ოტოსანი ყურის წვეთები 10მლ

ოტოსანი ყურის წვეთები 10მლ

28.08 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი: ოტოსან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ექსტრ.გვირილის,ვიტ.ე,პროპოლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125253
გააზიარე:

ოტოსანი ყურის წვეთები (10 მლ)

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:

ოტოსანი ყურის წვეთები (10 მლ)

Otosan Ear Drops (10 ml)

ოტოსანი (Otosan)

- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.

- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.

- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

●  Otosan Srl არის იტალიური კომპანია, რომელიც მარტივი და გონივრული ფილოსოფიით

გვთავაზობს ბუნებრივ და ეფექტურ ალტერნატიულ მკურნალობას; ოტორინოლარინგოლოგია-სთან დაკავშირებული დარღვევებისთვის.

●  დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით;

●  კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი ოტოსანის ინოვაციური პროდუქტები ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.

აღწერილობა:

რა არის ოტოსანი ყურის წვეთები?

ოტოსანი ყურის წვეთები ხელს უწყობს ყურის გაწმენდას ყურის ცვილის ემულსიფიკაციით და აადვილებს ყურის არხიდან მის ამოღებას, კანის გამოშრობის გარეშე, ყურის ცხიმოვანი ფიზიოლოგიური ბალანსის დაცვით.

ოტოსანი ყურის წვეთები დერმატოლოგიურად შემოწმებულია და არ შეიცავს კონსერვანტებს ან ხელოვნურ საღებავებს. ისინი შესაფერისია ყველასთვის, მათ შორის სმენის აპარატის მქონე ადამიანებისთვის და აგრეთვე შესაფერისია ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

ჩვენებები:

●  ყურიდან ცვილის ამოღების სირთულე;

●  ყურის ტკივილი;

●  სმენის დაქვეითების შეგრძნება;

●  ყურის დაბლოკვის შეგრძნება;

●  ზუზუნი;

●  სტვენა;

●  ტინიტუსი;

●  ფონური ხმები;

●  თაბრუსხვევა.

ადგილობრივი მოქმედება:

-  ამშვიდებს კანის სიწითლეს და გაღიზიანებას;

-  ახდენს ყურის არხის გაწმენდას;

-  ხელს უწყობს ყურის დაცვას;

-  აშორებს ყურის ზედმეტ ცვილს;

-  გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო,  დამარბილებელი, დამატენიანებელი მოქმედება.

ინგრედიენტებ:

შექმნილია მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან:

●  ტკბილი ნუშის ზეთი - დამარბილებელი, დამატენიანებელი;

●  შავი მოცხარის ზეთი - ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი;

●  ორგანული ბორის ზეთი - დამარბილებელი, დამატენიანებელი;

●  კაჯეფუტის, გერანიუმის, ღვიის და მიხაკის ორგანული ეთერზეთები - ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი;;

●  პროპოლისი - გამწმენდი, ანტიინფექციური, ანტიბაქტერიული;

●  ჩაის ხის ზეთი – გამწმენდი, ანტიინფექციური, ანტიბაქტერიული;

●  გვირილის ექსტრაქტი (ბისაბოლოლი) - ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი;

●  ვიტამინი E;

●  კონსერვანტებისა და ხელოვნური საღებავების გარეშე.

რეკომენდირებულიდღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები:

გამოიყენება 1 წლიდან;

ყურის ცვილის დაგროვების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია გამოიყენოთ ოტოსანი ყურის წვეთები კვირაში ერთხელ, თუმცა, ზედმეტი ყურის ცვილის, სიწითლის ან გაღიზიანების შემთხვევაში რეკომენდებულია პროდუქტის გამოყენება დღეში 2-4-ჯერ, 3-5 დღის განმავლობაში.

თუ პრობლემა შენარჩუნებულია, მიმართეთ ექიმს.

მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე;

პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

მიღების წესები:

ჩაიწვეთეთ ყურში, სპეციალური საწვეთურის დახმარებით.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

გვერდითიმოვლენები:

არ გააჩნია.

შენახვისპირობები:

შეინახეთ ტემპერატურაზე 0-35°C-ს შორის შუალედში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას.

გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.

შენახვისვადა:

36 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი კომპანია:

OTOSAN SRL (იტალია);

მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY

ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.