ფეროგრადი 325მგ #30ტ გახანგრ
გააზიარე:
ფეროგრადი 325 მგ
გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები
უწყლორკინისსულფატი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან
ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა, თქვენ მაინც სიფრთხილით უნდა მიიღოთ
ფეროგრადის ტაბლეტები საუკეთესო შედეგების მისაღებად.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- მეტი ინფორმაციის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
- თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება 4 კვირის შემდეგ, უნდა მიმართოთ
ექიმს.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდება, ან თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით
მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან
ფარმაცევტს.
ინსტრუქციისშინაარსი:
1. რა არის ფეროგრადის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
2. ფეროგრადის ტაბლეტების მიღებამდე
3. როგორ მიიღება ფეროგრადის ტაბლეტები
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება ფეროგრადის ტაბლეტები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რაარისფეროგრადისტაბლეტებიდარისთვისგამოიყენებაისინი
პრეპარატის სახელწოდებაა ფეროგრადის გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტები.
ფეროგრადი არის გახანგრძლივებული მოქმედების, შემოგარსული ტაბლეტები, რომლებიც
შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს- უწყლო რკინის სულფატს.
ფეროგრადი არის რკინის დანამატი. მისი გამოყენება აღწერილია ქვემოთ.
რისთვისგამოიყენებაფეროგრადი?
ფეროგრადი არის რკინის დანამატი, რომელიც გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის
პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ფეროგრადი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომელიც
დიაგნოსტირებულია ლაბორატორიული გამოკვლევებით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ფეროგრადის გამოყენება შეიძლება ორსულების მიერ, მაგრამ მხოლოდ ორსულობის
პირველი ცამეტი კვირის შემდეგ. ტაბლეტში შემავალი კონტროლირებადი გამოყოფის
სისტემა უზრუნველყოფს რკინის გამოყოფას რამდენიმე საათის განმავლობაში და ამცირებს
კუჭის გაღიზიანების ალბათობას. კონტროლირებადი გამოყოფის სისტემა შედგება
უვნებელი უჯრედოვანი პლასტმასისგან, რკინის შემცველი ათასობით ვიწრო არხებით.
როდესაც ტაბლეტი გადის კუჭსა და ნაწლავებში, გამონთავისუფლდება რკინა, ხოლო
ცარიელი უჯრედოვანი სტრუქტურა გამოიყოფა განავალში.
2. ფეროგრადის ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ ფეროგრადის ტაბლეტები
- თუ გაქვთ ალერგია რკინის სულფატზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტზე
(იხილეთ პუნქტი 6)
- თუ ხართ 12 წლამდე ასაკის
- თუ გითხრეს, რომ გაქვთ ნაწლავის გაუვალობა ან ნაწლავის დივერტიკულური დაავადება,
ან თუ უკვე იღებთ რკინის შემცველ მედიკამენტებს
- თუ გაქვთ რკინასთან დაკავშირებული პრობლემები (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი,
რკინით გადატვირთვის სინდრომი).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფეროგრადის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
• გაქვთ რკინასთან დაკავშირებული პრობლემების ოჯახური ისტორია (ჰემოქრომატოზი,
ჰემოსიდეროზი, რკინით გადატვირთვის სინდრომები)
• გაქვთ ყლაპვის გაძნელება. პირის ღრუს დაწყლულების და კბილების გაუფერულების
საშიშროების გამო, არ შეიძლება ტაბლეტების დაწუწვნა, დაღეჭვა ან გაჩერება პირში.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
• თუ შემთხვევით გადაგცდათ ტაბლეტი, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, რადგან
ტაბლეტის სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში არსებობს წყლულების და ბრონქების
შევიწროების რისკი. ამან შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ხველა, სისხლიანი ხველა და/ან
ქოშინის შეგრძნება, მაშინაც კი, თუ გადაცდენა მოხდა ამ სიმპტომების გამოვლენამდე
რამდენიმე დღით ან თვით ადრე. ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ გამოკვლევა, რათა
დარწმუნდეთ, რომ ტაბლეტი არ აზიანებს თქვენს სასუნთქ გზებს.
სხვა მედიკამენტების მიღება
გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა
პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, გთხოვთ მიმართოთ ექიმს
ფეროგრადის მიღებამდე;
- ანტიბიოტიკები ინფექციებისთვის, როგორიცაა ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები
- საჭმლის მონელების საშუალებები, როგორიცაა ანტაციდები და კალციუმის, თუთიის და
ფოსფორის პრეპარატები
- ქინოლონის ანტი-ინფექციური საშუალებები, როგორიცაა ციპროფლოქსაცინი,
ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი
- ლევოთიროქსინი, როგორც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატი
- მეთილდოპა მაღალი არტერიული წნევისთვის
- ლევოდოპა პარკინსონის დაავადებისთვის
- პენიცილამინი ართრიტისთვის
- ასკორბინის ან ლიმონის მჟავები, რადგან ისინი ზრდიან რკინის შეწოვას
თუ ექიმი გეტყვით, რომ შეგიძლიათ გააგრძელოთ ფეროგრადის მიღება რომელიმე ზემოთ
ჩამოთვლილ მედიკამენტთან ერთად, გთხოვთ, დაიცვათ 2-3 საათიანი ინტერვალი
ფეროგრადის C-ის მიღებასა და სხვა მედიკამენტების მიღებას შორის (ან 4 საათიანი
ინტერვალი ქინოლონის ანტი-ინფექციური საშუალებების შემთხვევაში).
ფეროგრადის შეწოვა შეიძლება შემცირდეს ჩაის, ყავის, რძის, კვერცხის, მარცვლეულის და
საკვები ბოჭკოების ერთდროული მიღებისას, ამიტომ ფეროგრადის მიღება უნდა მოხდეს ამ
პროდუქტების მიღებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ფეროგრადის ტაბლეტები ორსულობის პირველი ცამეტი კვირის განმავლობაში.
ორსულობის პირველი ცამეტი კვირის შემდეგ ფეროგრადის მიღებამდე გაიარეთ
კონსულტაცია ექიმთან, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ რკინის სხვა დანამატი, რომელიც
ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას.
ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევა ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, თუ თქვენ
აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას.
ავტომობილის და დანადგარების მართვა
ფეროგრადი გავლენას არ ახდენს ავტომობილის ან დანადგარების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფეროგრადის ტაბლეტების ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის (ლაქტოზას) მიმართ, ამ
სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს პროდუქტი შეიცავს საღებავს სანსეტ ყვითელს FCF (E110), რამაც შეიძლება გამოიწვიოს
ალერგიული რეაქციები ასთმის ჩათვლით; ალერგია უფრო ხშირია იმ ადამიანებში,
რომლებსაც აქვთ ალერგია ასპირინზე.
3. როგორ მიიღება ფეროგრადის ტაბლეტები
მიიღეთ ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის წინ. მიუხედავად იმისა, რომ რკინის პრეპარატები
საუკეთესოდ შეიწოვება ცარიელ კუჭზე, მათი მიღება ასევე შესაძლებელია საკვებთან ერთად
კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების შესამცირებლად. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად
წყლის მიყოლებით. არ დაწუწნოთ, არ დაღეჭოთ და არ გააჩეროთ ტაბლეტი პირში.
ფეროგრადი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ფეროგრადის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ, მიმართეთ
ექიმს დამატებითი რჩევისთვის.
თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ ფეროგრადის ტაბლეტებს, ვიდრე საჭიროა
თუ შემთხვევით მიიღეთ ერთზე მეტი ტაბლეტი ერთ დღეში ან თუ ბავშვმა მიიღო
ტაბლეტები, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფეროგრადის ტაბლეტების მიღება
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება ერთი ან მეტი დღის განმავლობაში, გააგრძელეთ ერთი
ტაბლეტის მიღება ყოველდღე. არ მიიღოთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ყველა მედიკამენტმა, ფეროგრადის ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს
გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. შეიძლება განვითარდეს
შემდეგი ეფექტებიდან ზოგიერთი:
- ფეროგრადის მიღებისას განავალმა შეიძლება მიიღოს შავი ფერი. თუ იტარებთ ანალიზს
განავალში სისხლის გამოვლენისთვის, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ფეროგრადს, რადგან
შავმა განავალმა შეიძლება გამოიწვიოს ანალიზის არასწორი შედეგი.
- ალერგიული რეაქცია (კანის ქავილი და იშვიათ შემთხვევებში სახის და პირის ღრუს
ლორწოვანი გარსის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება ან გონების დაკარგვა). ამ
სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და
მიმართეთ ექიმს
- გულისრევა
- ღებინება
- კუჭის ტკივილი
- დიარეა
- ყაბზობა
- აღინიშნა ჰემატემეზი (სისხლი ღებინებისას) და ილეუსი (ნაწლავების გაუვალობა).
უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)
- პირის ღრუში წყლული (არასწორი გამოყენების შემთხვევაში, ტაბლეტების ღეჭვის,
დაწუწვნის ან პირის ღრუში გაჩერებისას)
ტაბლეტის უჯრედოვანმა ნაწილმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ხანდაზმულებში ან
ყაბზობის მქონე ადამიანებში. მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება თქვენთვის
პრობლემას წარმოადგენდეს.
ყველა პაციენტს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებს და პაციენტებს, რომლებსაც
უჭირთ ყლაპვა, შეიძლება ასევე ჰქონდეს ყელის ან საყლაპავის (მილის, რომელიც
აკავშირებს თქვენს პირის ღრუს კუჭთან) წყლულის რისკი. თუ ტაბლეტი მოხვდება სასუნთქ
გზებში, შეიძლება არსებობდეს ბრონქების (ფილტვებში ჰაერის ძირითადი გასასვლელების)
დაწყლულების რისკი, რაც გამოიწვევს ბრონქების შევიწროებას.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს
მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ
ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები პირდაპირ
HPRA Pharmacovigilance, Earlsfort Terrace, IRL - Dublin 2; ტელ: +353 1 6764971; ფაქსი: +353 1
6762517.
ვებგვერდი: www.hpra.ie; ელ-ფოსტა:[email protected]. გვერდითი ეფექტების
ინფორმირებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ
მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება ფეროგრადის ტაბლეტები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება
ფატალური იყოს.
არ გამოიყენოთ ეს ტაბლეტები გამოყენების (ვარგისობის) ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც
დაბეჭდილია კოლოფზე და ტაბლეტების ზოლის კიდეზე. ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის
ბოლო დღეს. თუ ტაბლეტები ვადაგასულია, დაუბრუნეთ თქვენს ფარმაცევტს და,
საჭიროების შემთხვევაში, მიიღეთ კიდევ რამდენიმე ტაბლეტი.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება - შეიცავს რკინას.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ
თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ფეროგრადის ტაბლეტები
ფეროგრადის თითოეული ტაბლეტი შეიცავს უწყლო რკინის სულფატს 325 მგ
(ექვივალენტურია 105 მგ ელემენტური რკინის), როგორც აქტიურ ინგრედიენტს
კონტროლირებადი გამოშვების Gradumet-ის ფორმით.
სხვა ინგრედიენტებია: მეთილაკრილატის მეთილმეთაკრილატის კოპოლიმერი (1:1),
ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხ. პუნქტი 2), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა,
ეთილცელულოზა, ნატრიუმის საქარინი, ტრიეთილის ციტრატი, სორბიტანის ოლეატი,
სუფთა აბუსალათინის ზეთი , ტიტანის დიოქსიდი (E171) ერითროზინი (E127) და სანსეტ
ყვითელი FCF (E110) (იხ. პუნქტი 2).
ფეროგრადის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ფეროგრადი ხელმისაწვდომია (3x10) ტაბლეტის შემცველ მუყაოს კოლოფში, ალ/პვქ
ბლისტერში. ტაბლეტების გარეგნობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, წითელი ტაბლეტები
სავაჭრო ნებართვის მფლობელის დასახელება და მისამართი
TEOFARMA S.r.l.
Via F.lli Cervi, 8
27010 Valle Salimbene (PV) - იტალია
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
TEOFARMA S.r.l.
Viale Certosa, 8/A
27100 პავია - იტალია
გახსოვდეთ:
ეს ინსტრუქცია შეიცავს თქვენი მედიკამენტის შესახებ არსებული ინფორმაციის შეჯამებას.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ან არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს.
ეს ინსტრუქცია ეხება მხოლოდ ფეროგრადის ტაბლეტებს და ის გადაიხედა 2018 წლის
აგვისტოში.