ოტოსანი ფორტე 30მლ ცხვ/სპრეი

ოტოსანი ფორტე 30მლ ცხვ/სპრეი

37.58 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი: ოტოსან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ზღვის წყალი,ალოე,ჩაის ხის ზეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125251
გააზიარე:

ოტოსან ფორტე ნაზალური სპრეი (30 მლ)

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:

ოტოსან ფორტე ნაზალური სპრეი (30 მლ)

Otosan Forte Nasal Spray (30 ml)

ოტოსანი (Otosan)

- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.

- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.

- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

●  Otosan Srl არის იტალიური კომპანია, რომელიც მარტივი და გონივრული ფილოსოფიით

გვთავაზობს ბუნებრივ და ეფექტურ ალტერნატიულ მკურნალობას ოტორინოლარინგოლოგია-სთან დაკავშირებული დარღვევებისთვის.

●  დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით;

●  კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი ოტოსანის ინოვაციური პროდუქტები ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.

აღწერილობა:

რა არის ოტოსან ფორტე ნაზალური სპრეი?

ოტოსან ფორტე ნაზალური სპრეი არის ცხვირის დეკონგესანტი, აგენტი, რომელიც ხსნის შეშუპებას, გეხმარებათ ისუნთქოთ უფრო ადვილად, განსაკუთრებით გაციების დროს;

შეიცავს ზღვის წყალს „ბრეტანიდან“ 2,2% კონცენტრაციით (ჰიპერტონული ხსნარი), გამდიდრებულია მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტებით, როგორიცაა ორგანული ალოე ვერას გელი, შავი მოცხარის „ნატურალური კორტიზონი“, მთის ფიჭვის ექსტრაქტი, ჩაის ხის ზეთი, ლიმონის ეთერზეთები.

ჩვენებები:

●  სეზონური გაციება, ალერგია, ალერგიით გამოწვეული გაციება;

●  სინუსიტი და ცხვირის შეშუპება;

●  რინიტი, ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება;

●  გარე გამაღიზიანებელი აგენტები (ყვავილის მტვერი, აკარი, მტვერი და ა.შ.);

●  ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

ადგილობრივი მოქმედება:

-  ოტოსან ფორტე ნაზალური სპრეი მოქმედებს ადგილობრივად;

-  ოტოსან ფორტე ნაზალურ სპრეის შეუძლია გამოსავალი შესთავაზოს ENT-ს რამდენიმე პათოლოგიურ მდგომარეობას, რამაც ხშირად შეიძლება გავლენა მოახდინოს ყურებზე და ცხვირზე ერთდროულად;

-  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი მოქმედება.

-  ათავისუფლებს ცხვირს ზედმეტი ლორწოსგან, რითაც ხელს უშლია ცხვირის შეშუპებას და ანთებას;

-  ატენიანებს და იცავს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს;

-  უზრუნველყოფს სწრაფ შვებას;

-  მისი ლორწო-წებოვანი ფორმულა საშუალებას იძლევა პროდუქტის თანდათანობით გამოყოფისთვის, ისე რომ საჭიროა მხოლოდ ერთხელ შესხურება თითოეულ ნესტოში;

- სპრეის თხელი, ანატომიური ფორმა იძლევა ვენტილატორის მსგავსი შესხურების საშუალებას.

დამატებითი უპირატესობები:

- ოტოსან ბეიბი ნაზალური სპრეი აერთიანებს „ბრეტანის“ ზღვის წყლის შემცველი ხსნარის გამწმენდ და დამარბილებელ თვისებებს;

- იმის გამო, რომ ის არ შეიცავს სისხლძარღვების შემავიწროვებლებს და პროპელენტურ (შეკუმშულ) აირებს, ოტოსან ფორტე ნაზალური სპრეი ასევე იდეალურია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება;

- დამზადებულია მცენარეული ინგრედიენტებით.

- ვაზოკონსტრიქტორებისა და პროპელენტური გაზებისგან თავისუფალი;

- არ შეიცავს კონსერვანტებს;

- შესაფერისია ხშირი გამოყენებისთვის.

ინგრედიენტებ:

●  ბრეტანის ზღვის წყალი 2.2% - გამაჯანსაღებელი, დამამშვიდებელი, დამარბილებელი, ემულსიფიკატორის ეფექტი;

●  ორგანული ალოე ვერას გელი - დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი, დამამშვიდებელი;

●  შავი მოცხარის „ნატურალური კორტიზონი“ - ანტიალერგიული მოქმედება;;

●  მთის ფიჭვის ექსტრაქტი - დამამშვიდებელი და ფლუიდიზური მოქმედება;

●  ჩაის ხის ზეთი - გამწმენდი, ანტიინფექციური, ანტიბაქტერიული;

●  ლიმონის ეთერზეთები - გამორჩეული გამწმენდი თვისებები;

●  თავისუფალია ვაზოკონსტრიქტორებისა და შეკუმშული აირებისგან.

რეკომენდირებულიდღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები:

მოზრდილებისა და დიდებისთვის;

ვაზოკონსტრიქტორების არარსებობის გამო და მისი ფორმულის წყალობით, რომელიც შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს და ეთერზეთებს ორგანული მცენარეებიდან, ოტოსან ფორტე ნაზალური სპრეი შესაძლებელია გამოიყენოთ  ხშირად, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად;

პროდუქტის მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე;

გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

მიღების წესები:

შეისხურეთ ცხვირის თითოეულ ნესტოში, სპეციალური სპრეი მოწყობილობის დახმარებით.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების  მიმართ.

გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია

შენახვისპირობები:

შეინახეთ ტემპერატურაზე 0-35°C-ს შორის შუალედში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას.

გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.

შენახვისვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი კომპანია:

OTOSAN SRL (იტალია);

მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY

ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.