დროტავერინი 2% 2მლ #10 ამპ

დროტავერინი 2% 2მლ #10 ამპ

4.10 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დროტავერინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 12591
გააზიარე:

დროტავერინი 2% 2მლ #10 ამ

სავაჭრო დასახელება: დროტავერინი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დროტავერინი/Drotaverine.

 

შემადგენლობა

ერთი ამპულა (პრეპარატის 2 მლ) შეიცავს

მოქმედნივთიერება: დროტავერინის ჰიდროქლორიდი – 0,04 გ.

დამხმარენივთიერებები: ნატრიუმის ტექნიკური პიროსულფატი, ნატრიუმის 3-წყლიანი გოგირდწყალბადი, ძმარმჟავა 99,8%, საკვები ნედლეულისგან დამზადებული ეთილის სპირტი - რექტიფიკატი 96,43%, საინექციო წყალი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სპაზმოლიზური საშუალება.

 

მიღების ჩევენება

თირკმლის კოლიკა, ნაღვლის ბუშტის კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ჰიპერკინეტიკური ტიპის დისკინეზია, ქოლეცისტიტი, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი; პიელიტი, სპასტიური ყაბზობა, სპასტიური კოლიტი, პროქტიტი, ტენეზმები, პილოროსპაზმი, გასტროდუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

ენდარტერიტი, პერიფერიული და კორონარული არტერიების სპაზმები. ალგოდისმენორეა, მოსალოდნელი აბორტი, მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა; საშვილოსნოს ყელის სპაზმი მშობიარობის დროს, მშობიარობის შემდგომი ჭინთვები.

ზოგიერთი ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარებისას (ქოლეცისტანგიოგრაფია).

 

გამოყენების მეთოდი და დოზები

ი/ვ 40-80 მგ დღეში 1-3- ჯერ. თირკმლის და ნაღვლის ბიუშტის კოლიკის დროს   - ი/ვ ნელა, 40-80 მგ. 6 წლამდე ბავშვები – ერთჯერადი დოზით 10-20 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 120 მგ; 6-12წელი, ერთჯერადი დოზა – 20 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 200 მგ; დანიშნვის ჯერადობა – 1-2- ჯერ დღეში.

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა; ღვიძლის, თირკმლის და გულის გამოხატული უკმარისობა; II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენული შოკი, არტერიული ჰიპოტენზია. სიფრთხილით – კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ლაქტაციის პერიოდი, ორსულობა (I ტრიმესტრი).     

 

გვერდითი ეფექტები

თავბრუსხვევა, გულისცემის და ცხელების შეგრძნება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, არტერიული წნევის შემცირება, კანის ალერგიული რეაქციები. ინტრავენური შეყვანისას – კოლაფსი, AV ბლოკადა, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.

 

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, ლაქტაციის პერიოდში, ორსულობისას (I ტრიმესტრი).

     

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერთდროული გამოყენებისას დროტავერინს შეუძლია შეასუსტოს ლევოდოპის ანტიპარკინსონული ეფექტი.

 

უსაფრთხოების მეთოდები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზისას, დახულკუთხოვანი გლაუკომისას და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისას.

 

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

 

განსაკუთრებული მითითებები

საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ავადმყოფებში, კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზისას.

 

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ  

დროტავერინი გამოიყენება წყლულის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან   კომბინაციაში. პრეპარატის პარენტერული შეყვანიდან 1 საათის განმავლობაში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისგან, ასევე ყურადღების მომატებული კონცენტრაციის და სწრაფი ფსიქო-მოტორული რეაქციების მომთხოვნი საქმიანობისგან.

 

ჭარბიდოზირება

სიმპტომები: არღვევს წინაგულ-პარკუჭოვან გამტარებლობას, აქვეითებს გულის კუნთის აგზნებადობას, შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, სუნთქვის ცენტრის დამბლა.

 

გამოშვების ფორმა

2% საინექციო ხსნარი, 2 მლ ამპულები.

 

შენახვის პირობები  

სია ბ. 15-25 °C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული თარიღის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

 

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა

ბელარუსიის რესპუბლიკა

მინსკის ოლქი, ქალაქი ბორისოვი, ჩაპაევის ქუჩა 64/27.