კასოდექსი 50მგ #28ტ(ინგ)
38.64
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სასქესო ჰორმონების ანტაგონისტი პრეპ. და ჰორმონების სინთ. ინჰიბიტ.
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ასტრა ზენეკა უკ ლიმიტედ დიდ.ბრ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ბიკალუტამიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 12354
გააზიარე:
კასოდექსი
(Casodex)
(Casodex)
სავაჭრო დასახელება: კასოდექსი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ბიკალუტამიდი
სამკურნალწამლო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ბიკალუტამიდი 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, გასუფთავებული წყალი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 300, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა:
მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული თეთრი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს არის მომრგვალებული ისრის ფორმის, ხოლო მეორე მხარეს CDX50 გრავირებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, ანტიანდროგენი.
ათქ. კოდი: L02BB03
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
კასოდექსი წარმოადგენს უპირატესად აქტიური (R)-ენანთიომერის მქონე რეცემულ ნარევს. არ გააჩნია სხვა ენდოკრინული აქტივობა. კასოდექსი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და გენების ექსპრესიის აქტივაციის გარეშე, თრგუნავს ანდროგენების მასტიმულირებელ გავლენას, რაც იწვევს წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების რეგრესს. ზოგიერთ პაციენტებში კასოდექსის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს "ანდროგენების მოხსნის სინდრომი"-ს განვითარება.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება სწრაფად და სრულად. საკვების მიღება შეწოვაზე გავლენას არ ახდენს.
(S)-ენანთიომერი ორგანიზმიდან გამოიყოფა გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე (R)-ენანთიომერი. ამ უკანასკნელის ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდია – დაახლოებით 7 დღე. კასოდექსის ყოველდღიური მიღებისას, მისი ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო, პლაზმაში (R)-ენანთიომერის კონცენტრაცია იზრდება დაახლოებით 10-ჯერ, რაც იძლევა პრეპარატის დღეში ერთხელ მიღების საშუალებას. ბიკალუტამიდის 50მგ დოზით ყოველდღიური მიღებისას, (R)-ენანთიომერის სტაციონარული წონასწორული კონცენტრაცია შეადგენს 9მკგ/მლ-ს, ხოლო 150მგ დოზის მიღებისას 22მკგ/მლ-ს. წონასწორული მდგომარეობისას, (R)- ენანთიომერი შეადგენს სისხლში მოცირკულირე ყველა ენანთიომერის 99%-ს. (R)-ენანთიომერის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს ასაკი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა. არსებობს მონაცემები, რომ ღვიძლის ფუნქციის დაღვევისას ნელდება (R)- ენანთიომერის ელიმინაცია. პლაზმის ცილებთან კავშირი მნიშვნელოვანია (რაცემული ნარევისათვის 96%, ხოლო (R)-ენანთიომერისათვის 99,6%). ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში (დაჟანგვის და გლუკორონის მჟავასთან კონიუგატების წარმოქმნით). მეტაბოლიტები გამოიყოფა თანაბარი რაოდენობით შარდით და ნაღვლით.
მიღების ჩვენება:
- კასოდექსი, 50მგ დოზით გნრჰ-ის ანალოგთან (გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი) კომბინაციაში ან ქირურგიული კასტრაციისას, ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს დროს.
- კასოდექსი, 150მგ დოზით ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს დროს (T3-T4, ნებისმიერი N, M0; T1-T2, N+, M0)
მონოთერაპიის ან რადიკალურ პროსტატექტომიასთან და რადიოთერაპიასთან კომბინაციაში, ადიუვანტური თერაპიის სახით.
- კასოდექსი, 150მგ დოზით ასევე ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული, არამეტასტაზირებული კიბოს დროს, იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ქირურგიული კასტრაცია ან სხვა სახის სამედიცინო ჩარევები.
უკუჩვენება
· ჰიპერმგრძნობელობა ბიკალუტამიდზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე;
· ტერფენადინთან, ასტემიზოლთან და ციზაპრიდთან ერთდროული გამოყენება;
· კასოდექსი არ ენიშნება ბავშვებს და ქალებს.
სიფრთხილით
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
გამოყენების მეთოდები და დოზები
მოზრდილები და ხანდაზმული მამაკაცები:
წინამდებარე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს დროს, გნრჰ-ის ანალოგთან ან ქირურგიულ კასტრაციასთან კომბინაციაში: შიგნით, 50მგ დღეში ერთხელ. კასოდექსით მკურნალობა უნდა დაიწყოს გნრჰ-ის ანალოგთან ან ქირურგიულ კასტრაციასთან ერთდროულად.
წინამდებარე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს დროს: შიგნით, 150მგ დღეში ერთხელ. კასოდექსი მიიღება ხანგრძლივად, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. დაავადების სიმპტომების პროგრესირების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საშუალო და მძიმე დარღვევით შეიძლება ადგილი ჰქონდეს კასოდექსის კომულაციას.
გვერდითი ეფექტები
კასოდექსი კარგი ამტანობით ხასიათდება, პრეპარატის მოხსნა აუცილებელი ხდება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში.
ბიკალუტამიდის ფარმაკოკინეტიკამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- ძალიან ხშირად (>10%): გინეკომასტია (შეიძლება შენარჩუნდეს თერაპიის შეწყვეტის შემდეგაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეპარატი მიიღება ხანგრძლივად), სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ალები;
- ხშირად (>1% და <10%): დიარეა, გულისრევა, ღვიძლის ტრანსამინაზების ტრანზიტორული მომატება, ქოლესტაზი, სიყვითლე (ღვიძლის ფუნქციების აღწერილი ცვლილებები იშვიათად ფასდებოდა როგორც სერიოზული, ატარებდნენ ტრანზიტორულ ხასიათს, სრულიად ქრებოდა ან მცირდებოდა თერაპიის გაგრძელებისას ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ), ქავილი, ასთენია; პრეპარატის გამოყენებისას სადღეღამისო დოზით 150მგ – ალოპეცია, ან თმების ზრდის აღდგენა*, სქესობრივი ლტოლვის შემცირება, სქესობრივი დისფუნქციები, წონის მომატება.
- იშვიათად (>0,1% - <1%): ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანგიონევროზული შეშუპების და ჭინჭრის ციების ჩათვლით, ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები; პრეპარატის 150მგ დოზით გამოყენებისას – ტკივილი მუცლის არეში, დეპრესია, დისპეფსია, ჰემატურია.
- ძალიან იშვიათად (>0,01% - <0,1%): ღებინება, კანის სიმშრალე (პრეპარატის 150მგ დოზით გამოყენებისას კანის სიმშრალე შეიმჩნევა ხშირად), ღვიძლის კმარისობა (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ბიკალუტამიდის მიღებასთან დამტკიცებული არ არის).
კასოდექსის და გნრჰ-ის ანალოგების ერთდროული მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ გვერდით ეფექტებს, სიხშირით >1% (მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი პრეპარატის მიღებასთან დამტკიცებული არ არის, აღნიშნული ეფექტებიდან ზოგიერთი ვითარდებოდა ხანდაზმულ პაციენტებში): გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ – გულის უკმარისობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – ანორექსია, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი. ნერვული სისტემის მხრივ – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა.
სასუნთქი სისტემის მხრივ – ქოშინი. შარდსასქესო სისტემის მხრივ – სქესობრივი დისფუნქცია, ნიქტურია. სისხლმბადი სისტემის მხრივ – ანემია. კანის დანამატების მხრივ – ალოპეცია, გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა, ჰირსუტიზმი.
სხვა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, სხეულის მასის მომატება ან შემცირება, ტკივილი მუცლის, გულმკერდის და მენჯის არეში, შემცივნება.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები აღწერილი არ არის. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. დიალიზის ჩატარება არაეფექტურია, იმასთან დაკავშირებით, რომ ბიკალუტამიდი მტკიცედ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით. ნაჩვენებია შემანარჩუნებელი თერაპია და ორგანიზმის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კასოდექსის და გნრჰ-ის ანალოგების ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ინ ვივო კვლევებით დადგენილ იქნა, რომ ბიკალუტამიდის (R)-ენანთიომერი აინჰიბირებს 3A4 CYP-ს და უფრო ნაკლები ხარისხით გავლენას ახდენს CYP 2C29-ზე და 2D6-ზე. მიდაზოლამის ფონზე 28 დღის განმავლობაში კასოდექსის მიღებისას მიდაზოლამის AUC-ს მრუდის ქვეშ ფართობი იზრდება 80%-ით. შეუთავსებელია ტერფენადინთან, ასთემიზოლთან, ციზაპრიდთან. სიფრთხილეა საჭირო კასოდექსის დანიშვნისას ციკლოსპორინთან ან კალციუმის არხების ინჰიბიტორებთან ერთად. შესაძლებელია საჭირო გახდეს ამ პრეპარატების დოზის შემცირება, განსაკუთრებით პოტენცირებისას ან გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში. კასოდექსის გამოყენების დაწყების ან შეწყვეტის შემდეგ რეკომენდებულია პლაზმაში ციკლოსპორინის და პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მონიტორინგი. კასოდექსის და ღვიძლში მიკროსომული დაჟანგვის დამთრგუნველი პრეპარატების, მაგალითად, ციმეტიდინის ან კეტოკონაზოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ბიკალუტამიდის კონცენტრაციის და შესაძლო გვერდითი ეფექტების გაზრდა. აძლიერებს კუმარინის რიგის ანტიკოაგულანტების, ვარფარინის მოქმედებას (კონკურენცია ცილებთან კავშირზე).
განსაკუთრებული მითითებები
ბიკალუტამიდის გამოყოფის შენელების და მისი კუმულაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტების ღვიძლის ფუნქციების პერიოდული შეფასება. ღვიძლის ფუნქციების დარღვევების უმეტესობას ადგილის აქვს კასოდექსით მკურნალობის პირველ 6 თვეში. ღვიძლის ფუნქციების გამოხატული ცვლილებების განვითარებისას, კასოდექსის მიღება უნდა შეწყდეს. თუ ადგილი აქვს დაავადების პროგრესირებას პროსტატსპეციფიკური ანტიგენის (პსა) დონის მომატების ფონზე, საჭიროა კასოდექსით მკურნალობის შეწყვეტის საკითხის განხილვა. კასოდექსის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კუმარინის რიგის ანტიკოაგულანტებს, რეკომენდებულია რეგულარულად გაკონტროლდეს პროთრომბინის დრო. აუცილებელია ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, რომ კასოდექსის ყოველი 50მგ ტაბლეტი შეიცავს 61მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. ბიკალუტამიდი უკუნაჩვენებია ქალებისათვის, მისი დანიშვნა არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
კასოდექსი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიშ სხვა მექანიზმების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ
ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები, 50მგ. 14 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში, 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სია ბ. არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
რეცეპტით.
მწარმოებელი
ასტრა ზენეკა გმბჰ, გერმანია, ოტტო ხან სტრასე 68723 პლანკსტადტი
რეგისტრაციის უფლების მქონე სხვა სუბიექტი
ასტრა ზენეკა უკ ლიმიტედ.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით