ფარინგოსეპტი 10მგ #20 საწ.ტ ლიმ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ფარინგოსეპტი
FARINGOSEPT
სავაჭრო დასახელება
ფარინგოსეპტი
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება
ამბაზონი
წამლის ფორმა
საწუწნი ტაბლეტები, 10 მგ
საწუწნი ტაბლეტები ლიმონის გემოთი 10 მგ
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება – ამბაზონის მონოჰიდრატი 10 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კაკაო, პოვიდონი K30, სტეარინის მჟავა, ვანილინი (საწუწნი ტაბლეტები), ლიმონის არომატიზატორი (საწუწნი ტაბლეტები ლიმონის გემოთი).
აღწერა
საწუწნი ტაბლეტები: გლუვი, ცილინდრული, მყარი, ყავისფერი ტაბლეტები, მთელი გვერდებით და პიგმენტური ზედაპირით.
საწუწნი ტაბლეტები ლიმონის გემოთი: გლუვი, ცილინდრული, მყარი, ყავისფერი ტაბლეტები, მთელი და პიგმენტური ზედაპირით, ერთ მხარეს “L” ასოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის სამკურნალო პრეპარატები. ანტისეპტიკები.
ათქ კოდი: ღ02AA01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტისეპტიკური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ლორ-პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში. ახდენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას. აქტიურია შტრეპტოცოცცუს ჰაემოლიტიცუს, შტრეპტოცოცცუს ვირიდანს, Pნეუმოცოცცუს მიმართ.
არ ახდენს გავლენას ნაწლავურ მიკროფლორაზე.
მიღების ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის მწვავე ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში
- გინგივიტი, სტომატიტი, ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი;
- ტონზილექტომიის და კბილის ექსტრაქციის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები – 3-5 ტაბლეტი (30-50 მგ) დღე-ღამეში.
3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – 3 ტაბლეტი (30 მგ) დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი – 3-4 დღე. ფარინგოსეპტის ტაბლეტები არ უნდა გადაყლაპოთ, საჭიროა გაიჩეროთ პირში სრულ გაწოვამდე. პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ მაშინვე (15-30 წუთის შემდეგ), რეკომენდებულია თავის შეკავება საკვების და სასმელის მიღებისგან პრეპარატის მიღების შემდეგ 2-3 საათის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
- ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია – ქავილი, კანზე გამონაყარი.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელბა ამბაზონის, ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.
მედიკამენტური ურთიერთქმედება
დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
ფარინგოსეპტის 10 მგ საწუწნ ტაბლეტებში (ერთ ტაბლეტი შეიცავს 729 მგ) და ლიმონის გემოს მქონე ფარინგოსეპტის საწუწნ ტაბლეტებში (ერთი ტაბლეტი შეიცავს 745 მგ) შაქრის შემცველობის გამო, რეკომენდებულია თავი აარიდოთ გამოყენებას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ლაქტოზის შემცველობის გამო (150 მგ ერთ ტაბლეტში), რეკომენდებულია თავი აარიდოთ გამოყენებას პაციენტებში ლაქტოზის აუტანლობით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების, ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება
არ გამოვლენილა. თუ შემთხვევით პრეპარატი მიიღეთ დიდი დოზით, რეკომენდებულია ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1, ან 2 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
ფარინგოსეპტი, საწუწნი ტაბლეტები, 10 მგ – 2 წელი.
ფარინგოსეპტი, საწუწნი ტაბლეტები ლიმონის გემოთი, 10 მგ – 3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
S.C.TERAPIA S.A.,
Str. Fabricii, nr 124,
Cluj -Napoca 400 632, rumineTi
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
Sun Pharmaceutical Ind.Ltd.
პროდუქციის ხარისხზე მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაციის მისამართი
ელ. მისამართი: [email protected]
04GE 5138402










