ციტოპრამი 10მგ #30ტ

ციტოპრამი 10მგ #30ტ

13.75 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიდეპრესანტები
ქვეყანა: მალტა
მწარმოებელი: აქტავისი მალტა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ესციტალოპრამი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 124128
გააზიარე:

ციტოპრამი (CITOPRAM ) 10 მგშემოგარსული ტაბლეტები

ციტოპრამი (CITOPRAM ) 20 მგშემოგარსული ტაბლეტები

ესციტალოპრამი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ  ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს.  შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის  შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს.  იხილეთ პუნქტი  4 .

შინაარსი:

1)        რა არის ციტოპრამი  და რა დროს გამოიყენება

2)        რა უნდა იცოდეთ ციტოპრამის  მიღებამდე

3)        ციტოპრამის  მიღების წესი

4)        მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

5)        ციტოპრამის  შენახვის პირობები

6)        შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  1. 1.    რა არის ციტოპრამი  და რა დროს გამოიყენება:

ციტოპრამი  არის ანტიდეპრესანტი, რომელიც მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფს (SSRI). აღნიშნული მედიკამენტები მოქმედებენ ტვინის სეროტონინის სისტემაზე,  ზრდიან სეროტონინის დონეს. სეროტონინის ცვლის სისტემაში დარღვევები სერიოზულ ფაქტორად ითვლება დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებისათვის.  

იგი გამოიყენება შემდეგი დაავადებების  სამკურნალოდ:

  • დეპრესია (სერიოზული დეპრესიული ეპიზოდები).
  • პანიკური აშლილობა აგორაფობიით, ან მის გარეშე (მაგ. გარეთ გასვლის შიში, ხალხში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შიში).
  • სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია).
  • განზოგადებული შფოთვა.
  • ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.
  1. 2.    რა უნდა იცოდეთ ციტოპრამის  მიღებამდე:

არ მიიღოთ ციტოპრამი:

  • თუ ხართ ალერგიული ესციტალოპრამის, ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში) .
  • თუ ღებულობთ მონოამინოოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორების ჯგუფის მედიკამენტებს, მათ შორის სელეგილინის (გამოიყენება პარკისონის დაავადების მკურნალობისას), მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის მკურნალობისას) და ლინეზოლიდს (ანტიბიოტიკი).
  • თუ გაქვთ გულის რითმის თანდაყოლილი დარღვევა, ან თუ გამოგივლინდათ გულის რითმის დარღვევა (რომელიც ჩანს ეკგ გამოკვლევაზე, რომელიც გამოავლენს თქვენი გულის ფუნქციონირებას).
  • თუ ღებულობთ მედიკამენტებს გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ,  ან პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის რითმზე (იხილეთ პუნქტი  2  „ციტოპრამის  გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად “).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:

თუ გაქვთ ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა, ან დაავადება, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს ციტოპრამის მიღებამდე, რადგანაც შესაძლოა საჭირო იყოს მათი მხედველობაში მიღება მკურნალობის დროს. 

  • თუ გაქვთ ეპილეფსია. ციტოპრამით მკურნალობა შეწყვიტეთ, თუ აღმოგაჩნდებათ, ან გაგიხშირდებათ შეტევები (იხილეთ პუნქტი 4 „მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“).
  • თუ გაწუხებთ ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს  დოზის კორექტირება.
  • თუ გაქვთ  დიაბეტი. ციტოპრამით მკურნალობამ შესაძლოა დაარღვიოს გლუკოზის დონე სისხლში. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის  კორექცია.
  • თუ გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში.
  • თუ გაქვთ კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალემია /ჰიპომაგნიემია).
  • თუ მიდრეკილი ხართ სისხლდენის ადვილად დაწყებისაკენ, ან სისხლჩაქცევების (სილურჯეების) ადვილად წარმოშობისაკენ.
  • თუ  იტარებთ ელექტროკონვულსიურ თერაპიას.
  • თუ გაქვთ, ან გქონიათ წარსულში გულის პრობლემები, ან ახლო წარსულში გადაიტანეთ გულის შეტევა (მიოკარდის ინფარქტი).
  • თუ გაქვთ დაბალი პულსი და/ან იცით რომ გაქვთ მარილების ნაკლებობა ხანგრძლივი დიარეის, ან ღებინების (გულისრევა), ან დიურეტიკების (შარდმდენი პრეპარატები)  მიღების  შედეგად.
  • თუ შეამჩნიეთ გულის სწრაფი, ან არათანაბარი რითმი, გულის წასვლა, კოლაფსი, ან შეტევა ფეხზე ადგომისთანავე, შეიძლება მიანიშნებდეს გულის რითმის არარეგულარულ ფუნქციონირებაზე.
  • თუ  გაქვთ გულის იშემიური დაავადება.
  • თუ ანამნეზში გაქვთ, ან ამჟამად აღგენიშნებათ გლაუკომა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ზოგიერთი პაციენტი მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევით შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. დამახასიათებელია აზრების უჩვეულო და სწრაფი ცვლა, უსაფუძვლო სიხარულის გრძნობა და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.

მკურნალობის პირველ კვირებში შესაძლოა აღმოგაჩნდეთ ისეთი ნიშნები, როგორიცაა მოუსვენრობა, ან მშვიდად ჯდომის, თუ დგომის შეუძლებლობა. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.

ფიქრები თვითმკვლელობაზე და დეპრესიის,  ან შფოთვის გაუარესება

დეპრესიის და/ან შფოთვის დროს ზოგჯერ შესაძლოა გაჩნდეს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის აზრები. ეს აზრები შეიძლება გაძლიერდეს, თუ ანტიდეპრესანტები გამოიყენება პირველად, რადგან საჭიროა დრო (როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, ხოლო ზოგჯერ მეტიც) სანამ წამალი იწყებს მოქმედებას.

ასეთი ფიქრების წარმოშობა უფრო სავარაუდოა, თუ:

  • წარსულშიც გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე, ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე.
  • თუ ხართ ზრდასრული ასაკის ახალგაზრდა. კლინიკურმა მონაცემებმა გამოავლინეს, რომ სუიციდალური ქცევის რისკი მომატებულია 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ანტიდეპრესანტებს.

საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის აზრების გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, ან მიაკითხეთ სამედიცინო დაწესებულებას.

შესაძლოა სასარგებლოდ ჩათვალოთ თქვენი ნათესავებისათვის, ან ახლო მეგობრებისათვის იმის თქმა, რომ გაწუხებთ დეპრესია, ან შფოთვის გამოვლინებები და მათ სთხოვოთ, რომ წაიკითხონ ეს ანოტაცია. შეგიძლიათ მათ სთხოვოთ, რომ შეგატყობინონ, თუ იფიქრებენ, რომ თქვენი დეპრესია, ან შფოთვა მწვავდება, ან თუ აღელდებიან თქვენი საქციელის ცვლილებების გამო.

ბავშვები და მოზარდები:

აღნიშნული პრეპარატი როგორც წესი, არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. აგრეთვე უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ამ ჯგუფის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატით, აქვთ არასასურველი გვერდითი მოვლენების წარმოშობის მომატებული რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, ფიქრები თვითმკვლელობაზე და მტრული დამოკიდებულება (მეტწილად აგრესიულობა, ოპოზიციური ქცევა  და მრისხანება). მიუხედავად ამისა,  თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაუნიშნოს ციტოპრამი  18 წლამდე ასაკის პაციენტს, თუ გადაწყვეტს, რომ ეს მის ინტერესშია. თუ ციტოპრამი   დაენიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის თაობაზე კონსულტაცია, გთხოვთ კიდევ ერთხელ მიაკითხოთ ექიმს. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს, რომელიც ციტოპრამით  მკურნალობდა, განუვითარდება, ან გაუუარესდება რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი, ამის შესახებ უნდა შეატყობინოთ  ექიმს. აღნიშნულ  ასაკობრივ ჯგუფში ციტოპრამის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი შედეგების გავლენა  შემდგომ ზრდაზე, მომწიფებასა და შემეცნებით, თუ ქცევით განვითარებაზე აქამდე არ არის შესწავლილი.

ციტოპრამის  გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად :

აცნობეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს , თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

არ მიიღოთ ციტოპრამი:

თუ ღებულობთ მედიკამენტებს გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ , ან რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რითმზე, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული  პრეპარატები, ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინის  წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები,  ზოგიერთი ანტიმიკრობული აგენტები  (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, ანტიმალარიული  პრეპარატები განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (ასტემიზოლი, მიზოლასტინი). აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი  შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შეატყობინეთ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს:

  • “მონოამინოოქსიდაზის არასელექციური ინჰიბიტორები (IMAO)”, რომლებიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდს, იზოკარბოქსაზიდს, ნიალამიდს, ტრანილციპრომინს. თუ იყენებდით რომელიმეს ამ სამკურნალო საშუალებებიდან,  უნდა დაიცადოთ 14 დღე ციტოპრამის  გამოყენების დაწყებამდე. ციტოპრამით  მკურნალობის დამთავრების შემდეგ უნდა დაიცადოთ 7 დღე აღნიშნული სამკურნალო პრეპარატებიდან რომელიმეს მიღების დაწყებამდე.
  •  “მონოამინოოქსიდაზის შექცევადი სელექციური ინჰიბიტორები A (IMAO-A)”, რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
  •  “მონოამინოოქსიდაზის შეუქცევადი სელექციური ინჰიბიტორები B (IMAO-B)”, რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ).

აღნიშნული მედიკამენტები ზრდიან გვერდითი მოვლენების წარმოშობის რისკს.

  •  ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი.
  • ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული დარღვევის სამკურნალოდ) და ტრიპტოფანი.
  • სუმატრიპტანი და მსგავსი სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად). აღნიშნული მედიკამენტები  ზრდიან გვერდითი მოვლენების წარმოშობის რისკს.
  • ციმეტიდინი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება უეცარი ინსულტის რისკის შესამცირებლად). აღნიშნულმა მედიკამენტებმა შესაძლოა გაზარდოს ციტოპრამის  დონე სისხლში.
  • St.John’s Wort  (Hypericum perforatum)– მცენარეული  პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
  • აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (პრეპარატები ტკივილის გასაყუჩებლად, ან სისხლის გასათხელებლად, ე.წ. ანტიკოაგულაციისათვის). ამ პრეპარატების კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა.
  • ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკუმონი (სამკურნალო საშუალებები სისხლის გასათხელებლად, ე.წ. ანტიკოაგულაციისათვის). ციტოპრამით მკურნალობის დაწყებისას  და დამთავრებისას  ექიმი სავარაუდოდ შეგიმოწმებთ სისხლის შედედებას, რათა დარწმუნდეს, რომ იღებთ ანტიკოაგულანტის სწორ დოზას.
  • მეფლოქვინი   (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (დეპრესიის სამკურნალოდ და მოწევის საწინააღმდეგო), და ტრამადოლი (ტკივილის გასაყუჩებლად) კრუნჩხვითი ბარიერის შემცირების შესაძლო რისკთან დაკავშირებით.
  • ანტიფსიქოზური საშუალებები (სამკურნალო საშუალებები შიზოფრენიისა და ფსიქოზების სამკურნალოდ) ანტიდეპრესანტისა და კრუნჩხვითი ბარიერის შემცირების შესაძლო რისკთან დაკავშირებით.
  • ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), დესიპრამინი, იმიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტი) და რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოზური პრეპარატები). შესაძლოა საჭირო გახდეს ციტოპრამის დოზის კორექცია.
  • მედიკამენტები, რომლებიც იწვევს გახანგრძლივებულ QT ინტერვალს, ან მედიკამენტები, რომლებიც იწვევს კალიუმის და მაგნიუმის დონის შემცირებას სისხლში. აღნიშნულ მედიკამენტებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ციტოპრამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

ციტოპრამი მიიღება საკვებთან ერთად, ან საკვებისგან დამოუკიდებლად (იხილეთ პუნქტი  3 „ციტოპრამის მიღების წესი“).

ისევე, როგორც ბევრი სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, ციტოპრამის  კომბინაცია ალკოჰოლთან არ არის რეკომენდებული მიუხედავად იმისა, რომ არ არის მოსალოდნელი ალკოჰოლისა და ციტოპრამის  ერთმანეთზე გავლენის მოხდენა.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა:

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან  ეჭვი გაქვთ ორსულობაზე, ან გეგმავთ ორსულობას მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გაარკვიეთ, იცის თუ არა თქვენმა ექიმმა, რომ იყენებთ ციტოპრამს.  ორსულობისას, კერძოდ კი ბოლო ტრიმესტრში, ესციტალოპრამის მსგავსი პრეპარატების მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის  რისკი ჩვილებში, სახელწოდებით ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზია (PPHN), რაც აჩქარებს სუნთქვას და ჩვილს უჩნდება სილურჯე. ეს სიმპტომები როგორც წესი, ვლინდება ჩვილის სიცოცხლის პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ამას შეამჩნევთ თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მეანს და/ან ექიმს. 

თუ ციტოპრამს იღებთ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში,  თქვენს ბავშვს დაბადებისას შესაძლოა აღენიშნოს შემდეგი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, კრუნჩხვები, სხეულის ცვალებადი ტემპერატურა, კვებასთან დაკავშირებული  პრობლემები, ღებინება, შაქრის დაბალი დონე სისხლში, კუნთების გამაგრება, ან მოდუნება, ინტენსიური რეფლექსები, ტრემორი, ნევროზულობა, გაღიზიანება, მოდუნება, შეუჩერებელი ტირილი, ძილიანობა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები. თუ თქვენს ბავშვს აღმოაჩნდება რომელიმე აღნიშნული სიმპტომთაგანი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს.

დაუშვებელია ციტოპრამით   მკურნალობის შეწყვეტა ერთბაშად ორსულობისას.

ლაქტაციის პერიოდში არ მიიღოთ ციტოპრამი,  სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.     

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ფერტილობა

ციტალოპრამმა, რომელიც ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტია, ცხოველებში ჩატარებულ ცდებში აჩვენა სპერმის ხარისხის დაქვეითება. თეორიულად,  ამან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.   

მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა:

აღნიშნულმა მედიკამენტმა შეიძლება იმოქმედოს რეაგირების დროზე, შეაფერხოს ტექნიკის მართვის, ან გამოყენების უნარი.  ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა არ არის რეკომენდებული, სანამ არ დაადგენთ, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე ციტოპრამი.

  1. 3.    ციტოპრამის მიღების  წესი:

აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად, ექიმის, ან ფარმაცევტის
დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან
ფარმაცევტს.

მოზრდილები:

დეპრესიის სამკურნალოდ:

 რეკომენდებული    დღიური დოზა არის  10 მგ ერთ მიღებაზე .  ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე. 

პანიკური აშლილობის ( აგორაფობიით, ან მის გარეშე) სამკურნალოდ:

პირველი კვირის განმავლობაში ციტოპრამის საწყისი დოზა არის 5 მგ ერთხელ დღეში, რომელიც შემდგომში იზრდება დღეში 10 მგ-მდე. დოზა შესაძლოა  კიდევ გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე დღეში 20 მგ-ს ოდენობით.

სოციალური შფოთვითი აშლილობის  (სოციალური ფობია) სამკურნალოდ:

ციტოპრამის რეკომენდებული დღიური დოზა არის 10 მგ ერთ მიღებაზე. პრეპარატზე რეაქციის მიხედვით შესაძლოა ექიმმა შეგიმციროთ დოზირება დღეში 5 მგ-მდე,

ან გაზარდოს მაქსიმალურ 20 მგ-მდე დღეში.

განზოგადებული შფოთვის სამკურნალოდ:

ციტოპრამის რეკომენდებული დღიური დოზა არის 10 მგ ერთ მიღებაზე. თუმცა

ექიმს შეუძლია მისი გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე დღეში 20 მგ-ის ოდენობით.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სამკურნალოდ:

ციტოპრამის   რეკომენდებული დღიური დოზა - 10 მგ ერთ მიღებაზე. ექიმმა შესაძლოა დოზირება გაზარდოს მაქსიმალურ 20 მგ-მდე დღეში. ხანგრძლივი  მკურნალობის შემთხვევაში მკურნალობის შედეგები რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ):

ციტოპრამის  რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთ მიღებაზე.  ექიმმა შესაძლოა დოზა გაზარდოს 10 მგ-მდე დღეში. ციტოპრამის ეფექტურობა სოციალური შფოთვითი აშლილობის  (სოციალური ფობია) მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.

ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები :

ციტოპრამის  რეკომენდებული საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს  დღეში 5მგ პირველი 14 დღის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება აღნიშნული დოზა გაზარდოს 10 მგ-მდე დღეში.  პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით საჭიროა დოზის ტიტრირება და ყურადღებით დაკვირვება.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები:

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები :

დაუშვებელია ციტოპრამის დანიშვნა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 2- „რა უნდა იცოდეთ ციტოპრამის  მიღებამდე“.

ციტოპრამი  5  მგ შემოგარსული ტაბლეტები:

შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ, წყალთან  ერთად (სასურველია ერთი ჭიქა წყალი).  ციტოპრამის მიღება შესაძლებელია საკვებთან, ან საკვების გარეშე.

ციტოპრამი  10მგ და 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები:

შემოგარსული ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ, წყალთან  ერთად (სასურველია ერთი ჭიქა წყალი).  ციტოპრამის მიღება  შესაძლებელია საკვებთან,  ან საკვების გარეშე.

საჭიროების შემთხვევაში,  შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა. პირველ რიგში მოათავსეთ ტაბლეტი გამყოფი ჭდით ზემოთ, შემდეგ ორივე მხარეს დააწექით საჩვენებელი თითებით და გაყავით შუაზე ტაბლეტი.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

შესაძლოა გავიდეს რამდენიმე კვირა, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. განაგრძეთ ციტოპრამის მიღება, რადგანაც საჭიროა გარკვეული დროის გასვლა, სანამ უკეთესობას იგრძნობთ. არ შეცვალოთ ციტოპრამის დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ციტოპრამით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, შეიძლება სიმპტომები განმეორდეს. როდესაც უკეთესობას იგრძნობთ, რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება  სულ მცირე  6 თვის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბება:

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ციტოპრამი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას.  ასე უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გრძნობთ დისკომფორტის ნიშნებს. ზედოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს:
თავბრუსხვევა, კანკალი, მოუსვენრობა, ძილიანობა, უგონო მდგომარეობა, გულის რითმის ცვლილება, ჰიპოვენტილაცია, კუნთების სისუსტე, საერთო სისუსტე, ტკივილი, ან მაღალი ტემპერატურა (რაბდომიოლიზი), სხეულის სითხის/მარილის ბალანსის ცვლილება, გულისრევა და  ღებინება.

დოზის გამოტოვება:

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ დაგავიწყდათ ციტოპრამის დოზის მიღება, არ მიაქციოთ ყურადღება გამოტოვებულს და ჩვეულებრივად განაგრძეთ დანიშნული დოზის მიღება.

ციტოპრამის  მიღების  შეწყვეტა:

არ შეწყვიტოთ ციტოპრამით  მკურნალობა თქვენი ინიციატივით ექიმის კონსულტაციის გარეშე. ციტოპრამით  მკურნალობის შეწყვეტისას  ექიმი თანდათანობით  შეგიმცირებთ დოზას რამდენიმე კვირის, ან თვის  განმავლობაში.  აღნიშნული შეამცირებს შეწყვეტით გამოწვეული გვერდითი  ეფექტების გამოვლენას.

ციტოპრამის მიღების ერთბაშად შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა იგრძნოთ პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტით  გამოწვეული გვერდითი  სიმპტომები. ციტოპრამით მკურნალობის დასრულების შემდეგ ეს სიმპტომები ხშირია. რისკი იზრდება, როცა ციტოპრამი  გამოიყენება ხანგრძლივად, ან დიდი დოზებით, ან მაშინ, როდესაც დოზა მცირდება ზედმეტად სწრაფად. ადამიანების უმრავლესობისთვის აღნიშნული სიმპტომები საკმაოდ სუსტად არის გამოხატული და თავისთავად გაივლის ორი კვირის განმავლობაში. თუმცა  ზოგიერთი პაციენტის  შემთხვევაში შესაძლოა უფრო ინტენსიური, ან გახანგრძლივებული იყოს  (2-3 თვე ან მეტი). თუ ციტოპრამის  მიღების შეწყვეტის  შემდეგ სიმპტომები სერიოზული აღმოჩნდა კონსულტაციისთვის  მიმართეთ  ექიმის. მან შესაძლოა გირჩიოთ კვლავ დაიწყოთ ამ პრეპარატის მიღება და ნელ-ნელა შეამციროთ დოზა.

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი სიმპტომებია: თავბრუსხვევის შეგრძნება (წონასწორობის დაკარგვა), ჩხვლეტის შეგრძნება, წვის შეგრძნება და (უფრო იშვიათად) ელექტრული შოკის შეგრძნება თავში, ძილის დარღვევა (ცხადი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვა, თავის ტკივილი, ღებინება  (გულისრევა), მომატებული ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობა, ან აღგზნებულობა, ტრემორი (კანკალი), დაბნეულობის, ან დეზორიენტაციის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა, ან გაღიზიანება, დიარეა (თხევადი განავალი), მხედველობის დარღვევა, გახშირებული გულისცემა ან ძლიერი გულისცემა (პალპიტაცია).

აღნიშნულ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  1. 4.    მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი
ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 

გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად  ვლინდება  მკურნალობის პირველ, ან მეორე კვირას და   მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად სიხშირე და სიმძიმე მცირდება.

თუ მკურნალობისას განვითარდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს :

არახშირი  ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

  • უჩვეულო სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

  • თუ აღგენიშნებათ კანის, ენის, ტუჩების, ან სახის შეშუპება, ან თუ გიძნელდებათ სუნთქვა, ან ყლაპვა (ალერგიული რეაქცია), სასწრაფოდ მიმართეთ თქვენ ექიმს, ან მიაკითხეთ სამედიცინო  დაწესებულებას.
  • თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხართ ძალიან აღელვებული, დაბნეული, აღგენიშნებათ  კანკალი, კუნთების მკვეთრი უნებლიე შეკუმშვა, აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს იშვიათად გამოვლენილი დაავადების სიმპტომებს, რომელსაც ეწოდება სეროტონინული სინდრომი.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან სამედიცინო დაწესებულებას:

  • გაძნელებული შარდვა.
  • ეპილეფსიური შეტევები (კრუნჩხვები).
  • კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება წარმოადგენს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის/ჰეპატიტის სიმპტომს.
  • სწრაფი, არათანაბარი პულსი, გულის წასვლა, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის ნიშნები, როგორიცაა Torsades de Pointes.

ვლინდება ასევე შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი ( ვლინდება10-დან 1-ზე მეტ  პაციენტში):

  • სისუსტის შეგრძნება (გულისრევა).
  • თავის ტკივილი.

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

  • განზოგადებული შიში, მოუსვენრობა, პათოლოგიური სიზმრები, ძილის დარღვევა , ძილიანობა, თავბრუსხვევის შეგრძნება, კანის  წვის, ჩხვლეტის,  ქავილის შეგრძნება, ტრემორი, მთქნარება.
  • სექსუალური ფუნქციის ცვლილება (მაგალითად, მამაკაცებში ერექციისა და ეაკულაციის დარღვევა, ხოლო ქალებში ორგაზმის განცდის ნაკლებობა).
  • დიარეა, კონსიპაცია, ღებინება, პირის სიმშრალე.
  • გაჭედილი ცხვირი, ან სურდო (სინუსიტი).
  • მომატებული ოფლიანობა.
  • სისუსტე, ცხელება.
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
  • წონის მატება.
  • დაქვეითებული, ან გაძლიერებული მადა.

არახშირი  ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

  • კბილების კრაჭუნი, აღგზნება, ნევროზულობა, პანიკური  შეტევები, დაბნეულობა.
  • ძილის დარღვევები, გემოს დარღვევები, გონების დაბინდვა.
  • ცხვირიდან სისხლდენა.
  • ვაგინალური სისხლდენა.
  • ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი, ქავილი.
  • თმის ცვენა.
  • ხელებისა და ფეხების შეშუპება.
  • გაფართოებული გუგები (მიდრიაზი), მხედველობის დაბინდვა,  ყურებში ხმაური (ტინიტუსი).
  • სწრაფი გულის სცემა.
  • წონის კლება.

იშვიათი( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

  • მღელვარება, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები.
  • შენელებული გულის რითმი.

ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავდა (უცნობი სიხშირით):

  • საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების, ან სუიციდური  ფიქრები, იხილეთ ასევე „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.
  • მანიაკალური სინდრომი.
  • მოძრაობის დარღვევები (კუნთების უნებლიე მოძრაობები).
  • არამეძუძურ ქალებში რძის გამოყოფა.
  • მტკივნეული ერექცია.
  • სისხლდენის დარღვევები, კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა (ეკქიმოზი)და თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია).
  • თავბრუსხვევა ადგომისას დაბალი წნევის გამო (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია).
  • სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (კუნთების სისუსტე , ან დაბნეულობა).
  • გამოყოფილი შარდის დიდი რაოდენობა (შეუსაბამო ადჰ სეკრეცია).
  • ღვიძლის ფუნქციის სინჯების არანორმალური შედეგები (ღვიძლის ენზიმების დონის მომატება სისხლში).
  • კანის ,ან ლორწოვანი გარსების უეცარი შეშუპება (ანგიოედემა).
  • თვითმკვლელობასთან დაკავშირებული მოვლენები.
  • გულის რითმის ცვლილება (ე.წ. გახანგრძლივებული QT ინტერვალი ეკგ-ზე, გულის ელექტრულ აქტიურობაზე დაკვირვებისას).
  • მშვიდად  ჯდომის შეუძლებლობა, მოუსვენრობა.
  • ანორექსია.

აღნიშნული გვერდითი მოვლენები გამოვლინდა იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელთაც  აქვთ  ესციტალოპრამის (ციტოპრამის აქტიური ინგრედიენტი) მსგავსი მოქმედება .

პაციენტებს, რომლებიც იღებენ აღნიშნული ტიპის პრეპარატებს აღენიშნებათ მოტეხილობების მომატებული რისკი.

ინფორმირება  გვერდითი ეფექტების შესახებ:

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.

  1. 5.    ციტოპრამის   შენახვის პირობები:

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ  სინათლის და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ციტოპრამი ბლისტერსა და კოლოფზე  აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ბლისტერის შეფუთვა  (PVC/PVDC/ ალუმინის ბლისტერი): შეინახეთ 300C-მდე ტემპერატურის პირობებში.

მედიკამენტები  არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  1. 6.    შეფუთვის შემცველობა  და დამატებითი ინფორმაცია:

რას შეიცავს ციტოპრამი:

აქტიური ნივთიერება არის ესციტალოპრამი. თითოეული  შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს  10მგ, ან 20 მგ ესციტალოპრამს (ოქსალატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია: შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიკა, კროსკარელოლის ნატრიუმი, ტალკი,მაგნიუმის სტეარატი, გარსი: ჰიპრომელოზი 6cP, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), მაკროგოლი 6000.

ციტოპრამის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:

ციტოპრამი 10მგ:ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები, (6.4მმ x 9.25მმ) ჭდით ერთ მხარეს და მეორე მხარეს ამოტვიფრული წარწერით E.  ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ციტოპრამი 20მგ:ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი თეთრი ფერის შემოგარსული ტაბლეტები, (8მმ x 11,7 მმ) ჭდით ერთ მხარეს და მეორე მხარეს ამოტვიფრული წარწერით E.  ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

ციტოპრამი წარმოდგენილია ბლესტერებში, ერთ ბლისტერში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.

შესაძლოა, ბაზარზე არ იყოს წარმოდგენილი შეფუთვის ყველა სახეობა.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს „ ნიუ ფარმა“

საქართველო, თბილისი, 0154, ი. ევდოშვილის  ქ.18.

 

მწარმოებელი:

შპს „Actavis“

BLB 016 Bulebel Industrial Estate,

ზეიტუნი ZTN 3000, მალტა.

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2027-03-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2027-03-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2027-03-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-04-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-04-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2027-03-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-04-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2027-03-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-04-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2027-03-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2027-03-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2027-03-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2027-03-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-04-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2027-03-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2027-03-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-04-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2027-03-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2027-03-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2027-03-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2027-03-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2027-03-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-04-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2025-04-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2027-03-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2027-03-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2027-03-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-04-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2027-03-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2027-03-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2027-03-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2027-03-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2027-03-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2027-03-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2027-03-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2027-03-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2027-03-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2027-03-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2027-03-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2025-04-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2027-03-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2027-03-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2027-03-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2027-03-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2025-04-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2025-04-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2025-04-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2027-03-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2027-03-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2027-03-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2027-03-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2027-03-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2027-03-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2025-04-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2025-04-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2027-03-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2027-03-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2025-04-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2027-03-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2027-03-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2027-03-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2027-03-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2027-03-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2027-03-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2027-03-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2027-03-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2025-04-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2027-03-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2027-03-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2027-03-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2027-03-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2027-03-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2027-03-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2027-03-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2027-03-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2027-03-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2027-03-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2027-03-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2027-03-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2027-03-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2027-03-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2027-03-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2027-03-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2027-03-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2027-03-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2027-03-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2027-03-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2027-03-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2027-03-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2027-03-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2025-04-01

რეგიონი (199 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2027-03-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2027-03-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2027-03-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2027-03-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2027-03-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2027-03-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2027-03-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2027-03-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2027-03-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2027-03-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2027-03-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2027-03-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2027-03-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2027-03-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2027-03-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2027-03-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2027-03-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2027-03-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2027-03-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2027-03-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2027-03-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-03-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2027-03-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2027-03-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2027-03-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2027-03-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2027-03-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2027-03-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2027-03-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-03-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2027-03-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2027-03-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2027-03-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2025-04-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2025-04-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2027-03-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2027-03-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2027-03-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2027-03-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2027-03-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2027-03-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2027-03-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2027-03-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2027-03-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2027-03-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2027-03-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2025-04-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2027-03-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2027-03-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-03-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2027-03-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2027-03-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-04-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2027-03-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2027-03-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2027-03-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2027-03-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2027-03-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2027-03-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2027-03-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2027-03-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2027-03-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2027-03-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2027-03-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2027-03-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2027-03-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2027-03-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2027-03-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2027-03-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2027-03-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2027-03-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2025-04-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2027-03-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2027-03-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2027-03-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2027-03-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2027-03-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2027-03-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2027-03-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2027-03-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2027-03-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2027-03-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2027-03-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2027-03-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2027-03-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2027-03-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2027-03-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2027-03-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2027-03-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2025-04-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2027-03-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2027-03-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2027-03-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2027-03-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2027-03-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-04-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2027-03-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2027-03-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2027-03-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2027-03-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2027-03-01