ოტოსანი ფორტუსი 180მლ სიროფი

ოტოსანი ფორტუსი 180მლ სიროფი

41.78 ლარი 35.52 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა:
მწარმოებელი: ოტოსან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ექსტრ.უკვდავა,მრავალძარ.გრინდელ.
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 125250
გააზიარე:

ოტოსან ფორტუსი ხველის სიროფი 180 გრ

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:

ოტოსან ფორტუსი ხველის სიროფი (180 გრ)

Otosan Fortuss cough sirup (180 g)

ოტოსანი (Otosan)

- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.

- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.

- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.

●  Otosan Srl არის იტალიური კომპანია, რომელიც მარტივი და გონივრული ფილოსოფიით

გვთავაზობს ბუნებრივ და ეფექტურ ალტერნატიულ მკურნალობას; ოტორინოლარინგოლოგია-სთან დაკავშირებული დარღვევებისთვის.

●  დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით;

●  კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი ოტოსანის ინოვაციური პროდუქტები ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.

აღწერილობა:

რა არის ოტოსან ფორტუსი ხველის სიროფი?

ოტოსან ფორტუსი განკუთვნილია მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის (ერთი წლის ასაკიდან).

შემუშავებულია, როგორც დამხმარე საშუალება, მშრალი და პროდუქტიული ხველის სამკურნალოდ, ის ასევე უზრუნველყოფს ლორწოს დატენიანებასა და მის ბუნებრივ გამოყოფას მისი ფუნქციური ინგრედიენტების წყალობით: მანუკას თაფლი, ორგანული ველური ყვავილის თაფლი და მცენარეული მოლეკულური კომპლექსები.

მისი დახვეწილი ფორმულა იძლევა სასიამოვნო გემოს.

ადგილობრივი მოქმედება:

ოტოსან ფორტუსი უზრუნველყოფს ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის დაცვას, ეწინააღმდეგება მის გაღიზიანებასა და ატენიანებს მას განსაკუთრებით გარე აგენტებით გამოწვეული გამაღიზიანებელი ფაქტორების შემთხვევაში (პათოგენური აგენტები, ცივი ამინდი, დაბინძურება, მტვერი).

ოტოსან ფორტუსი მდიდარია აქტიური ნივთიერებებით და მოქმედებს როგორც მექანიკური საშუალება გაღიზიანებულ ლორწოვანზე. მისი კომპონენტების სინერგიის წყალობით ის ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ეკვრის გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს, უზრუნველყოფს მის დატენიანებას და ეწინააღმდეგება გაღიზიანებას, პაციენტისთვის მოაქვს სწრაფი შვება.

●  ლორწოს დატენიანება და მისი ბუნებრივი გამოყოფის ხელშეწყობა;

●  ხორხის დამცავი და დამამშვიდებელი მოქმედება, რაც იწვევს ხველის შემცირებასა და დამშვიდებას როგორც დღის, ასევე ღამის საათებში;

●  შესაფერისია კოალიაკური დაავადების მქონე ადამიანებისთვის;

●  გააჩნია ანტიმიკრობული, დამამშვიდებელი მოქმედება.

ინგრედიენტებ:

ოტოსან ფორტუსი შეიცავს მანუკას ძვირფას თაფლს (ანტიმიკრობული), რომელიც ცნობილია თავისი მრავალი სასარგებლო თვისებით, მათ შორის სპეციფიკური დამამშვიდებელი მოქმედებით ზედა სასუნთქ გზებზე;

ოტოსან ფორტუს-ში შერწყმულია ჰელიქრიზუმის (უკვდავა), გრინდელიას და მრავალძარღღვას ექსტრაქტების დამამშვიდებელი და დამარბილებელ მოქმედება, ის მდიდარია ფისებით, პოლისაქარიდებითა და ფლავონოიდებით, მდიდარია მცენარეული ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ ყელის ჯანმრთელობას.

ორგანული ველური ყვავილის თაფლი ხელს უწყობს პროდუქტის დამარბილებელ მოქმედებას, ასევე განაპირობებს მის სასიამოვნო გემოს.

ლიმონის, ფორთოხლის და მირტის ეთერზეთს აქვს დამამშვიდებელი და დამცავი თვისებები და აძლევენ პროდუქტს ბალზამის ნოტს.

არ შეიცავს ალკოჰოლს, კონსერვანტებს და ხელოვნურ საღებავებს;

ყველა ინგრედიენტი არის ორგანული;

არ შეიცავს გლუტენს.

რეკომენდირებული დღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები:

ბავშვები 1-დან 6 წლამდე: 5 მლ 2-4-ჯერ დღეში;

7-დან 12 წლამდე: 10 მლ, 2-4-ჯერ დღეში;

12 წლიდან: 15 მლ 2-4-ჯერ დღეში.

მიიღეთ ბოლო დოზა ძილის წინ.

გამოყენების შემდეგ კარგად დახურეთ ბოთლი და კარგად გარეცხეთ დისპენსერი.

მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე;

პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

მიღების წესები:

პერორალურად, 5 მლ სითხე საზომი ჭიქის დახმარებით.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები:

1 წლამდე ასაკის ბავშვები;

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების  მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

შენახვის პირობები:

შეინახეთ ტემპერატურაზე 5-35°C-ს შორის შუალედში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას.

გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.

შენახვისვადა:

36 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი კომპანია:

OTOSAN SRL (იტალია);

მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY

ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.