თიორეტინ იმუნი #30ტ
გააზიარე:
თიორეტინ იმუნი #30ტ
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
გამოყენება
თიორეტინ იმუნის ჩვენებას წარმოადგენს მასში შემავალო კომპონენტების მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება ან საკვებით მათი არასაკმარისი მიწოდება.
თიორეტინ იმუნში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს: პერიფერიული ნეიროპათიის და დიაბეტური რეტინოპათიის, გლაუკომის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობას, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, კოლაგენის ფორმირებას და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირება; იცავენ უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, აღადგენენ E და C ვიტამინებს. ხელს უწყობენ პროტეინების და გლიკოგენის ნორმალურ მეტაბოლიზმს, სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას, მხედველობითი ფუნქციების შენარჩუნებას.
გენისტეინიდაპერიფერიულინეიროპათია
გენისტეინს და გაბაპენტინს აქვთ ერთნაირი ეფექტები ანთების საწინააღმდეგო, ნეირორეგენერაციის და ნეიროპათიულ ტკივილზე ზემოქმედების კუთხით, ექსპერიმენტულ მოდელებზე. გენისტეინი შესაძლებელია განიხილოს გაბაპენტინის ალტერნატივად პერიფერიული ნერვების დაზიანების დროს.
გენისტეინიდადიაბეტურირეტინოპათია
დიაბეტური რეტინიპათია ასოცირებულია ბადურაზე მიკროგლიური უჯრედების ჰიპერაქტივაციასთან და ციტოკინების მაღალ კონცენტრაციასთან. გენისტეინმა, როგორც თიროზინკინაზის ინჰიბიტორმა, აჩვენა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გენისტეინი ამცირებს დიაბეტ-ინდუცირებულ ნეიროანთებას, ერთვება რა მიკრიგლიური უჯრედების აქტივაციით გამოწვეულ ანთების სასიგნალო გზებში (ERK and P38 MAPKs). გენისტეინი მნიშვნელოვნად იცავს ბადურის უკანა შრის მორფოლოგიას და ამცირებს სისხლძარღვების განვლადობას.
გენისტეინიდაგლაუკომა
სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფას (TNF-α) მაღალი შემცველობა იწვევს ნეირონების დაზიანებას. გენისტეინი ამცირებს სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფა-ინდუცირებულ ნეირო-სისხლძარღვოვან ანთებას.
გენისტეინიდაღვიძლისქრონიკულიდაავადებები
HSC უჯრედები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ღვიძლის ფიბროზის განვითარებაში. გენისტეინი ლიპოციტების (HSC უჯრედების) პროლიფერაციის სუპრესიის გზით, ხელს უშლის ფიბროზული ქსოვილის განვითარებას ღვიძლში. გენისტეინი აუმჯობესებს ღვიძლის ჰისტოლოგიურ, ულტრაბგერით და ლაბორატორიულ მაჩვენებლებს.
გენისტეინიდაკარდიოპროტექცია
გენისტეინს ახასიათებს არტერიების ენდოთელიუმის რელაქსაციის უნარი, ამავდროულად ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე.
დოზირება
1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
უსაფრთხოებისზომები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემავალი კომპონენტის მიმართ.
შენახვის წესი
შეინახეთ მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას. არ შეინახოთ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
გამოშვების ფორმა
ორმაგი გარსით შიგნით მისაღეები ტაბლეტები. შეფუთვაში №10 ტაბლეტი, სამი ბლისტერი.










