ოტოსანი ყურის სპრეი 50მლ

ოტოსანი ყურის სპრეი 50მლ

41.58 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი: ოტოსან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჩაის ხის ზეთი,ალოე,გვირილა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125254
გააზიარე:

ოტოსანი ყურის სპრეი (50 მლ)

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:

ოტოსანი ყურის სპრეი (50 მლ)

Otosan Ear Spray (50 ml)

 ოტოსანი (Otosan)

- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.

- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.

- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

●  Otosan Srl არის იტალიური კომპანია, რომელიც მარტივი და გონივრული ფილოსოფიით

გვთავაზობს ბუნებრივ და ეფექტურ ალტერნატიულ მკურნალობას; ოტორინოლარინგოლოგია-სთან დაკავშირებული დარღვევებისთვის.

●  დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით;

●  კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი ოტოსანის ინოვაციური პროდუქტები ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.

აღწერილობა:

რა არის ოტოსანი ყურის სპრეი?

ოტოსანი ყურის სპრეი ორგანული მცენარეული ექსტრაქტებით არის ინოვაციური პროდუქტი ყურის ცვილის მოსაშორებლად და ყურის ყოველდღიური ჰიგიენისთვის.

ის უზრუნველყოფს ნაზ, მაგრამ ეფექტურ მოქმედებას, აცილებს ზედმეტ ცვილს ყურის არხიდან და რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ხელს უშლის ცვილის წარმოქმნას.

-  მცენარეული ექსტრაქტები მიღებულია ორგანული მეურნეობაში;

-  ეკოლოგიური სპრეი შეკუმშული აირების გარეშე;

-  საღებავებისგან თავისუფალი;

-  კონსერვანტების გარეშე.

ადგილობრივი მოქმედება:

-  ყურის ყოველდღიური ჰიგიენა;

-  აცილებს ზედმეტ ცვილს ყურის არხიდან;

-  ხელს უშლის ცვილის წარმოქმნას;

-  გააჩნია სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამამშვიდებელი მოქმედება.

ჩვენებები:

იდეალურია გამოიყენოთ ყველა იმ მდგომარეობისთვის, რომელიც გამოწვეულია ყურიდან ცვილის ამოღების სირთულით:

●  ყურის ტკივილი;

●  სმენის დაქვეითების შეგრძნება;

●  ყურის დაბლოკვის შეგრძნება;

●  ზუზუნი;

●  სტვენა;

●  ტინიტუსი;

●  ფონური ხმები;

●  თავბრუსხვევა.

ინგრედიენტებ:

ოტოსანი ყურის სპრეი აერთიანებს მარილიან-იზოტონური ხსნარის გამწმენდ თვისებებს, ჩაის ხის ზეთის ანტისეპტიკურ თვისებებს და ორგანული მეურნეობის მცენარეული ექსტრაქტების სინერგიულ მოქმედებას:

●  ლიმონი – გამორჩეული გამწმენდი თვისებები;

●  ჩაის ხის ზეთი – ანტიინფექციური, ანტიბაქტერიული;

●  ალოე ვერა – დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამამშვიდებელი;

●   გვირილა – ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამამშვიდებელი;

●   მარგოლი – ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამამშვიდებელი;

●   მელოუ - ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამამშვიდებელი.

რეკომენდირებულიდღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები:

გამოიყენება 3+ წლიდან;

რეკომენდირებულია გამოიყენოთ ყოველდღიურად, როგორც პროფილაქტიკური მეთოდი ყურის ჰიგიენის შესანარჩუნებლად და ცვილის საცობების მოსაშორებლად.

მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე;

პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

მიღების წესები:

შეისხურეთ ყურში, სპეციალური სპრეი მოწყობილობის დახმარებით.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია, რადგან იგი მზადდება ორგანული მეურნეობის მცენარეების ექსტრაქტებით და არ შეიცავს შეკუმშულ გაზებს, საღებავებსა და კონსერვანტებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ტოლერანტობის მაღალ დონეს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ტემპერატურაზე 0-35°C-ს შორის შუალედში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას.

გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.

შენახვისვადა:

36 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი კომპანია:

OTOSAN SRL (იტალია);

მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY

ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.