პეგასისი 180მკგ ს/ხსნ #1ფლ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორები, ინტერფერონები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
პეგინტერფერონ ალფა-2ა
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 11435
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პეგასისი
პეგინტერფერონი ალფა 2ა
იმუნომასტიმულირებელი აგენტი/ციტოკინი
1. ფარმაკოლოგიური ფორმა
პეგასისის გამოშვების ფორმაა სტერილური, კანქვეშა ინექციისათვის გამზადებული ხსნარი და ამპულირებადი ფორმა.
პეგასისის 180მკგ საინექციო შპრიცი შეიცავს 0,5მლ 180მკგ პეგინტერფერონ ალფა-2ა-ს;
პეგასისის 135მკგ საინექციო შპრიცი შეიცავს 0,5მლ 135მკგ პეგინტერფერონ ალფა-2ა-ს;
თითოეული ამპულა ერთჯერადი დოზით შეიცავს 1.0მლ 180მკგ პეგინტერფერონ ალფა-2ა-ს.
თითოეული ამპულა ერთჯერადი დოზით შეიცავს 1.0მლ 180მკგ პეგინტერფერონ ალფა-2ა-ს.
2. შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი: პეგინტერფერონი ალფა-2ა.
3. კლინიკური თავისებურებანი;
3.1 ჩვენებები:
პეგასისი ინიშნება, როგორც მონო, ასევე კომბინირებული თარაპიის სახით კოპეგუსთან (რიბავირინი) ერთად ქრონიკული C ჰეპატიტის სამკურნალოდ:
ციროზის არ მქონე პაციენტებში;
კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში;
3.2 პრეპარატის დოზირება და მიღების წესები:
3.2.1 სტანდარტული დოზირება
პეგასისის რეკომენდებული დოზა, როგორც მონო, ასევე კომბინირებული თერაპიის (კოპეგუსთან) შემთხვევაში შეადგენს 180 მკგ-ს კვირაში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით მუცლის ან ბარძაყის არეში. კოპეგუსის მიღება ხდება საკვებთან ერთად. პეგასისით მკურნალობა მონოთერაპიის სახით რეკომენდებულია 48 კვირის განმავლობაში. კომბინირებული თერაპიის დროს პეგასისით მკურნალობის ხანგრძლივობა, ისევე როგორც კოპეგუსის დოზირება შერჩეული უნდა იქნეს ინდივიდუალურად ვირუსის გენოტიპის გათვალისწინებით (ცხრილი 1).
ცხრილი 1.
გენოტიპი | პეგასისის დოზა | კოპეგუსის დოზა | ხანგრძლივობა |
1, 4 | 180მკგ | <75კგ ¡V 1000მგ >75კგ ¡V 1200მგ | 48 კვირა 48 კვირა |
2, 3 | 180მკგ | 800მგ | 24 კვირა |
მკურნალობაზე პასუხის წინასწარ განსაზღვრა (ადრეული ვირუსული პასუხი) ხდება მკურნალობის მე-12 კვირაზე. თუ მოხდა ვირუსის რაოდენობის შემცირება 2 ლოგარითმით ან არ განისაზღვრა HCV RNA, სავარაუდოდ მკურნალობის ბოლოს მიიღწევა მყარი ვირუსული პასუხი (ცხილი 2).
ცხრილი 2: მკურნალობის შეფასება მე-12 კვირაზე, სტანდარტული, კომბინირებული თერაპიის ფონზე.
გენოტიპი | უარყოფითი ეფექტი | დადებითი ეფექტი | ||||
არამოპასუხე მე-12 კვირაზე | მყარი პასუხი არ მიიღწა | ადრეული პროგნოზირება | მოპასუხე მე12 კვირაზე | მყარი პასუხი მიიღწა | ადრეული პროგნოზირება | |
1 (n=569) | 102 | 97 | 55% (97/102) | 467 | 271 | 58% (271/467) |
2, 3 (n=96) | 3 | 3 | 100% (3/3) | 93 | 81 | 87% (81/93) |
3.2.2 სპეციალური დოზირება
პეგასისის დოზის მოდიფიკაცია
ზოგადი ნაწილი: დოზის მოდიფიკაცია საჭირო ხდება საშუალო და მძიმე გვერდითი რეაქციების გამო (კლინიკური ან ლაბორატორიული). პრეპარატის დოზა მცირდება 135მკგ-მდე. ზოგ შემთხვევაში დოზის შემცირება საჭირო ხდება 90მკგ ან 45მკგ-ით. შემდგომი დოზის მომატება საწყის დოზამდე განიხილება გვერდითი მოვლენების გაქრობის შემდეგ (იხ, თავი 3.4 და 3.8). ჰემატოლოგია: დოზის შემცირება რეკომენდებულია თუ ნეიტროფილების რაოდენობა (ANC) ნაკლებია 750 უჯრედი/მმ3, ხოლო თუ ნეიტროფილების რაოდენობამ დაიკლო 500უჯრედი/მმ3, მკურნალობა უნდა შეწყდეს, სანამ მათი რაოდენობა არ მიაღწევს 1000 უჯრედი/მმ3-ს. მკურნალობა უნდა დაიწყოს პეგასისის 90მკგ დოზით, აუცილებლად ნეიტროფილების რაოდენობის კონტროლის ქვეშ. დოზის შემცირება 90 მკგ-მდე ასევე აუცილებელია თუ თრომბოციტების რაოდენობა ნაკლებია 50000/მმ3. თერაპია უნდა შეწყდეს თუ თრომბოციტების რაოდენობა შემცირდება 25000/მმ3-მდე.
ღვიძლის ფუნქციები: ღვიძლის ფუნქციების ცვლილებები დამახასიათებელია ქრონოკული ჰეპატიტისათვის. ამავე დროს როგორც ყველა ალფა ინტერფერონით მკურნალობის ფონზე, პეგასისით მკურნალობის დროსაც აღინიშნება ალტ-ს დონის მომატება სისხლში. ალტ-ს პროგრესირებადი მატების დროს C ჰეპატიტით დაავადებულებში თავდაპირველად დოზა უნდა შემცირდეს 135მკგ-მდე. თუ ალტ-ს დონე მატულობს მიუხედავად დოზის შემცირებისა სავარაუდოა ბილირუბინის დონის მატებაც და ღვიძლის დეკომპენსირებული დაზიანება, ასეთ დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა (თავი 3.4). კოპეგუსის დოზირება კომბინირებული თარაპიის დროს. მკურნალობასთან დაკავშირებული ანემიის სამკურნალოდ კოპეგუსის დოზა უნდა შემცირდეს 600მგ-მდე (200მგ დილით და 400 მგ საღამოს) ასევე შემდეგ პაციენტებში: პაციენტები გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გარეშე ჰემოგლობინის შემცირება <10გ/დლ და >8.5გ/დლ. პაციენტები სტაბილური კარდიოვასკულარული დაავადებით, ჰემოგლობინის შემცირება >2გ/დლ მკურნალობის 4 კვირის განმავლიბაში. კოპეგუსით მკურნალობა უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოებების დროს: თუ პაციენტს კარდიოვასკულარული დაავადების გარეშე, აღენიშნება ჰემოგლობინის შემცირება <8.5გ/დლ; თუ პაციენტს სტაბილური კარდიოვასკულარული დაავადების ფონზე, აღენიშნება ჰემოგლობინის შემცირება <12გ/დლ მიუხედავად 4 კვირის მანძილზე დოზის შემცირებისა; თუ კოპეგუსის მიღება შეჩერებული იქნა ლაბორატორიული მაჩვენებლიბის ან კლინიკური გამოვლინებების გამო, კოპეგუსის მიღების დაწყება უდა მოხდეს დაბალი დოზით 600 მგ დღეში და გაიზარდოს თანდათანობით 800 მგ-მდე დღეში ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით. მკურნალობის კურსის განმავლობაში არ არის რეკომენდებული კოპეგუსის მაქსიმალური დოზის (1000მგ ან 1200მგ-ს) გამოყენება. კოპეგუსის აუტანლობის შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პეგასისით
მონოთერაპიის სახით.
განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლის დაავადებები: თირკმლის დაავადებების დროს პეგასისით მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 135მკგ კვირაში ერთხელ. მკურნალობის პროცესში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი. გამოყენება პედიატრიაში: პეგასისის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არისშესწავლილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. აღსანიშნავია, რომ პეგასისი საინექციო ხსნარი შეიცავს ბენზილ-ალკოჰოლს. აღწერილია ჭარბი ბენზილ-ალკოჰოლის ზემოქმედებით გამოწვეული ახალშობილთა სიკვდილობის იშვიათი შემთხვევები. პეგასისის გამოყენება ახალშობილებში და ბავშვებში დაუშვებელია.
ხანდაზმულებში: არ არის საჭირო სპეციალური დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში.
ღვიძლის დაზიანება: კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში დადგენილია პეგასისის ეფექტურობა და უსაფრთხოება. პეგასისით მკურნალობა არ არის შესწავლილი ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში.
3.3 უკუჩვენებები:
პეგასისის უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ალფა ინტერფერონების, E.coli-ის წარმოებულების,
პოლიეთილენგლიკოლის ან სხვა კომპონენტების მიმართ.
პეგასისი უკუნაჩვენებია:
აუტოიმუნური ჰეპატიტის მქონე პაციენტებში;
დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში;
ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში;
პეგასისი/რიბავირინის კომბინირებული თერაპია უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში.
აუცილებლად გაეცანით კოპეგუსის ინსტრუქციას, როდესაც ინიშნება პეგასისი კოპეგუსთან ერთად კომბინაციაში.
3.4 განსაკუთრებული მითითებები
პეგასისით მკურნალობა, როგორც მონო ასევე კომბინირებული თერაპიის სახით უნდა ჩატარდეს კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ლაბორატორიული გამოკვლევა.
მკურნალობის დაწყების წინ საჭიროა ჰემატოლოგიური და ბიოქიმიური ლაბორატორიული ტესტების ჩატარება. მკურნალობის პროცესში ჰემატოლოგიური ტესტების ჩატარება საჭიროა 2-4 კვირაში ერთხელ, ხოლო ბიოქიმიური ტესტების - 4 კვირაში ერთხელ. დამატებითი ლაბორატორიული ტესტების ჩატარება შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის პროცესში. პეგასისით და პეგასის/კოპეგუსით ჩატარებულ კვლევებში ჩართვის კრიტერიუმებად, მიღებული იყო შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლები:
თრომბოციტები >90000/მმ3.
ნეიტროფილების აბსოლიტური რაოდენობა (ANC) >1500უჯრედი/მმ3;
ფარისებური ჯირკვლის ჰორმონების TSH და T4-ის ნორმალური დონე;
ასევე იხილეთ რიბავირინის ინსტრუქცია ლაბორატორიული ნორმების შესამოწმებლად.
მკურნალობა პეგასისით ან პეგასის/რიბავირინით დაკავშირებულია ნეიტროფილების და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებასთან, ხშირად ამ ცვლილებებს ადგილი აქვს მკურნალობის მე-2 კვირას. კლინიკურ კვლევებში სისხლის ელემენტების რაოდენობის შემცირება მე-4, მე-8 კვირას ძალიან იშვიათია. დოზის კორექცია რეკომენდებულია, როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა მცირდება <750უჯრედი/მმ3. იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროფილების რიცხვის შემცირება 500უჯრედი/მმ3-ში ნაკლებად, საჭიროა მკურნალობის დროებით შეწყვეტა, სანამ მათი რაოდენობა არ აღემატება 1000უჯრედი/მმ3. კლინიკურ კვლევებში პრეგასისით ან პაგასის/კოპეგუსით მკურნალობისას, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება შექცევადია დოზის მოდიფიკაციის ან დროებითი შეწყვეტის პირობებში.
მკურნალობა პეგასისით ან პეგასის/რიბავირინით დაკავშირებულია ასევე თრომბოცოტების რაოდენობის შემცირებასთან, რომელიც უბრუნდება საწყის ნორმალურ დონეს მკურნალობის შემდგომ პერიოდში. დოზის შემცირება რეკომენდებულია თუ თრომბოციტების დონე შეადეგენს < 50000/მმ3, ხოლო მკურნალობის შეწყვეტა - თუ მათი რაოდენობა 25000/მმ3-ზე დაბალია. ანემია (ჰემოგლობინი <10გ/ლ) აღენიშნებოდა კვლევაში ჩართულ პაციენტთა 13%-ს, რომლებიც ღებულობდნენ პაგასის/რიბავირინს 1000მგ ან 1200მგ დოზით 48 კვირის განმავლიბაში და 3% იმ პაციენტებისა, რომლებიც ღებულობდნენ პეგასის/რიბავირინს დოზით 800მგ 24 კვირის განმავლობაში (იხ. თავი 3.8.1 ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი). ჰემოგლობინის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება რიბავირინით მკურნალობის მე-4 კვირას. თუ მკურნალობის პროცესში აღინიშნება გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუარესება, რიბავირინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. იხილე ასევე რიბავირინის ინსტრუქცია.
რეკომენდებულია მკურნალობის პროცესში ხდებოდეს სისხლის რუტინული გამოკვლევები. პეგასისით მონოთერაპია ან პეგასის/კოპეგუსით კომბინირებული თერაპია სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომელთა ნეიტროფილების საწყისი რაოდენობა <1500უჯრედი/მმ3, თრომბოციტების საწყისი რაოდენობა <90000/მმ3 და საწყისი ჰემოგლობინი < 12გ/დლ.
ინფექციები:
ვინაიდან ტემპერატურული რეაქცია დაკავშირებულია გრიპისმაგვარ სიმპტომებთან, რომლებიც ასოცირდება ინტერფერონით მკურნალობასთან, საჭიროა გამოირიცხოს ტემპერატურული რეაქციის გაჩენის სხვა მიზეზები, განსაკუთრებით პაციენტებში ნეიტროპენიით. ალფა ინტერფერონით მკურნალიბისას შეიძლება აღინიშნებოდეს სერიოზული ინფექციები (ბაქტერიული, ვირუსული ან ფუნგალური). ასეთ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოს ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია და დაისვას მკურნალობის გაგრძელება-შეწყვეტის საკითხი.
აუტოიმუნური დაავადებები:
აუტოიმუნური დაავადებების გამწვავება შეიძლება აღინიშნებოდეს ალფა ინტერფერონით მკურნალობის დროს. ამიტომ სიფრთხილით უნდა მოხდეს პეგასისის და რიბავირინით კურნალობის დაწყება აუტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტებში. ალფა ინტერფერონების გამოყენებისას აღინიშნებოდა ფსორიაზის გამწვავება. ამ დროს უნდა განიხილებოდეს პეგასისით და რიბავირინით მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესაძლებლობები.
ენდოკრინული სისტემა:
ინტერფერონებით მკურნალობამ, პაგასის/რიბავირინის კომბინაციამ შეიძლება გაამწვავოს ჰიპოთირეოიდიზმი ან ჰიპერთირეოიდიზმი. მკურნალობის შეწყვეტის საკითხი დგება, როდესაც ვერ ხერხდება თიროიდული ცვლილებების მკურნალობა-მართვა.
ჰიპერგლიკემია, და ჰიპოგლიკემია შეიძლლება დაფიქსირდეს ინტერფერონებით მკურნალობის პროცესში. თუ ვერ ხერხდება ამ სიმპტომების მედიკამენტოზური კონტროლი არ უნდა იქნეს დაწყებული პეგასისით მკურნალობა, როგორც მონო, ასევე კომბინირებული თარეპიის სახით. თუ ეს სიმპტომები გაჩნდა მკურნალობის პროცესში და ვერ ხერხდება მათი მედიკამენტოზური მართვა, პეგასისით ან პეგასის/რიბავირინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნეიროფსიქოლოგიური სტატუსი:
მძიმე ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები წარმოადეგენენ როგორც სხვა ინსტერფერონების, ასევე პეგასისით ან პაგასისი/რიბავირინით მკურნალობის გვერდით მოვლენებს. დეპრესია, სუიციდალური ფიქრები, ან მცდელობები შეიძლება გაჩნდეს მკურნალობის პროცესში დამოუკიებლად იმისა, ადრე აღენიშნებოდა თუ არა პაციენტს ფსიქონევროლოგიური დარღვევები. პეგასისით, როგორც მონო ასევე კომბინირებული თერაპიის დაწყება საფრთხილოა ფსიქიური მოშლილობების მქონე პაციენტებში. მკურნალობის პროცესში საჭიროა მსგავსი სიმპტომების კონტროლი და მართვა. ექიმი ვალდებულია მსგავსი გვერდითი მოვლენების შესახებ გააფრთხილოს პაციენტი და დაარიგოს, რომ მსგავსი სიმპტომების გაჩენისთანავე აცნობოს ექიმს. ზოგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტაც. ოფთალმოლოგიური მოვლენები:
ინტერფერონებით მკურნალობამ მათ შორის პეგასისით ან პეგასის/რიბავირინით, შესაძლოა გამოწვიოს სერიოზული ოფთალმოლოგიური დარღვევები, მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებამდეც. მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ოფთალმოლოგიური დარღვევები მკურნალობის პროცესში აუცილებელია
მათი პერიოდული კონტროლი. მკურნალობის პროცესში გაჩენილი სიმპტომები პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რომელიც გადაწყვიტავს მკურნალობის გაგრძელების საკითხი.
გულსისხლძარღვთა სისტემა:
ვინაიდან კარდიალურ მოვლენებს ამწვავებს მკურნალობის დროს რიბავირინით გამოწევეული ანემია, იმ პაციენტებს რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კარდიალური პათოლოგია არ უნდა დაენიშნოთ რიბავირინი. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ეკგ-ს გადაღება. თუ ინტერფერონით მკურნალობის შედეგად გართულდა გაულსისხლძარღვთა პათოლოგია საკითხი დგება მკურნალობის დროებით ან სრულ შეწყვეტაზე (იხ. თავი 3.2 და კოპეგუსის (რიბავირინის) ინსტრუქცია).
ჰიპერმგრძნობელობა:
ალფა ინტერფერონით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ურტიკარია, ანგიოედემა, ბრონქოკონსტრიქცია, ანაფილაქსია). თუ მსგავსი სიმპტომები გაჩნდა მკურნალობის პროცესში სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მკურნალობა და ჩატარდეს ალერგიის საწინააღმდეგო ღონისძიებები. გარდამავალი გამონაყარი არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
სასუნთქი სისტემა:
ალფა ინტერფერონებით მკურნალობისას შეიძლება გაჩნდეს გვერდითი მოვლენები სასუნთქი სისტემის მხრივ, მათ შორის დისპნოე, ინფილტრატები, პნევმონია და პნევმონიტი, ფეტალობის ჩათვლით. თუ გაჩნდება რაიმე აუხსნელი ინფილტრატები ფილტვის ქსოვილში ან ფილტვების ფუნქციის გაუარესება, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ღვიძლის ფუნქციები:
პაციენტებს, რომელთაც განუვითარდათ უეცარი ღვიძლის დეკომპენსაცია პეგასისით ან პეგასის/კოპეგუსით მკურნალობის პროცესში აუცილებელი ხდება მკურნალობის შეწყვეტა. ისევე, როგორც სხავა ალფა ინტერფერონებით მკურნალობისას, პეგასისით ან პაგასისი/კოპეგუსით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნებოდეს ალტ-ს მომატება ნორმის ზღვარიდან მიუხედავად ვირუსოლოგიური პასუხისა. თუ ალტ-ს მატება გრძელდება დოზის შემცირების მიუხედავად, რასაც თან სდევს ბილირუბინის მომატებაც, საჭირო ხდება მკურნალობის შეწყვეტა (იხ. თავი 3.2).
3.5 სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
დასაშვებია რიბავირინთან კომბინირება.
პრეპარატი მოქმედებს ღვიძლის მიკროსომულ ციტოქრომ P-450 ენზიმზე, მაგრამ კანქვეშ შეყვანის დროს ინ ვივო სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.
აღნიშნულია თეოფილინის კონცენტრაციის გაზრდა 25%-ით.
3.5.1 ორსულიბა და ძუძუთი კვება
3.5.2 ორსულობა
პეგასისის გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში ვინაიდან არ არის შესწავლილი მისი გავლენა ნაყოფზე. ისევე როგორც სხვა ალფა ინტერფერონები, პეგასისით მკურნალობის დროს აღინიშმნება მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რაც განპირობებულია ესტრადიოლის და პროჟესტერონის დონის შემცირებით კვლევაში გამოყენებულ მაიმუნებზე. პეგასისით მკურნალობის შემდეგ მენსტრუაციული ციკლი უბრუნდება ნორმას.
პეგასისის ზემოქმედება არ არის შესწავლილი ქალთა ნაყოფიერებაზე. კვლევებში, მაიმუნებზე მისმა გამოყენებამ ცვლილებები არ გამოავლინა.
არ არის შესწავლილი ასევე პაგასისის ტერატოგენული ეფექტები. კოპეგუსის გამოყენება:
აკრძალულია კოპეგუსის გამოყენება ორსულ ქალებში. ასევე პაციენტები, რომლებიც იტარებენ მკურნალობას კოპეგუსით არ უნდა დაორსულდენენ ან არ დააორსულონ პარტნიორები, როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე მკურნალობის დამათავრებიდან 6 თვის განმავლობაში.
3.5.3 ლაქტაცია
არ არის დადგენილი პეგასისი/კოპეგუსი აღწევს თუ რა დედის რძეში. ყოველ შემთხვევაში უკურეაქციების თავიდან ასაცილებლად ან ლაქტაცია უნდა შეწყდეს ან მკურნალობა, თითოეულის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
3.6 კარცინოგენეზი და მუტაგენეზი
არ არის შესწავლილი პეგასისის კარცინოგენული პოტენციალი.
3.7 ზეგავლენა მანქანის ტარებაზე
პაციენტებს რომლებსაც აღენიშნებათ ძილიანობა, დაღლილობა ან სხვა მსგავსი სიმპტომები, მკურნალობის პროცესში არ უნდა მართონ ავტომანქანა.
3.8 არასასურველი გვერდითი ეფექტები
3.8.1 კლინიკური კვლევების გამოცდილება
სიხშირე და სიმწვავე იმ გვერდითი რეაქციებისა რომლებიც ფიქსირდებოდა კლინიკური დაკვირვებების დროს, ერთნაირია როგორც პეგასისით ან პეგასისი/რიბავირინით ან სხვა ინტერფერონებით მკურნალობისას. ყველაზე ხშირად ფიქსირებადი გვერდითი რეაქციები იყო საშუალო და მსუბუქი ხასიათის, რომლების არ საჭიროებდნენ დოზის კორექციას ან მკურნალობის შეწყვეტას.
ქრონიკული C ჰეპატიტი
კლინიკური კვლევებიდან გვერდითი ეფექტების გამო პაციენტთა გამოთიშვის სიხშირე პეგასისით მონოთერაპიის დროს შეადგენდა 9%, ხოლო პაგასის/რიბავირინით მკურნალობისას კი 13%. კოპეგუსის დოზირება იყო 1000-1200მგ 48 კვირის განმავლობაში. # 3 ცხრილში მოყვანილია ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტთა 10%-ზე მეტში, ვინც მკურნალობდა 48 კვირის განმავლობაში პეგასისით მონოთერაპიის სახით (n=827), 24 კვირის განმავლობაში პეგასის/კოპეგუსით 800მგ (n=207) და 48 კვირიანი კურსს პეგაგსის/კოპეგუსის 1000-1200მგ (n=887).
ცხრილი #3 გვერდითი ეფექტები >10%
პეგ 180მმკგ | პეგ 180მკგ + რიბავირინი 800მგ | პეგ 180მკგ + რიბავირინი 1000მგ ან 1200მგ | IFN ალფა 2ბ+ რიბავირინი 1000მგ ან 1200მგ | |
48 კვირა | 24 კვირა | 48 კვირა | 48 კვირა | |
N=827 | N=207 | N=887 | N=443 | |
% | % | % | % | |
მეტაბილიზმი ანორექსია წონაში კლება | 16 5 | 20 2 | 27 7 | 26 10 |
ფსიქ. მოვლენები ინსომნია დეპრესია აგზნება კონცენტრირების დარღ. შფოთვა | 20 18 17 9 6 | 30 17 28 8 8 | 32 21 24 10 8 | 37 28 27 13 12 |
ნერვული სისტემა თავის ტკივილი თავბრუსხვევა | 52 15 | 48 13 | 47 15 | 49 14 |
სასუნთქი სისტემა დისპნეა ხველა | 5 4 | 11 8 | 13 13 | 14 7 |
საჭმლის მომნ. სისტ. ღებინება დიარეა მუცლის ტკივილი | 24 16 15 | 29 15 9 | 28 14 10 | 28 10 9 |
კანი ალოპეცია ქავილი დერმატიტი კანის სიმშრალე | 23 13 9 5 | 25 25 15 13 | 24 21 16 12 | 33 18 13 13 |
ძვალ-სახსროვანი სისტ. მიალგია ართრალგია | 37 26 | 42 20 | 38 22 | 49 23 |
სხვადასხვა დაღლილობა ტემპ. რეაქცია შემცივნება ინფიცირება ტკივილი ასთენია | 49 35 30 22 11 7 | 45 37 30 28 9 18 | 49 39 25 21 10 15 | 53 54 34 16 9 16 |
3.9 ჭარბი დოზირება
ერთ კვირიანი ინტერვალის ნაცვლად აღწერილია ორ დღეში ორი ინექციის და ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება საერთო დოზით _ 1260 მკგ/კვირაში. რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არ იქნა რეგისტრირებული.
4.0 ფარმაკოლოგიური თვისებები
4.1 ფარმაკოდინამიური თვისებები
ინტერფერონ ალფა-2ა-ს კონიუგაცია PEG რეაგენტთან წარმოქმნის პეგინტერფერონ ალფა-2ა-ს. ინტერფერონ ალფა-2ა-ს ბიოსინთეზი ხორციელდება დნმ-ის რეკომბინანტული ტექნოლოგიის გამოყენებით. კლონირებული ადამიანის ლეიკოციტური ინტერფერონის გენი ინერგება E.coli-ში და შემდგომ მისგანვე გამოიყოფა. PEG ნაწილაკის სტუქტურა პირდაპირ განაპირობებს პეგასისის ფარმაკოლოგიურ თვისებებს. კერძოდ, PEG ნაწილაკის ზომა (40კდა) და განშტოება განაპირობებს პეგასისის აბსორბციას, განაწილებას და ელიმინაციას.
4.1.1 მოქმედების მექანიზმი
ინტერფერონი ურთიერთქმედებს უჯრედის ზედაპირზე განლაგებულ სპეციფიკურ რეცეპტორებთან, რითაც იწყება რთული უჯრედშიდა სიგნალის გადაცემა და გენის ტრანსკრიპციის სწრაფი აქტივაცია. ინტერფერონის მიერ აქტივირებული გენი იწვევს მრავალ ბიოლოგიურ ეფექტს და მათ შორის ინფიცირებულ უჯრედში ვირუსის რეპლიკაციის და უჯრედების პროლიფირაციის ინჰიბირებას და იმუნომოდულაციას.
4.1.2 ეფექტურობა/კლინიკური კვლევები:
კლინიკურმა კვლევებმა გამოავლინა პეგასისის ეფექტურობა ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულებში და, აგრეთვე, ღვიძლის ციროზის კომპენსირებული ფორმის მქონე პაციენტებში.
სქემა 4: ვირუსოლოგიური პასუხი ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობის დროს.
პეგასისით მონოთერაპია | პეგასისით კომბინირებული თერაპია | ||||||
არა-ციროზული და ციროზული პაც. | ციროზული | არა-ციროზული და ციროზული | |||||
კვლევა NV15496 NV15497; NV15801 | კვლევა NV15495 | კვლევა NV15801; NV15942 | |||||
პეგასისი 180მკგ | INF ალფა- 2ა 6MIU/3MIU და 3MIU | პეგასისი 180მკგ | INF ალფა- 2ა 3MIU | პეგ.180მკგ+რიბ. 1000/1200მგ | პეგ.180მ კგ+რიბ. 1000/1200მგ | INF ალფა-2ბ 3MIU+რიბ 1000/1200მგ | |
N=701 48 კვირა | N=478 48 კვირა | N=87 48 კვირა | N=88 48 კვირა | N=436 48 კვირა | N=453 48 კვირა | N=444 48 კვირა | |
ვირ. პასუხი მკურნალობის ბოლოს | 55-69% | 22-28% | 44% | 14% | 68% | 69% | 52% |
მყარი ვირ. პასუხი | 28-39% | 11-19% | 30% | 8% | 63% | 54% | 45% |
მყარი ვირუსული პასუხის მიღწევის ალბათობა დამოკიდებილია ვირუსის გენოტიპზე:
ცხრილი: 5
მყარი ვირუსული პასუხი განოტიპის და ვირუსული დატვირთვის გათვალისწინებით, პეგასისით და რიბავირინით მკურნალობისას
კვლევა NV15942 | კვლევა NV15801 | |||||
პეგასისი 180 მკგ & კოპეგუსი 800 მგ 24 კვირა | პეგასისი 180 მკგ & კოპეგუსი1000/1200მგ 24 კვირა | პეგასისი 180 მკგ & კოპეგუსი 800 მგ 48 კვირა | პეგასისი 180 მკგ & კოპეგუსი 1000/1200მგ 48 კვირა | პეგასისი 180 მკგ & კოპეგუსი 1000/1200მგ 48 კვირა | ინტერფერონ ალფა 2ბ 3 MIU & კოპეგუსი 1000/1200 მგ 48 კვირა | |
გენოტიპი I დაბ. Vირუსული დატვ. მაღალი ვირუსული დატვ. | 29% (29/101) 41% (21/51) 16% (8/50) | 42% (49/118)* 52% (37/71) 26% (12/47) | 41% (102/250)* 55% (33/60) 36% (69/190) | 52% (142/271)* 65% (55/85) 47% (87/186) | 45% (134/298) 53% (61/115) 40% (73/182) | 36% (103/285) 44% (41/94) 33% (62/189) |
გენოტიპი 2/3 დაბალი ვირუსული დატვ მაღალი ვირუსული დატვ | 84% (81/96) 85% (29/34) 84% (52/62) | 81% (117/144) 83% (39/47) 80% (78/97) | 79% (78/99) 88% (29/33) 74% (49/66) | 80% (123/153) 77% (37/48) 82% (86/105) | 71% (100/140) 76% (28/37) 70% (72/103) | 61% (88/145) 65% (34/52) 58% (54/93) |
Genotype 4 | (0/5) | (8/12) | (5/8) | (9/11) | (10/13) | (5/11) |
* Pegasys 180 mcg Copegus 1000/1200 mg, 48 w vs. Pegasys 180 mcg Copegus 800 mg, 48 w: Odds Ratio (95% CI) = 1.52 (1.07 to 2.17) P-value (stratified Cochran-Mantel-Haenszel test) = 0.020
* Pegasys 180 mcg Copegus 1000/1200 mg, 48 w vs. Pegasys 180 mcg Copegus 1000/1200 mg, 24 w:Odds Ratio (95% CI) = 2.12 (1.30 to 3.46) P-value (stratified Cochran-Mantel-Haenszel test) = 0.002.
4.2 ფარმაკოკინეტიკა
პეგასისის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია ჯანმრთელ მოხალისეებში, C ჰეპატიტის ვირუსის მტარებელ პაციენტებში.
4.2.1 აბსორბცია:
ჯანმრთელ მოხალისეებში 180 მიკროგრამი პეგასისის ერთჯერადი კანქვეშა ინექციის შემდეგ სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა წარმოებს 3-6 საათში. შრატში პრეპარატის კონცენტრაციის პიკის 80% აღინიშნება 24-48 საათში, ხოლო სრული აბსორბცია 72-96 საათში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 84%-ს და ამ მხრივ იგი უტოლდება ინტერფერონ ალფა-2ა-ს იგივე მაჩვენებელს.
4.2.2 განაწილება:
პეგასისი ძირითადად ნაწილდება სისხლში და ექსტრაცელულურ სითხეში. ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრეპარატის განაწილების მოცულობა შეადგენს 6- 14 ლიტრს. პეგასისი აგრეთვე ნაწილდება ღვიძლში, თირკმელებში და ძვლის ტვინში, იგი არ აღწევს თავის ტვინში.
4.2.3 მეტაბოლიზმი:
პეგასისის მეტაბოლიზმი არ არის სრულად შესწავლილი, თუმცა ვირთაგვებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ თირკმელები წარმოადგენენ ნიშანდებული პეგასისის გამოყოფის ძირითად ორგანოს.
4.2.4 ელიმინაცია:
ადამიანებში პეგასისის სისტემური კლირენსი შეადგენს 100 მლ/სთ-ში, რაც 100-ჯერ ნაკლებია ინტერფერონ ალფა-2ა-ს კლირენსზე. კანქვეშა შეყვანის შემდეგ მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 80 საათს (50-140საათი) ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები პეგასისის ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის 180 მკგ
შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ სუბიექტებში 180 მკგ სც (N=50) | ქრ. C ჰეპატიტიან პაც. NV15496 180 mcg sc Treatment (N=16) | ||
პეგასისის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები | Single dose Mean ± SD [Range] | Single dose Mean ± SD [Range] | Week 48 dose Mean ± SD [Range] |
Cmax (ng/mL) | 14 ± 5 [6-26] | 15 ± 4 [7-23] | 26 ± 9 [10-40] |
Tmax (h) | 92 ± 27 [48-168] | 80 ± 28 [23-119] | 45 ± 36 [0-97] |
AUC1-168 h (ng·h/mL) | 1725 ± 586 [524-3013] | 1820 ± 586 [846-2609] | 3334 ± 994 [1265-4824] |
Clearance/F (mL/h) | 94 ± 56 [34-337] | 83 ± 50 [33-186] | 60 ± 25 [37-142] |
Week 48 Trough Concentration (ng/mL) | Not applicable | Not applicable | 16 ± 6 [4-28] |
Peak to Trough Ratio for Week 48 | Not applicable | Not applicable | 1.7 ± 0.4 [1.1-2.5] |
Accumulation (AUCWeek 48/ AUCSingle Dose) | Not applicable | Not applicable | 2.3 ± 1.0 [1.1-4.0] |
5.0 შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება მაცივარში 2-8ºC ტემპერატურაზე. გაყინვა და შენჯღრევა დაუშვებელია. ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
F. HOFFMANN-LA ROCHE
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით