკმარისობა (განსაკუთრებით რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში), შარდვის გაძნელება, შარდის მწვავე შეკავება.

რეპროდუქციულისისტემისდარღვევები

უცნობია: ქალის უშვილობა, ოვულაციის დაყოვნება.

ზოგადიდარღვევებიდაადგილობრივირეაქციები

ხშირად: შეყვანის ადგილას შეშუპება და ტკივილი

არც ისე ხშირად: შეშუპება, ქვედა კიდურების შეშუპების ჩათვლით.

გვერდითირეაქციებირომლებიცპრეპარატისგამოყენებასთანდაკავშირებითარაღნიშნულადაზოგადადმიეწერება  ამ კლასისპრეპარატებს

დაფიქსირებული იქნა თირკმელების ორგანული დაზიანება, რამაც შეიძლება  თირკმლის მწვავე უკმარისობა გამოიწვიოს; დაფიქსირებული იქნა ინტერსტიციალური ნეფრიტის, ნეფროზული სინდრომის, მწვავე ტუბულარული ნეკროზის, პაპილარული ნეკროზის ძალზედ იშვიათი შემთხვევები.

 

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა მელოქსიკამის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

- მომატებული მგრძნობელობა ანალოგიური მოქმედების ნივთიერებების მიმართ, მაგალითად, სხვა ასაპ, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა;

- ასთმის, ცხვირის პოლიპების, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების ნიშნები აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ასაპ  გამოყენებისას ანამნეზში;

- წინაოპერაციული ტკივილი ტრანსპლანტანტის ჩადგმის არეში კორონარული არტერიის შუნტირებისას;

- კუჭის ლორწოვანისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები/ან ახლახან გადატანილი, პერფორაცია გამწვავების ფაზაში;

- ნაწლავთა მწვავე ანთებითი დაავადებები (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი გამწვავების ფაზაში, კრონის დაავადება);

- ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

- თირკმელების მძიმე უკმარისობა (თუ არ ტარდება ჰემოდიალიზი);

- კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი სისხლდენა, ახალგადატანილი ცერებროვასკულარული სისხლდენა ან სხვა ჰემორაგიული დაავადებები;

-  გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;

- ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება, კუნთებშიდა ჰემატომის განვითარების შესაძლო რისკის გათვალისწინებით;

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

- ბავშვთა და მოზარდთა 18 წლამდე ასაკი.

 

წამალთა შორის  ურთიერთქმედება

წამლების ურთიერთმოქმედებაზე კვლევები ჩატარებულია მხოლოდ ზრდასრულებში.

ფარმაკოდინამიურიურთიერთქმედებები

–        სხვა ასაპ, აცეტილსალიცილის მჟავა  > 3 გ/დღეში დოზით

რეკომენდებული არ არის მელოქსიკამის ერთდროული გამოყენება სხვა აასპ-თან, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან >1გ ერთჯერადი დოზით  ან >3გ სადღეღამისო დოზით.  

–        კორტიკოსტეროიდები (კერძოდ, გლუკოკორტიკოსტეროიდები)

კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება   სიფრთხილეს მოითხოვს, სისხლდენების და  კუჭ-ნაწლავის მოვლენების მაღალი რისკის გამო.

–        პერორალური ანტიკოაგულანტები ან ჰეპარინი თერაპიულ დოზებში ან ხანდაზმული ადამიანებისთვის დაკორექტირებულ დოზებში.

სისხლდენის რისკის გაზრდა თრომბოციტული ფუნქციის ინჰიბირების და გასტროდუოდენალურ ლორწოვან გარსზე ეფექტის შედეგია. ასაპ-მა შესაძლოა გააძლიეროს ისეთი ანტიკოაგულანტების ეფექტი, როგორიცაა ვარფარინი. რეკომენდებული არ არის ასაპ და პერორალური ანტიკოაგულანტების ან ჰეპარინის ერთდროული გამოყენება თერაპიულ დოზებში ან ხანდაზმული ადამიანებისთვის დაკორექტირებულ დოზებში.

სხვა შემთხვევებში ჰეპარინი გამოიყენება სიფრთხილით სისხლდენის მაღალი რისკის გამო.

თუ გარდაუვალია პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენების აუცილებლობა, საჭიროა ნორმალიზაციის საერთაშორისო კოეფიციენტის ხშირი კონტროლი.

–        თრომბოლიზური და ანტითრომბოციტური პრეპარატები

სისხლდენის რისკის გაზრდა თრომბოციტური ფუნქციის ინჰიბირების და გასტროდუოდენალურ ლორწოვან გარსზე ეფექტის შედეგია.

–        სეროტინინის უკუმიტაცების სელექტური ინჰიბიტორები

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაზრდილი რისკი.

–        დიურეტიკები, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები

ასაპ-ებმა შეიძლება შეამციროს დიურეტიკებისა და სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების ეფექტი.  პაციენტებს, რომლებსაც გააჩნიათ თირკმლის დარღვეული ფუნქცია (მაგალითად, გაუწყლოვების მქონე პაციენტები ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე ხანდაზმული პაციენტები), აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების და ციკლოოქსიგენაზის მაინჰიბირებელი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს თირკმელების ფუნქციის შემდგომი ცვლილება, მათ შორის შესაძლოა თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ, შექცევადია. ამგვარად, ასეთი კომბინაციები უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში.

პაციენტების ორგანიზმი, რომლებიც  სოლუკამსა და დიურეტიკებს იღებენ, ადეკვატურად უნდა იყოს ჰიდრატირებული და მათი თირკმლის ფუნქცია  მკურნალობის დაწყების შემდეგ და პერიოდულად შემდგომშიც უნდა მოწმდებოდეს.

–        სხვა ჰიპოტენზიური (მაგალითად, ბეტა-ბლოკატორები)

ასაპ-ის მკურნალობის დროს დაფიქსირდა ჰიპოტენზიური პრეპარატების ეფექტის დაქვეითება სისხლძარღვთა გამაფართოებელი პროსტაგალდინების ინჰიბირების გამო.

–        კალცინევრინის ინჰიბიტორები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი)

კალცინევრინის ინჰიბიტორების ნეფროტოქსიურობა შეიძლება გაძლიერდეს ასაპ-ით და გამოვლინდეს თირკმლის ეფექტებით, რომლებიც განპირობებულია პროსტაგლანდინებით. კომბინირებული მკურნალობის დროს საჭიროა გაკონტროლდეს თირკმელების ფუნქცია. თირკმლის ფუნქციის ხშირი კონტროლი რეკომენდებულია განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

–        საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები

დაფიქსირებულია, რომ ასაპ-ები აქვეითებს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივებს, თუმცა მოითხოვს დამატებით დადასტურებას.

ფარმაკოკინეტიკურიურთი ერთმოქმედებები

 მელოქსიკამისგავლენასხვაპრეპარატებისფარმაკოკინეტიკაზე

–        ლითიუმი

ასაპ ზრდის ლითიუმის პლაზმურ კონცენტრაციას (თირკმლის ლითიუმის ექსკრეციის შემცირების გზით), რასაც  ტოქსიკურ დონემდე მიღწევა შეუძლია.  რეკომენდებული არ არის ლითიუმისა და ასაპ-ების ერთობლივი გამოყენება. თუ ამ კომბინაციის გამოყენება გარდაუვალია, საჭიროა პლაზმური დონის ხშირად  გაკონტროლება მელოქსიკამით მკურნალობის დასაწყისში, დოზის კორექტირებისას ან სოლუკამით მკურნალობის შეწყვეტისას.

–        მეტოტრექსატი

ასაპ-ებმა შესაძლოა დააქვეითოს მეტოტრექსატის მილაკოვანი სეკრეცია და ამგვარად გაზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში. ამასთან დაკავშირებით, ავადმყოფებისთვის, რომლებიც მეტოტრექსატის მაღალი დოზებით მკურნალობენ (15მგ მეტი კვირაში), ასაპ-თან ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ასაპ-ების მეტოტრექსატთან ურთიერთმოქმედების რისკი გათვალისწინებული უნდა იქნას იმ პაციენტებშიც, რომლებიც იყენებენ მეტოტრექსატის დაბალ დოზებს, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თუ კომბინირებული მკურნალობა გარდაუვალია, საჭიროა ჰემოგრამისა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. სიფრთხილეა საჭირო აასპ გამოყენებიდან  3 დღის შემდეგ მეტოტრექსატის გამოყენებისას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, შესაძლებელია მეტოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციის მომატება და   ტოქსიკურობის გაზრდა.

თუმცა მელოქსიკამით თანმხლები მკურნალობისას მეტოტრექსატის (15მგ კვირაში) გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური თვისებები მნიშვნელოვნად არ იყო შეცვლილი. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ასაპ-ით მკურნალობის დროს.

–        ქოლესტირამინი

ქოლესტირამინი აჩქარებს მელოქსიკამის გამოყოფას ენტეროჰეპატური ცირკულაციის შეწყვეტის შედეგად. ამგვარად, მელოქსიკამის კლირენსი 50%-ით იზრდება და ნახევრადგამოყოფის პერიოდი  13+3 საათამდე მცირდება. ამ ურთიერთმოქმედებას კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია.

–        პემეტრექსედი

კრეატინინის კლირენსის 45-დან 79 მლ/წთ-მდე პაციენტებში, მელოქსიკამის პემეტრექსედთან გამოყენების დამთხვევისას,  მელოქსიკამის მიღება უნდა შეწყდეს 5 დღით ადრე პემეტრექსედის მიღებამდე, მიღების დღეს და მიღებიდან 2 დღის შემდეგ. თუ მელოქსიკამის კომბინაცია პემეტრექსედთან გარდაუვალია, პაციენტები ხშირად უნდა გაკონტროლდნენ, განსაკუთრებით მიელოსუპრესიისა და კუჭ-ნაწლავის არასასურველი რეაქციების მხრივ. 45მლ/სთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით პაციენტებში, მელოქსიკამის პემეტრექსედთან ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის.

–        პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ნატეგლინიდი)

მელოქსიკამი თითქმის სრულად გამოიყოფა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გზით, რომელიც დაახლოებით ორი-მესამედით განპირობებულია ციტოქრომული ფერმენტებით (CYP) Р450 (მნიშვნელოვანი გზა CYP 2C9 და უმნიშვნელო გზა CYP 3A4) და ერთი-მესამედით – სხვა გზებით, მაგალითად, პეროქსიდაზური დაჟანგვით. საყურადღებოა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთმოქმედებების შესაძლებლობა მელოქსიკამისა და CYP 2C9-ით და/ან CYP 3A4-ით მეტაბოლიზირებადი პრეპარატების ერთდროული შეყვანისას. CYP 2C9 განპირობებული ურთიერთმოქმედება მოსალოდნელია ისეთ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, როგორიცაა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ნატეგლინიდი); ამგვარმა ურთიერთქმედებამ შეიძლება პლაზმაში  ამ პრეპარატებისა და მელოქსიკამის დონის მომატება გამოიწვიოს.

პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მელოქსიკამსა და სულფონილშარდოვანას პრეპარატებს ან ნატეგლინიდს, ხშირად უნდა კონტროლდებოდნენ ჰიპოგლიკემიის მხრივ.

–        მელოქსიკამისა და ანტაციდების, ციმეტიდინის, დიგოქსინის, ფუროსემიდის ერთდროული დანიშვნისას ურთიერთმოქმედებების მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

 

განსაკუთრებული მითითებები

გვერდითი რეაქციების მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო ყველაზე დაბალი ეფექტური დოზისა და რაც შეიძლება მოლე პერიოდით გამოყენებით.

არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში არ შეიძლება რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო   დოზის გადაჭარბება.  არ უნდა მოხდეს მკურნალობის სქემაში სხვა ასაპ-ის ჩართვა, ვინაიდან ამით შეიძლება გაიზარდოს ტოქსიკურობა, ამასთან არ არსებობს ამგვარი თერაპის უპირატესობებზე რაიმე მტკიცებულებები. თავიდან უნდა იყოს აცილებული  სოლუკამისა და ასაპ-ის, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექცტიური ინჰიბიტორების ერთად გამოყენება.

სოლუკამი რეკომენდებული არ არის მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ გაუმჯობესების სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა თერაპიის კლინიკური ეფექტურობის გადასინჯვა.

რეკომენდებულია ანამნეზში ეზოფაგიტის, გასტრიტის და/ან პეპტიური წყლულის შემთხვევების შესწავლა. საყურადღებოა შესაძლო რეციდივები ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ მელოქსიკამს და გააჩნიათ ამ ტიპის ავადმყოფობის ისტორია.

კუჭ-ნაწლავისეფექტები

ასაპ-ებით მკურნალობის ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამაფრთხილებელი სიმპტომებით, ან მათ გარეშე, კუჭ-ნაწლავის მძიმე დარღვევების არარსებობისაც კი, განვითარდეს კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც გამორიცხული არ არის სასიკვდილო აღმოჩნდეს.

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია ასაპ-ის დოზის გაზრდისას  წყლულოვანი დაავადების ისტორიით, კერძოდ, გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით პაციენტებში, და ხანდაზმულებში. ამ ჯგუფის პაციენტებში სოლუკამით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს მინიმალური დოზით. ასეთი პაციენტებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვინც საჭიროებს აცეტილსალიცილის მჟავის დაბალი დოზების ან კუჭ-ნაწლავის გართულებების რისკის სხვა პრეპარატების ერთად გამოყენებას, საყურადღებოა კუჭის დამცავი საშუალებებით კომბინირებული თერაპია (მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით).  

კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის მქონე ისტორიის პაციენტებმა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, ნებისმიერი უჩვეულო აბდომინალური სიმპტომების შემთხვევაში  (განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შემთხვევაში) უნდა აცნობონ ექიმს.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომელთა გავლენითაც შესაძლებელია წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკის მომატება, მაგალითად,  სათანადო ჩვენებით ან  გერიატრიაში ჰეპარინის, ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი გამოყენება ან სხვა ასაპ, აცეტილსალიცილის მჟავა  (გამოყენებული > 1 გ ერთჯერადი დოზით  ან > 3 გ სადღეღამისო დოზით).

კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულის განვითარების შემთხვევაში  უნდა შეწყდეს სოლუკამით მკურნალობა.

ასაპ  სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც გააჩნიათ კუჭ-ნაწლავის დაავადებების ისტორია (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ვინაიდან შესაძლოა ამ მდგომარეობების გართულება.

გულსისხლძარღვთადაცერებროვასკულარულიეფექტები

ანამნეზში ჰიპერტონიითა და/ან გულის მსუბუქიდან ზომიერამდე შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, საჭიროა შესაბამისი კონტროლი და კონსულტაციები, ვინაიდან კვლევითი ანგარიშების თანახმად, ასაპ-ებით მკურნალობა იწვევს სითხის შეკავებასა და შეშუპებებს.

რისკის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის კლინიკური კონტროლი   მკურნალობის დასაწყისში და, განსაკუთრებით, სოლუკამით მკურნალობის დროს.

კლინიკური კვლევებისა და ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ზოგიერთი ასაპ-ის გამოყენებამ, მელოქსიკამის ჩათვლით (განსაკუთრებით მაღალი დოზებითა და ხანგრძლივ მკურნალობაში), შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზული გართულებების რისკის მომატება (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი).

არსებული მონაცემები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ სოლიკამისთვის ასეთი რისკი გამოირიცხოს.

არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიული დაავადების და/ან ცერებროვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებმა, სოლუკამი უნდა გამოიყენონ მხოლოდ რისკი/სარგებელი შეფასების საფუძველზე. ანალოგიური შეფასება უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორების (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა) მქონე პაციენტებში.

კანისრეაქციები

მელოქსიკამის გამოყენებისას დაფიქსირდა გამოვლინებები კანის რეაქციების შესახებ, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს, მათ შორისაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. პაციენტები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ და ყურადღებით უნდა დააკვირდნენ კანის რეაქციების გამოვლინებას. სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის გაჩენის უფრო მეტი რისკი აღინიშნებოდა მკურნალობის პირველ კვირეებში.

სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის  (მაგალითად, პროგრესული კანის გამონაყარი, ხშირად ბუშტუკების ან ლორწოვანი გარსის დაზიანების თანხლებით) შემთხვევაში, სოლუკამით მკურნალობა უნდა შეწყდეს. სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის კონტროლისას საუკეთესო შედეგები მიიღება ადრეული დიაგნოსტიკის დროსა და ნებისმიერი საეჭვო თერაპიის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შედეგად. პროგნოზის ხარისხი დამოკიდებულია მკურნალობის ადრეულ შეწყვეტაზე.

თუ პაციენტს სოლუკამით მკურნალობის დროს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მაშინ პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს მელოქსიკამის შემცველი პრეპარატი.

ღვიძლისადათირკმლისფუნქციებისპარამეტრები

როგორც სხვა ასაპ-ს შემთხვევაში, დაფიქსირებულია შრატში ტრანსამინაზების, შრატის ბილირუბინის ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების შემთხვევითი მომატების შესახებ მონაცემები, აგრეთვე შრატში კრეატინინის, შარდოვანასა და ლაბორატორიული ანალიზების სხვა ცვლილებათა შესახებაც. უმეტეს შემთხვევაში, მომატება უმნიშვნელო და გარდამავალი იყო. თუ ეს ანომალიები არსებითი ან მუდმივია, სოლუკამის გამოყენება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შეფასების ანალიზები.

თირკმელებისფუნქციურიუკმარისობა

ასაპ-ებმა, თირკმლის პროსტაგლანდინების სისხლძარღვთაგამაფართოებელი ეფექტის ინჰიბირების გზით, შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დეკომპენსაციები გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითებით. ეს გვერდითი ეფექტი დამოკიდებულია შესაყვან დოზაზე. მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემდეგ, რეკომენდებულია დიურეზისა და ღვიძლის ფუნქციის ხშირი მონიტორინგი პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ რისკის შემდეგი ფაქტორები:

- ხანდაზმული პირები;

- პაციენტები გაუწყლოვანებით;

- პაციენტები, რომლებიც იმავდროულად იღებენ  აგფ ინჰიბიტორებს, ანჰიოტენზინი II-ის რეცეპტორის ბლოკატოორებს, დიურეტიკებს;

- ფართო ოპერაციულ ჩარევის შემდგომ,  რაც შეიძლება ჰიპოვოლემიის მიზეზი იყოს;

- გულის შეგუბებითი უკმარისობა;

- თირკმლის უკმარისობა;

- ნეფროზული სინდრომი;

- მგლურას ნეფრიტი;

- ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (შრატის ალბუმინი < 25 გ/ლ ან > 10 ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით).

იშვიათ შემთხვევაში, ასაპ-მა შეიძლება გამოიწვიოს ინტერსტიციალური ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის მედულარული ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომი.  ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის პაციენტებისთვის, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, სოლუკამის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5მგ-ს. თირკმლის ზომიერი ან მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტები (კრეატინინის კლირენსი 25მლ/წთ მეტი) დოზის შემცირებას არ საჭიროებენ.

ნატრიუმიკალიუმიდაწყლისშეკავება

ასაპ-ებმა შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმისა და წყლის შეკავება და ხელი შეუშალოს დიურეზული საშუალებების ნატრიუმურეზიულ მოქმედებას. შედეგად პაციენტებს, რომლებიც ამ ეფექტებს განიცდიან, შეიძლება გაუძლიერდეთ ან გაუმწვავდეთ გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია. რისკის ჯგუფის პაციენტებისთვის რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი.

ჰიპერკალიემია შეიძლება გამოწვეული იყოს დიაბეტით ან პრეპარატების იმავდროული გამოყენებით, რომლებიც შესაძლოა ზრდიდეს შრატში კალიუმის დონეს. ამ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს კალიუმის მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი.

 

სხვა გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ხანდაზმულ ადამიანებსა და დასუსტებულ პაციენტებს უფრო მძიმედ გადააქვთ გვერდითი ეფექტები და ესაჭიროებათ  უფრო ხშირი კონტროლი. როგორც სხვა ასაპ, სოლუკამი სიფრთხილით უნდა მიიღონ ხანდაზმულმა პაციენტებმა, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ  თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობის რისკ-ჯგუფს. ხანდაზმულ პაციენტებში ასაპ-ის მიმართ უფრო მაღალია გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პოტენციურად სასიკვდილო პერფორაცია.

სოლუკამმა, ნებისმიერი სხვა ასაპ-ის მსგავსად, შეიძლება შენიღბოს ძირითადი ინფექციური დაავადების სიმპტომები.

ყველა ინტრამუსკულარულად შესაყვანი ასაპ-ის მსგავსად, სოლუკამის შემთხვევაშიც, ინექციის ადგილას შეიძლება გაჩნდეს აბსცესები ან ნეკროზი.

პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის 1 მმოლ-ზე ნაკლებს (23 მგ), 1.5 მლ ამპულა პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

შეთავსებაზე კვლევების არარსებობის გამო, რეკომენდებული არ არის ამ სამკურნალო საშუალების შერევა სხვა პრეპარატებთან.

 

ფერტილობაორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ფერტილობა

სოლუკამის, როგორც სხვა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენება, რომელიც აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლადინების სინთეზს, შეიძლება აისახოს რეპროდუქციულ უნარზე და რეკომენდებული არ არის ქალბატონებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.

სოლუკამის მიღების შეწყვეტა განხილული უნდა იქნას ქალებისათვის, რომლებიც  გამოირჩევიან ჩასახვის პრობლემებით ან ექვემდებარებიან უშვილობასთან დაკავშირებით კვლევებს.

ორსულობა

სოლუკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება შეიძლება ნეგატიურად აისახოს ორსულობაზე და/ან ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მიღების შედეგად ორსულობის შეწყვეტის, გულის მანკებისა და გასტროშიზისის მაღალ რისკზე.

ორსულობის მესამე ტრიმესტრის პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორის გამოყენება შესაძლოა იწვევდეს:

- გულ-ფილტვის ტოქსიურობას (ბოტალოვის სადინარის ნაადრევი დახურვითა და ფილტვის ჰიპერტენზიით);

- თირკმელების ფუნქციის დარღვევას, რომელიც შეიძლება პროგრესირებდეს თირკმლის უკმარისობამდე;

ორსულობის ბოლოს დედასა და ნაყოფზე:

- სისხლდენის დროის შესაძლო გაზრდას, ანტიაგრეგაციის ეფექტს, რომელიც შეიძლება განვითარდეს  ძალიან დაბალი დოზების შემთხვევაშიც კი;

- საშვილოსნოს შეკუმშვის შეფერხებას, რაც იწვევს მშობიარობის შეყოვნებას ან მშობიარობის გახანგრძლივებას.

ლაქტაციისპერიოდი

ცნობილია, რომ ასაპ-ები აღწევს დედის რძეში. თუმცა სოლუკამზე ამ მხრივ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ  საჭიროა თავიდან იქნას აცილებული მისი გამოყენება მეძუძურ ქალებში.

 

სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე გავლენის შესახებ კვლევები არ არის ჩატარებული. მიუხედავად ამისა, პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ ისეთი არასასურველი ეფექტების შესაძლო გამოვლინებებზე, როგორიცაა მხედველობის დარღვევა, მათ შორის მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები. აღნიშნული ნებისმიერი  გვერდითი ეფექტის განვითარების  შემთხვევაში, რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვასა და  პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობაზე უარის თქმა.

 

დოზის გადაჭარბება

ასსპ  ჭარბი დოზის შემთხვევაში მწვავე სიმპტომები როგორც წესი, ვლინდება მოდუნებით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით და ეპიგასტრალურ არეში ტკივილით. ეს სიმპტომები  ჩვეულებრივ, შექცევადია ხელშემწყობი მკურნალობის დახმარებით. გარდა ამისა, ადგილი აქვს კუჭ-ნაწლავურ სისხლდენებს. მძიმე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის დისფუნქცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და გულის გაჩერება.

ასაპ-ებით მკურნალობისას ცნობილია ანაფილაქსოიდური რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბების შედეგად.

მკურნალობა: სიმპტომური და ხელშემწყობი. სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. კლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იქნა, რომ ქოლესტირამინის 4გ 3-ჯერ დღეში დოზით გამოყენებამ  შეიძლება დააჩქაროს მელოქსიკამის გამოყოფა.

 

ფორმა და შეფუთვა

ხსნარი ინტრამუსკულარული ინექციისთვის, 15მგ/1.5მლ, მოთავსებულია უფერული მინის ამპულებში გადასატეხი რგოლით.

თითოეულ ამპულას დაკრული აქვს ეტიკეტი.

კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში მოთავსებულია 3 ამპულა.

1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 

შენახვისვადა

4 წელი

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი

რომფარმ ილაჩ სან, ვე ტიკ, ლტდ, შტი., თურქეთი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნექსტრა გრუპი, თბილისი, საქართველო.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (142 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2027-10-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2028-06-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2027-10-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2028-06-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2027-10-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2028-06-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2028-06-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2028-06-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2028-06-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2028-06-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2028-06-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2028-06-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2027-10-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2028-06-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2027-10-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2028-06-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2028-06-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2028-06-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2027-10-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2028-06-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2028-06-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2028-06-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2028-06-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2027-10-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2028-06-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2028-06-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2027-10-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2028-06-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2028-06-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2028-06-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2028-06-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2028-06-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2028-06-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2027-10-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2028-06-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2028-06-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2028-06-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2028-06-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2028-06-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2028-06-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2028-06-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2028-06-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2027-10-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2028-06-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2028-06-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2028-06-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2028-06-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2028-06-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2028-06-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2028-06-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2028-06-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2028-06-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2028-06-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2028-06-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2028-06-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2028-06-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2028-06-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2028-06-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2028-06-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2028-06-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2028-06-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2028-06-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2028-06-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2028-06-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2028-06-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2028-06-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2028-06-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2028-06-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2028-06-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2028-06-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2028-06-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2028-06-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2028-06-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2028-06-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2028-06-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2028-06-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2028-06-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2027-10-01

რეგიონი (196 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2027-10-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2027-10-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2028-06-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2028-06-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2028-06-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2028-06-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2028-06-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2028-06-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2028-06-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2028-06-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2027-10-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2028-06-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2028-06-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2028-06-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2028-06-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2027-10-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2027-10-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2028-06-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2028-06-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2028-06-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2028-06-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2028-06-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2028-06-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2028-06-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2028-06-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2028-06-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2027-10-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2028-06-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2028-06-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2028-06-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2028-06-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2027-10-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2027-10-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2027-10-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2028-06-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2028-06-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2028-06-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2028-06-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2028-06-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2027-10-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2028-06-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2028-06-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2027-10-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2028-06-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2027-10-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2028-06-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2028-06-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2028-06-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2028-06-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2028-06-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2028-06-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2028-06-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2028-06-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2028-06-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2027-10-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-10-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2027-10-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2028-06-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2028-06-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2028-06-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2028-06-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2028-06-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2028-06-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2028-06-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2028-06-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2028-06-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2028-06-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2028-06-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2028-06-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2028-06-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2027-10-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2028-06-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2028-06-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2028-06-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2028-06-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2028-06-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2028-06-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2028-06-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2028-06-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2028-06-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2028-06-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2028-06-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2028-06-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2028-06-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2028-06-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2028-06-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2027-10-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2027-10-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2028-06-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2028-06-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2028-06-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2028-06-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2028-06-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2028-06-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2027-10-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-10-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2028-06-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2028-06-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2028-06-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2028-06-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2028-06-01