სპასკუპრელი #50ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
Spascupree l ®
სპასკუპრეელი ტაბლეტები
(Spascupreel)
კომპექსური ჰომეოპათიური პრეპარატი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
Aconitum napellus D6 60 მგ
Agaricus D4 15 მგ
Ammonium bromatum D4 30 მგ
Atropinum sulfuricum D6 30 მგ
Chamomilla recutita D3 15 მგ
Citrullus colocynthis D4 30 მგ
Cuprum sulfuricum D6 15 მგ
Gelsemium sempervirens D6 30 მგ
Magnesium phosphoricum D6 30 მგ
Passiflora incarnata D2 15 მგ
Veratrum album D6 30 მგ
შემავსებელი :
მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ
ჩვენება :
გლუვ-კუნთოვანი ორგანოების სპაზმი (კუჭი, ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი, საშვილოსნო, საშარდე გზები); განივზოლიანი კუნთების სპასტიკურობა, სპაზმები,
(მიოგელოზი, კუნთების გამაგრება).
უკუჩვენება :
გადამეტებული მგრძნობელობა გვირილას ან გვირილასებრთა ოჯახის (შემადგენლობის) მცენარეების მიმართ.
გაფრთხილებები :
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამედიცინო პროდუქციის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება, ან თუ გაქვთ კენჭები ნაღვლის ბუშტში, ბლოკირებული სანაღვლე გზები, ან სიყვითლე, გთხოვთ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
სათანადო დოკუმენტირებული გამოცდილების ნაკლებობის გამო, ორსულობისა და ლაქტაციის დროს პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი ეფექტი :
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე.
წამალთშორისი ურთიერთქმედება :
არ არის ცნობილი.
დოზირება და მიღების წესი :
ზოგადად, 1 ტაბლეტი უნდა დაიშალოს პირის ღრუში 3-ჯერ დღეში. მწვავე დარღვევებისას 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში (2 საათის განმავლობაში).
შეფუთვა :
შეფუთვა, რომელშიც განთავსებულია 50 ტაბლეტი.
ვარგისიანობის ვადა :
5 წელი.
შენახვა :
განსაკუთრებულ პირობებს არ სჭიროებს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი :
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
დრ-რეკევეგის ქ. 2-4,
76532 ბადენ-ბადენი, გერმანია
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი :
III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
დისტრიბუტორი :
შპს ბიომედიკა (Biomedica)
ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 38,
0186 თბილისი, საქართველო
|
ბეჭედი: (Biologische Heilmittel Heel GmbH) თან ერთვის |










