ბეროდუალი N 10მლ/200დოზ.აეროზ
გააზიარე:
ბეროდუალი N 200დოზა/10მლ
ფლაკონი #1 აეროზოლი საინჰალაციო
გამოშვებისფორმა, შეფუთვა
შემადგენლობა
1) საინჰალაციოაეროზოლი: ფლაკონში 300 დოზა.
1 დოზა შიცავს 5 მკგ ფენოტეროლის ჰიდრობრომიდს და 20 მკგ იპრატროპიუმის ბრომიდს.
2) ხსნარიინჰალაციისთვის: ფლაკონში 20 მლ.
1 მლ შეიცავს 500 მკგ ფენოტეროლის ჰიდრობრომიდს და 250 მკგ იპრატროპიუმის ბრომიდს.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი
ბრონქოლიზური საშუალება.
ჩვენება
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ბაზისური მკურნალობა;
- ბრონქული ასთმის შედეგად გამოწვეული სულხუთვის მწვავე შეტევის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ემფიზემით ან მის გარეშე;
- ბრონქო-ობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებების და ბრონქების მომატებული მგრძნობელობისას, სუნთქვის უკმარისობის პროფილაქტიკისა და შემანარჩუნებელი თერაპიისათვის;
- სასუნთქი გზების მომზადება სამკურნალო საშუალებების (მუკოლიზური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკები) საინჰალაციო გზით შესაყვანად.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი
3 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში ბეროდუალი დოზირებული აეროზოლის სახით ინიშნება 3-ჯერ დღეში 1-2 დოზის (დღე-ღამეში 8/დოზამდე) ოდენობით. ბრონქული ასთმის შეტევისას გამოიყენება აეროზოლის 2 დოზა, აუცილებლობის შემთხვევაში 5 წუთის შემდეგ დამატებით კიდევ 2 დოზა, მომდევნო ინჰალაცია ტარდება 2 საათის შემდეგ.
საინჰალაციო ხსნარის რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს 3-6-ჯერ დღეში 20-30 წვეთის (1-4 მლ) ოდენობით არანაკლებ 2 სთ-ის ინტერვალით.
ნებულაიზერის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის 20 წვეთი გავხსნათ 3 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში და შევისუნთქოთ 5-7 წთ-ის განმავლობაში. ხსნარი უნდა გამოვიყენოთ მთლიანად.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში საინჰალაციო ხსნარის თერაპიული დოზა შეადგენს 0.05 მლ-ს (1 წვეთ/კგ-ზე 3-ჯერ დღეში და მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 4-ჯერ დღეში 0.5-დან 1 მლ-ის (10-20 წვეთი) ოდენობით. მძიმე ფორმის შეტევების დროს შესაძლებელია 2-3 მლ-ის (40-60 წვეთის) მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების განვითარება დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ფენოტეროლის მოქმედებასთან: პაციენტებში აღინიშნება თითების ტრემორი, გულის ფრიალის შეგრძნება, ტაქიკარდია.
გვერდითი მოვლენების განვითარება აგრეთვე დაკავშირებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი იპრატროპიუმის ბრომიდის მოქმედებასთან. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება პირის ღრუს სიმშრალე.
უკუჩვენება
- ორსულობის პერიოდის I ტრიმესტრი;
- პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ბეროდუალის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში წინააღმდეგნაჩვენებია.
იმის გამო, რომ ფენოტეროლმა შესაძლებელია მშობიარობის აქტზე უარყოფითად იმოქმედოს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს მშობიარობამდე რამდენიმე ხნით ადრე.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შეზღუდვის საჭიროების შესახებ არ არსებობს მონაცემები.
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.
მწარმოებელი
BOEHRINGER INGELHEIM INTERNATIONAL
გერმანია