იბუვიტი D3 2000ერთ#30კაფს

იბუვიტი D3 2000ერთ#30კაფს

31.87 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: პოლფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი(ვიტ.D3)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 124018
გააზიარე:

იბუვიტი D3 2000 სე, კაფსულები რბილი

ქოლეკალციფეროლი

ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი-ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ჩანართ-ფურცელში პაციენტისათვის, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით.

-             შეინახეთ წინამდებარე ჩანართი-ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-             დამატებითი ინფორმაციისათვის ან კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელმაც გირჩიათ ამ პრეპარატის მიღება.

-             რაიმე გვერდითი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, ნებისმიერი შესაძლო გვერდითი რეაქციის ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.

-             თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

 

ჩანართი-ფურცლის შინაარსი:

  1. რას წარმოადგენს პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე და რისთვის გამოიყენება?
  2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე გამოყენებამდე?
  3. როგორ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე?
  4. რა გვერდითი რეაქციებია შესაძლებელი?
  5. როგორ უნდა იქნას შენახული  პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე?
  6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

 

1.    რას წარმოადგენს პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე  და რისთვის გამოიყენება?

პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს D ვიტამინის იდენტური ქოლეკალციფეროლი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში.

 

ვიტამინი D გვხვდება ზოგიერთ საკვებში და ასევე წარმოიქმნება კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.

 

ვიტამინი D ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან და ამცირებს მის გამოყოფას თირკმელებით, რაც ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. D ვიტამინის დეფიციტი არის რაქიტის (ბავშვებში ძვლების მინერალიზაციის დარღვევა) და ოსტეომალაციის (მოზრდილებში ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია) მიზეზი.

 

პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების პროფილაქტიკა მოზრდილებში, ბავშვებსა და 11 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში სხეულის ნორმალური  წონით;
  • ოსტეოპოროზის მკურნალობა მოზრდილებში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
  • D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).

D ვიტამინის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკურად თვეებში, როდესაც არასაკმარისად ხდება მზის სხივების  ზემოქმედება  (ოქტომბრიდან აპრილამდე).

მზის სხივების  საკმარისად ზემოქმედების პერიოდში (მაისიდან სექტემბრამდე) თავი უნდა იქნას არიდებული D ვიტამინის პრეპარატების მიღებას.

პოლონეთში მზის სხივების საკმარისი ზემოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულის თვეებში (მაისიდან სექტემბრამდე), ამასთან, საჭიროა მზეზე მინიმუმ 15 წუთი ყოფნა 10:00-დან 15:00 საათამდე,  ღია მხრებით და წვივებით, მზისგან დამცავი ულტრაიისფერი ფილტრების მქონე კრემების გამოყენების გარეშე.

 

D ვიტამინის დეფიციტი განისაზღვრება როგორც 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25(OH)D) კონცენტრაცია შრატში ˂ 20 ნგ/მლ (˂50ნმოლი/ლ); კონცენტრაციის მიზნობრივ მნიშვნელობას D ვიტამინის ოპტიმალური მოქმედებისათვის წარმოადგენს 30-50 ნგ/მლ (75--125 ნმოლი/ლ).

D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება აღინიშნოს იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი ცხოვრობს მაღალ გეოგრაფიულ განედზე (>35°), როდესაც დიეტა ან ცხოვრების წესი არ იძლევა ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით D ვიტამინის უზრუნველყოფის საშუალებას (პირები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს დახურულ შენობაში ატარებენ ან ღამით მუშაობენ) ან როდესაც იზრდება D ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილება (ორსული ქალები, პაციენტები სხეულის ჭარბი მასით ან სიმსუქნით).

 

2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე გამოყენებამდე?

 

როდის არ შეიძლება პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე გამოყენება:

-             თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ქოლეკალციფეროლის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

-             თუ პაციენტს აქვს კალციუმის მომატებული კონცენტრაცია სისხლში (ჰიპერკალციემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია);

-             თუ პაციენტს აქვს თირკმლის მძიმე უკმარისობა, კენჭები თირკმელებში (შარდკენჭოვანი დაავადება) ან მიდრეკილება მათი წარმოქმნისადმი;

-             თუ პაციენტს აქვს D ჰიპერვიტამინოზი (სიმპტომები, გამოწვეული ორგანიზმში  D ვიტამინის სიჭარბით);

-             11 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის ჩატარება, თუ:

  • თუ პაციენტი ღებულობს პრეპარატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ (მაგალითად, გულის გლიკოზიდები, როგორიცაა დიგოქსინი);
  • პაციენტს აწუხებს სარკოიდოზი (იმუნური სისტემის დაავადება, რომლის დროსაც D ვიტამინის კონცენტრაცია ორგანიზმში შეიძლება მომატებული იყოს);
  • თუ პაციენტი ღებულობს D ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებს ან ღებულობს D ვიტამინით მდიდარ საკვებ პროდუქტებს, ვინაიდან D ვიტამინის დამატებითი დოზების მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • პაციენტი დამატებით ღებულობს  კალციუმის პრეპარატებს;
  • არსებობს ინტენსიური მზის დასხივების ალბათობა პრეპარატით იბუვიტი D3 2000 სე თერაპიის დროს (მზის სხივების საკმარისი ზემოქმედება - იხილეთ ნაწილი 1);
  • პაციენტს აწუხებს თირკმელების დაავადება;
  • D ვიტამინის პრეპარატებით მკურნალობა არის ხანგრძლივი; ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შრატსა და შარდში კალციუმის კონცენტრაციის კონტროლი, ასევე თირკმელების ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრის მეშვეობით.  

 

პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე და სხვა სამკურნალო პრეპარატები

აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ყველა სამკურნალო პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ან ახლახან იღებდა, ან რომლის მიღებასაც გეგმავს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი იღებს:

  • პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე ან თირკმელებზე, როგორიცაა გულის გლიკოზიდები (მაგალითად, დიგოქსინი) ან თიაზიდური დიურეზული საშუალებები (მაგალითად, ბენდროფლუმეთიაზიდი).

D ვიტამინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლსა ან შარდში კალციუმის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება;

  • პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ D ვიტამინს, კალციტრიოლს ან სხვა მეტაბოლიტებს ან D ვიტამინის ანალოგებს, ასევე D ვიტამინით მდიდარ საკვებ პროდუქტებს;
  • აქტინომიცინს (პრეპარატი კიბოს გარკვეული ფორმების სამკურნალოდ) და იმიდაზოლურ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად: კლოტრიმაზოლი და კეტოკონაზოლი);
  • ანტიეპილეფსიურ (კრუნჩხვების საწინააღმეგო) პრეპარატებს;
  • ბარბიტურატებს (საძილე, ანტიეპილეფსიური პრეპარატები);
  • გლუკოკორტიკოსტეროიდებს (სტეროიდული ჰორმონები, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი ან პრედნიზოლონი);
  • პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში (როგორიცაა კოლესტირამინი ან კოლესტიპოლი);
  • ზოგიერთი პრეპარატები სიმსუქნის სამკურნალოდ, რომლებიც ამცირებენ ცხიმების შეწოვას (მაგალითად, ორლისტატი);
  • ზოგიერთი საფაღარათე საშუალებები (როგორიცაა პარაფინის ზეთი);
  • პრეპარატები რომლებიც ჰიპერკალციემიის დროს გამოიყენება (სისხლში კალციუმის მომატებული დონე), როგორიცაა კალციტონინი, ეტიდრონატი, პამიდრონატი;
  • ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს ან ალუმინს (რომლებიც გამოიყენება გულძმარვის და კუჭის აშლილობის დროს);
  • პრეპარატები ტუბერკულოზის სამკურნალოდ (მაგალითად, რიფამპიცინი, იზონიაზიდი).

 

პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

ამ პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია საკვების ძირითადი მიღების დროს D ვიტამინის უკეთესი ათვისებისთვის.

 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ პაციენტი არის ორსულად ან კვებავს ძუძუთი, ვარაუდობს, რომ არის ორსულად, ან გეგმავს ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ მან კონსულტაცია უნდა ჩაიტაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. D ვიტამინის პრეპარატების მიღება ორსულობის დროს 2000 სე დოზით დღეში დადებითად მოქმედებს D ვიტამინის რაოდენობაზე ქალის, ასევე ახალშობილის ორგანიზმში.

ორსულობის დროს ქალებმა უნდა დაიცვან ექიმის რეკომენდაციები, ვინაიდან D ვიტამინზე მოთხოვნილება ვარირებს მისი დეფიციტის ხარისხის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

3. როგორ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე?

ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ჩანართ-ფურცელში პაციენტებისათვის, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. 

 

D ვიტამინის დეფიციტის  და იმ მდგომარეობების პროფილაქტიკა, რომლებიც გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტით, მოზრდილებში, ბავშვებსა და 11 წლიდან და უფროსი ასაკის მოზარდებში

პაციენტებში სხეულის ნორმალური მასით ოქტომბრიდან აპრილამდე ან მთელი წლის განმავლობაში, თუ ზაფხულის თვეების განმავლობაში არ არის უზრუნველყოფილი კანით D ვიტამინის ეფექტური სინთეზი, ჩვეულებრივ პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2000 სე-ს (1 კაფსულა) დღეში.

 

ოსტეოპოროზის მკურნალობა მოზრდილებში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში

ჩვეულებრივ პრეპარატის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2000 სე (1 კაფსულა) დღეში წლის დროის მიუხედავად.

 

D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ)

ჩვეულერივ პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2000 სე (1 კაფსულა) დღეში წლის დროის მიუხედავად, თუ ექიმი არ დანიშნავს სხვაგვარად.  

   

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებთან ან სხვა საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ D ვიტამინს (ქოლეკალციფეროლს), კალციტრიოლს ან ვიტამინ D-ს სხვა მეტაბოლიტებს ან ანალოგებს ექიმის კონსულტაციის გარეშე.   

 

გამოყენების წესი

კაფსულა გადაყლაპული უნდა იქნას მთლიანად, წყლის დაყოლებით, საკვების ძირითადი მიღების დროს.

 

პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე მიღება რეკომენდებულზე მაღალი დოზით

თუ პაციენტმა შემთხვევით მიიღო რეკომენდირებულზე 1 კაფსულით მეტი, ჭარბი დოზირების სიმპტომების აღნიშვნა ნაკლებად სავარაუდოა.

პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან გადაუდებელი დახმარების უახლოეს განყოფილებაში შესაბამისი თერაპიის მისაღებად.   შეძლებისდაგვარად საჭიროა პრეპარატის შეფუთვის და ამ ჩანართი-ფურცლის თან წაღება, ექიმისთვის საჩვენებლად.

 

პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე დოზის გამოტოვება

არ არის რეკომენდებული პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული მიღების ასანაზღაურებლად. 

 

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, რეკომენდებულია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

 

4.   რა გვერდითი რეაქციებია შესაძლებელი?

 

ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღინიშნება ყველა პაციენტში.

 

ზოგიერთი გვერდითი რეაქციები შეიძლება იყოს სერიოზული და საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ანგიონევროზული შეშუპების ნიშნების აღნიშვნის შემთხვევაში, როგორიცაა:

  • სახის, ენის ან ყელის (ხორხის) შეშუპება
  • გაძნელებული ყლაპვა
  • ჭინჭრის ციება და გაძნელებული სუნთქვა.

 

სხვა გვერდით რეაქციებს, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე გამოყენებასთან, მიაკუთვნებენ:

 

არახშირად (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

  • სისხლში კალციუმის კონცენტრაციის ზრდა (ჰიპერკალციემია)
  • შარდში კალციუმის კონცენტრაციის ზრდა (ჰიპერკალციურია)

იშვიათად (1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

  • გამონაყარი
  • ქავილი
  • ჭინჭრის ციება

სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

  • შეკრულობა
  • მეტეორიზმი (მუცლის შებერვა)
  • გულისრევა
  • მუცლის ტკივილი
  • დიარეა.

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

რაიმე გვერდითი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, ნებისმიერი გვერდითი რეაქციის ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება შეიძლება უშუალოდ სამკურნალო პრეპარატების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის სამმართველოს სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების  მონიტორინგის დეპარტამენტში.

იერუსალიმის ხეივანი 181C, 02-222, ვარშავა

(Al. Jerozolimskie 181C, 02-222 Warszawa)

 ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებ-საიტი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი რეაქციების შესახებ ასევე შეიძლება ეცნობოს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელს.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები იძლევა მეტი ინფორმაციის შეგროვების საშუალებას პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

 

5.   როგორ უნდა იქნას შენახული  პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე?

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

 

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაზე სიტყვის „EXP” შემდეგ (ვარგისია). ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღი - მითითებული თვის ბოლო დღე.

 

არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში ჩაგდება. საჭიროა ფარმაცევტთან გაგება, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებლი პრეპარატის უტილიზაცია. ასეთი ქმედებები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

 

  1. 6.      შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

 

რას შეიცავს პრეპარატი  იბუვიტი D3 2000 სე

-             პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა ქოლეკალციფეროლი.

თითოეული კაფსულა შეიცავს 50 მკგ ქოლეკალციფეროლს, რაც D ვიტამინის 2000 სე-ის ექვივალენტურია.

-             დამხმარე ნივთიერებები:

კაფსულის შიგთავსი:  ალისარჩულის ზეთი გასუფთავებული

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები საშუალო სიგრძის ჯაჭვით.

 

პრეპარატის იბუვიტი D3 2000 სე სამკურნალო ფორმა და შეფუთვის შიგთავსი

პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე წარმოადგენს ღია-ყვითელ რბილ ოვალურ კაფსულებს (უფრო მცირე დიამეტრი დახლოებით 6 მმ) შუაში ნაკერით, შევსებული ღია-ყვითელი ზეთოვანი სითხით.

 

შეფუთვა შეიცავს 30, 60 ან 90 კაფსულას კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ/პდვქ/ალუმინისგან, რომლებიც მოთავსებულა მუყაოს კოლოფში.   

 

შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს ხელმისაწვდომი რეალიზაციისათვის.

 

სარეგისტრაციო მომწობის მფლობელი

ფარმაცევტული ქარხანა „პოლფარმა“ სს (POLPHARMA S.A.)

ქ. პელპლინსკა 19, 83-200 სტაროგარდ გდანსკი ((ul. Pelplinska 19, 83-200 Starogard Gdanski)

 

მწარმოებელი

ფარმაცევტული ქარხანა „პოლფარმა“ სს

კომპანიის „მედანა“ (Medana) განყოფილება ქალაქში სერადზი

ვლადისლავ ლოკეტკას ქ. 10, 98-200 სერადზი (ul. Wladyslawa Lokietka 10, 98-200 Sieradz)

 

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელთან მიმართვა:

„პოლფარმა ბიურო ხანდლოვე Sp. z o.o” (POLPHARMA Biuro Handlowe Sp. z o.o)

ბობროვეცკის ქ. 6, 00-728 ვარშავა

(ul. Bobrowiecka 6, 00-728 Warszawa)

ტელ.: 22 364 61 01

 

ჩანართი-ფურცლის ინფორმაციის განახლების თარიღი: 2021 წლის მაისი.

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (108 აფთიაქი)

ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-11-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-08-31
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-08-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-08-31
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-08-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-08-31
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-11-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-08-31
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-08-31
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-11-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2025-08-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-08-31
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-08-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-08-31
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-08-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-08-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-08-31
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-08-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2025-08-31
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-08-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2025-08-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-08-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-08-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-08-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2025-08-01

რეგიონი (164 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2025-08-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-08-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2025-08-31
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-08-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-08-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2025-08-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-08-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2025-08-31
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2025-08-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2025-08-31
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2025-08-31
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-08-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2025-08-31
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2025-08-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-08-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-08-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-08-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-08-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-08-31
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-08-31
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2025-08-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2025-08-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-08-31
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-08-31
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-11-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-08-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2025-08-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-08-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-08-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2025-08-31
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-08-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-08-31
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-08-31
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-08-31
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-08-31
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-08-31
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-08-31
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2025-08-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-08-31
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2025-08-31
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2025-02-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-08-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-08-31
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-08-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2025-08-31
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2025-08-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2025-08-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2025-08-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2025-08-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2025-08-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2025-08-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2025-08-31
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2025-08-31
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2025-08-31
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2025-08-31
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2025-08-31
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2025-08-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2025-08-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2025-08-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2025-08-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2025-08-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2025-08-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2025-08-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2025-08-31
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2025-08-31
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-08-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2025-08-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-08-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2025-08-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2025-08-31
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2025-08-01