დესმოპრესინი 0.01% 5მლ წვეთ.ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დესმოპრესინი ცხვირის წვეთები
გენერიული დასახელება: Desmopressin
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 მლ ხსნარი შეიცავს 0,1 მგ დესმოპრესინს
დამხმარე ნივთიერებები : ქლორბუტანოლი , ნატრიუმის ქლორიდი , მარილმჟავა , გამოხდილი წყალი .
1 მლ ხსნარი შეიცავს 20 წვეთს . ხსნარის 1 წვეთი შეიცავს დაახლოვებით 5 მკგ
აქტიურ ნივთიერებას . ფლაკონი შეიცავს 100 წვეთს.
ფორმა: ცხვირის წვეთები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდიურეზული საშუალება (ჰორმონი)
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
დესმოპრესინი წარმოადგენს ჰიპოფიზის უკანა წილის ბუნებრივი ჰორმონის - არგინინ - ვაზოპრესინის (ანტიდიურეზული ჰორმონის ) სინთეზურ ანალოგს . ვაზოპრესინისაგან განსხვავებით , ძლიერი ანტიდიურეზულიაქტივობის დროს , დესმოპრესინი ხასიათდება ნაკლებად გამოხატული მოქმედებით სისხლძარღვების და შინაგანიორგანოების გლუვ კუნთოვან ქსოვილზე , რაც განპირობებულია დესმოპრესინის მოლეკულის სტრუქტურულიცვლილებით ბუნებრივი ვაზოპრესინისაგან განსხვავებით : 1- ცისტეინის დეზამინირება და 8-L - არგინინის შეცვლა 8-D - არგინინით .
ფარმაკოკონეტიკა:
ორგანიზმში შეყვანისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება და ვაზოპრესინაცეტატის სახით აღწევს სისხლში .ანტიდიურეზული ეფექტი იწყება პრეპარატის მიღებიდან 30 წთ - ის შემდეგ . 10-20 მკგ დესმოპრესინის ინტრანაზალური გამოყენება უმრავლეს ავადმყოფებში უზრუნველყოფს ანტიდიურეზული ეფექტისხანგრძლივობას 8-12 სთ - ის განმავლობაში .
პრეპარატის ტოქსიურობა ძალიან დაბალია . დესმოპრესინის ტერატოგენული და მუტაგენური მოქმედებაგამოვლენილი არ არის .
დესმოპრესინის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში ხდება მისი მიღებიდან 15-30 წთ - ის შემდეგ .პრეპარატის ბიოშეღწევადობა მისი ინტრანაზალური გამოყენებისას შეადგენს 3-6%- ს . მაქსიმალურიკონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 60 წთ - ის შემდეგ . დესმოპრესინის ბიოტრანსფორმაციახდება ღვიძლში , რაც დაკავშირებულია დისულფიდური ხიდაკის გახლეჩვით ფერმენტტრანსჰიდროგენაზას ზემოქმედებით . დესმოპრესინი ბუნებრივი ანტიდიურეზული ჰორმონისაგანგანსხვავებით შედარებით ნელა იშლება . ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით .
პრეპარატის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ - ს .
ჩვენება:
- ცენტრალური წარმოშობის ( diabetes insipidus) უშაქრო დიაბეტი ;
- ღამის პირველადი ენურეზი თირკმელების ნორმალური კონცენტრაციული ფუნქციის მქონე 5 წლის ასაკის ზემოთ პაციენტებში ;
- ცენტრალური წარმოშობის ( ტრავმის , დაავადების ან ოპერაციული ჩარევის შედეგად ც . ნ . ს - ზე ) მწვავე პოლიურია;
- ტესტი თირკმელების კონცენტრაციული ფუნქციის განსაზღვრისათვის .
წინააღმდეგჩვენება:
პლაზმის დაქვეითებული ოსმოლარობით მიმდინარე ყველა მდგომარეობები , ფსიქოგენური ან ჩვეული პოლიდიფსიის ჩათვლით ;
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა ;
ორგანიზმის მიერ სითხის გამოყოფის შეფერხება ;
ანურია და სხვა მდგომარეობები , რომლებიც საჭიროვებენ დიურეზული საშუალებების გამოყენებას;
პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა .
სიფრთხილე:
დესმოპრესინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
- 1 წლამდე ასაკის ბავშვების და ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა;
- პაციენტის ორგანიზმში ელექტროლიტური დისბალანსის არსებობა;
- ქალას შიდა წნევის მომატების პოტენციური საშიშროება.
ღამის ენურეზის მკურნალობის და თირკმელების კონცენტრაციული ფუნქციის გამოკვლევის დროს პაციენტსეკრძალება რაიმე სითხის მიღება 1 სთ - ით ადრე და 8 სთ - ის შემდეგ პრეპარატის გამოყენებიდან . წყურვილისშემთხვევაში , შესაძლებელია არა უმეტეს 200 მლ სითხის მიღება ზემოთ მითითებული დროის პერიოდისგანმავლობაში .
სითხეზე მოთხოვნილების გაზრდის აუცილებლობის შემთხვევაში ( მაგ . ცხელების დროს ) საჭიროა პრეპარატითმკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია .
დღის განმავლობაში სითხის მიღების შეზღუდვა ან სითხეზე მოთხოვნილების ჩვეულებრივი რეჟიმის დარღვევარეკომენდებული არ არის .
ღამის ენურეზის მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია შარდის ოსმოლარობის კონტროლი . აუცილებლობისშემთხვევაში საჭიროა პლაზმის ოსმოლარობის განსაზღვრა .
რადგან პრეპარატს იყენებენ ინტრანაზალური წვეთების სახით , ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებმა ,მწვავე და ქრონიკული ანთებების ჩათვლით , შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში შემავალი პრეპარატის რაოდენობისცვლილება . აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა მისაღები წვეთების რაოდენობის შეცვლა .
პრეპარატის გამოყენება უარყოფით გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მძღოლებზე და იმ პირებზე , რომელთამუშაობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას .
ორსულობა და ლაქტაცია:
აღნიშნულ პერიოდში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენები არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დესმოპრესინის გამოყენება ინდომეტაცინის მიღების ფონზე , რომელიც იწვევს ანტიდიურეზული ჰორმონის მიმართთირკმელების რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებას , მიმდინარეობს შედარებით გამოხატული ეფექტით .
ჰიპოფიზის ფუნქციის ნაწილობრივი ან მთლიანი შენარჩუნების შემთხვევაში , დესმოპრესინის ეფექტი ძლიერდება იმპრეპარატებთან კომბინაციით , რომლებიც ასტიმულირებენ თავიანთი ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციას -ტრიციკლური ანტიდეპრესანტები , ქლორპროპამიდი , კარბამაზეპინი და კლოფიბრატი .
გვერდითი მოვლენები:
ნაკლებად გამოხატულია , იშვიათია და პრეპარატის დოზის შემცირების შემდეგ სწრაფად ქრება . სხვა გვერდითმოვლენებთან შედარებით ხშირად გვხვდება : თავის ტკივილი , გულისრევა , ტკივილი კუჭის არეში , სურდო ,ცხვირიდან სისხლდენა . იშვიათად - კანზე ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე .პრეპარატით მკურნალობამ სითხის მიღების შეზღუდვის გარეშე შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში წყლისშეფერხება , რაც ვლინდება სხეული წონის მომატებით , შეშუპებებით , სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობისშემცირებით .
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის ჩაწვეთება წარმოებს პაციენტის თავის მცირედ უკან გადახრით და უშუალოდ ცხვირის ნესტოს მხარესძგიდის მიმართულებით . წვეთების რაოდენობის განსაზღვრა ხდება საწვეთურის საშუალებით , რომელიცწარმოადგენს პრეპარატის შემცველი ფლაკონის ხუფის ნაწილს . დესმოპრესინის თერაპიული მოქმედება იწყება მისიმიღებიდან 30 წთ - ის შემდეგ .
უშაქრო დიაბეტი (diabetes insipidus).
დესმოპრესინის გამოყენება აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტებში იწვევს შარდის გამოყოფის მოცულობისმნიშვნელოვან შემცირებას , რაც ვლინდება მოშარდვის მოთხოვნილების სიხშირის შემცირებით . პრეპარატის დოზისდა შეყვანის შორის ინტერვალის განსაზღვრა ხდება მკურნალი ექიმის მიერ ყოველი პაციენტისათვისინდივიდუალურად პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით .
გარდა ამისა, საჭიროა იმის გათვალისწინება , რომ პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნებათანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის მთლიანი ბლოკადა .
პრეპარატის დღიური დოზა ბავშვებში და მოზრდილებში შეადგენს 5- დან 40 მკგმ - მდე , ე . ი . 1- დან 8 წვეთამდედა შესაძლებელია მისი გაყოფა 3 მიღებაზე .
ღამის პირველადი ენურეზი (enuresis nocturna).
ეფექტური დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და იგი ძირითადად შეადგენს
10-30 მკგ დესმოპრესინს დღეღამეში . შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება მკურნალობის პროცესში მისითანდათანობით გაზრდით . მკურნალობა იწყება უმდაბლესი დოზით -1-2 წვეთი ბავშვებისათვის , რომელთა სხეულისზედაპირის ფართობი არ აღემატება 1 კვ . მ - ს და 2 წვეთი ბავშვებისათვის , რომელთა სხეულის ზედაპირის ფართობიაღემატება 1 კვ . მ - ს . 2-4 კვირის განმავლობაში პრეპარატით მკურნალობის ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში ,საჭიროა სადღეღამისო დოზის გაზრდა 1 წვეთით . დოზის შერჩევის პროცესი (30-40 მკგ - მდე დღეღამეში )გრძელდება მკურნალობის ეფექტის დაწყებამდე .
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია სითხის მიღების შეზღუდვა ღამით . ორგანიზმში სითხის შეფერხებისნიშნების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა .
თირკმელების კონცენტრაციული ფუნქციის გამოკვლევა .
რეკომენდებული დოზა -3 წვეთი ( დაახლოვებით 15 მკგ დესმოპრესინი ), ხოლო 1 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში -2-დან 3 წვეთამდე ( დაახლოვებით 10-15 მკგ დესმოპრესინი ).
პრეპარატის მიღების შემდეგ საჭიროა პაციენტის შარდის ბუშტის დაცლა . პრეპარატის მიღებიდან ყოველ 1 სთ - ში შემდგომი 4 სთ - ის განმავლობაში აგროვებენ პაციენტის შარდის ნიმუშებს მისი ოსმოლარობის განსაზღვრის მიზნით .ტესტის განსაზღვრის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 4 სთ - ის შემდეგ ( პრეპარატის მიღებიდან სულ 8 სთ - ისგანმავლობაში ) აუცილებელია სითხის მიღების შეზღუდვა .
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიერ თირკმელების კონცენტრაციული ფუნქციის განსაზღვრა წარმოებსმხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში , რადგან აღნიშნული ასაკის ბავშვებში თირკმელების კონცენტრაციულიფუნქცია მოზარდ ბავშვებთან შედარებით დაქვეითებულია .
თირკმელების კონცენტრაციული ფუნქციის გამოკვლევა წარმოებს ბავშვთა ნეფროლოგის მიერ .
დაახლოვებით 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს ნერვული სისტემისგაღიზიანებით გამოწვეული კრუნჩხვების განვითარებას . 1 წლის ასაკის ბავშვებში ტესტის ჩატარების შემთხვევაში , შარდის შეგროვების მთელი დროის განმავლობაში საჭიროა სითხის მიღების მთლიანად შეზღუდვა .
ტესტის შედეგად დადგენილი თირკმელების კონცენტრაციული ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა კვლევისგანმეორება .
ცენტრალური პოლიურიის მწვავე ფორმა .
იღებენ პრეპარატის 2 წვეთს . სითხის მიღების და დიურეზის შეფასება ხდება საათობრივი ინტერვალებით მთლიანიბალანსის მიღებამდე , რადგან დესმოპრესინის მოქმედების ეფექტის დაწყება შესაძლებელია პრეპარატის მიღებიდან 30წთ - ის განამვლობაში . შემდგომი 3-5 სთ - ის განმავლობაში ხდება ორგანიზმის მიერ მიღებული და გამოყოფილისითხის შესაბამისი შეფასება , პლაზმის და შარდის ოსმოლარობის , აგრეთვე სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციისკონტროლით . იმ შემთხვევაში , როდესაც მწვავე ცენტრალური პოლიურიის მდგომარეობა გრძელდება 1 სთ - ზე მეტიხნის განმავლობაში , რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერალური ( ხშირად ვენაში ) შეყვანა .
პრეპარატის მიღება წარმოებს მკაცრად ექიმის დანიშნულებით .
ჭარბი დოზირება:
იწვევს ორგანიზმში სითხის შეფერხების რისკის მომატებას და ჰიპონატრიემიას . მიუხედავად იმისა , რომჰიპონატრიემიის მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია , სიმპტომების არ არსებობის დროს , რეკომენდებულიადესმოპრესინით მკურნალობის შეწყვეტა და სითხის მიღების შეზღუდვა .
სითხის გამოყოფის შეფერხების მაღალი ხარისხის მქონე პაციენტებს ენიშნებათ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ანჰიპერტონული ხსნარი . აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ფუროსემიდის დანიშვნა .
შენახვის ვადა: 2 წელი
შენახვის პირობები:
მშრალ, ბნელ ადგილას , ოთახის ტემპერატურაზე .
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .
შეფუთვა:
5 მლ დესმოპრესინის 0,01% ხსნარი ( ცხვირის წვეთები ) მინის ფლაკონებში . 1 ფლაკონი შეფუთვაში , საწვეთურ - დოზატორით .
მწარმოებელი:
ს / ს “ ბიოფარმი ”, საქართველო .