ბიფიფორმი #30კაფს
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ბიფიდობაქტერიები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 11875
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბიფიფორმი
BifiForm
BifiForm
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - bifidumbacterium lactis, lactobacillus rhamnosus, lactobacillus acidophilus
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულა - # 30
ინულინი + კეთილგანწყობილი ბაქტერიების სამი შტამი
საჭმლის მონელების პრობლემების გადაწყვეტის კომპლექსური გზა!!!
ბიფიფორმ კომპლექსის დღიური დოზა (2 ტაბლეტი) შეიცავს:
Bifidumbacterium lactis 2×109 КОЕ
Lactobacillus rhamnosus 2×109 КОЕ
Lactobacillus acidophilus 2×108 КОЕ
ინულინი არა უმცირეს 720 მგ-ს
კომპლექსური გადაწყვეტილება
პრობიოტიკური ბაქტერიებისა და ინულინის საფუძველზე
1. ხელსუწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;
2. კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის ოპტიმიზაციას;
3. ახდენს კუჭნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზაციას.
კუჭნაწლავის მიკროფლორის სწორი ბალანსი უზრუნველჰყოფს საჭმლის ნორმალურ მონელებას და ასევე ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას ინფექციებისგან, სტრესებისგან და გარემოს სხვა ნეგატიური ფაქტორებისგან. ინულინი-ნატურალური მცენარეული ბოჭკოები, რომლებიც ცნობილია თავიანთი სასარგებლო თვისებებით-ეხმარება კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზაციას და საჭმლის მონელების პროცესის ოპტიმიზაციას. ინულინი ღრუბელის მსგავსად იწოვს და გამოჰყავს გარეთ შლაკები, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას. ამის გარდა, ინულინი ხელს უწყობს საჭმლიდან სასარგებლო ნივთიერებების (ვიტამინების, მინერალების) ოპტიმალურ შეწოვას კუჭნაწლავში, ახდენს კუჭნაწლავის ტრაქტის სტიმულირებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელე¬ბის ბუნებრივ დაცვას.
ინულინი
მიიღება Cichorium intybus- ის ფესვებიდან ცხელ წყალში ექსტრაქციის გზით. ინულინის პრებიოტიკული სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ კუჭში ნაწილობრივი ფერმენტატიული ჰიდროლიზის გზით მისგან წარმოიქმნება ჩვენთვის სასარგებლო ნივთიერებები - ეგრეთ წოდებული ფრუქტოოლიგოსაქარიდები. ფრუქტოოლიგოსაქარიდები, დედის რძის ოლიგოსაქარიდების მსგავსად, წარმოადგენენ საკვებ გარემოს "კუჭნაწლავის" ბიფიდობაქტერიების უმრავლესობისათვის. სწორედ ფრუქტოოლიგოსაქარიდები მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში (ძუძუთი კვების შემდეგ) "სწორი მიკროფლორის" კვებითი გარემოს როლს ასრულებენ სქელ ნაწლავში.
ინულინიდან წარმოებული ფრუქტოოლიგოსაქარიდები გამოიყენება მხოლოდ რძემჟვა ბაქტერიების მიერ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფრუქტოოლიგოსაქარიდები წარმოადგენენ ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტო¬ბაცილების ზრდის სელექტიურ იდეალურ ზრდის სტიმულატორს.
მიკროორგანიზმების ზრდის სტიმულირების გარდა, ინულინს ასევე ახასიათებს პროკინეტიკური მოქმედება (ახდენს კუჭნაწლავის მოტორიკის სტიმულირებას).
ინულინი აუმჯობესებს კუჭნაწლავის ტრაქტის ზოგად მდგომარეობას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას, აადვილებს დეფეკაციის პროცესს. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ინულინი ასევე ახშობს პატოგენური ფლორის - ბაქტეროიდების, კლოსტრიდიების, ლისტერიების, შიგელების, სალმონელების, ქოლე¬რის ვიბრიონისა და კუჭნაწლავის ჩხირის გამრავლებას.
ინულინი ხელს უწყობს:
1. ორგანიზმის დეტოქსიკაციას (შლაკების გამოყვანას);
2. სასარგებლო ნივთიერებების ოპტიმალურ შეწოვადობას;
3. კუჭნაწლავის მუშაობის სტიმულირებას;
4. საჭმლის მონელების ბუნებრივ დაცვას;
5. კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზაციას;
6. საჭმლის მონელების პროცესის ოპტიმიზაციას;
7. სასარგებლო ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების ზრდას;
8. დეფეკაციის რეგულირებას;
9. ნაღველის ნაკადის განდევნის გაძლიერებასა და ღვიძლის განტვირთვას;
10. ქოლესტერინის დონის დაწევას;
11. ინსულინის აქტივობის აღდგენას და გლუკოზის უტილიზაციის გაუმჯობესებას.
ბიფიფორმ კომპლეწსის დეტოქსიკაციური მოქმედების მექანიზმი (ინულინის + ბაქტერიების კომპლექსის მოქმედება)
ინულინი
ახდენს კუჭნაწლავის მოტორიკისა და პერისტალტიკის სტიმულირებას
ახდენს ინსულინის ფუნქციური აქტივობის აღდგენას
აქტიური სორბენტი
ახდენს ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიების ზრდის სტიმულირებას
სწორი ნაწლავის გაწმენდას, ტოქსინების რაოდენობის შემცირებას
ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას
ბაქტერიების კომპლექსი
გააჩნია ანტიტოქსიკური ეფექტი
გამოყავს ორგანიზმიდან ტოქსინები, მარილები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები, ქოლესტერინის კრისტალები, ცხიმოვანი მჟავები
დისბაქტერიოზის კორექცია
კუჭნაწლავის მიკროფლორის დეტოქსიკაციური ფუნქციის აღდგენა
ახდენს ღვიძლის განტვირთვას, ხელს უწყობს მისიმპოტენციური თვისებების შენარჩუნებას
პრობიოტიკური ბაქტერიები -კუჭნაწლავის მიკროფლორის აღდგენა
სასარგებლო ბაქტერიებს-პრობიოტიკებს ძალუძს ადამიანის საჭმლის მონელების სისტემის დამატებითი დაცვა და კუჭნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენა. ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები აერთიანებენ თავიანთ სასარგებლო თვისებებს საჭმლის მონელების პროცესების ნორმალიზაციისათვის, ხელს უწყობენ კუჭნაწლავის აშლილობების გამოვლენის ლიკვიდაციას. ბიფიფორმ კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები Lactobacillus rhamnosusGG(LGG), Lactobacillus acidophilus LA-5, და ასევე Bifidumbacterium BB-12, აღადგენენ კუჭნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ბალანს და ახდენენ კუჭნაწლავის აშლილობების გამოვლენის ლიკვიდაციას. გამოკვლევის პროცესში დადგინდა Lactobacillus rhamnosusGG(LGG) ბაქტერიების მიერ იმუნური სისტემის გაძლიერების თვისება და შესაბამისად ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის აღდგენა.
დღეში 2 ტაბლეტის ერთჯერადი მიღება უზრუნველჰყოფს სქელი და წვრილი ნაწლავების მდგომარეობაზე პოზიტიურ ზემოქმედებას.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის 11 წლის ზევით: დღეში 2 ტაბლეტი საჭმლის მიღების დროს.
მიღების ხანგრძლივობა: 5 დღე და მეტი.
უკუჩვენება
კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
მწარმოებელი ფირმა - ფეროსანი ა/ს
ქვეყანა - დანია
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით