ციკლოფოსფანი 0.2გ ფლ

ციკლოფოსფანი 0.2გ ფლ

2.10 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქიმიოთერაპიული საშუალებები
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბელმედპრეპარატები მინსკი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ციკლოფოსფამიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 1132
გააზიარე:

ციკლოფოსფანი-კმპ

 

გენერიული დასახელება:
Cyclophosphamide.

შემადგენლობა: თითოეული ფლაკონი შეიცავს 0.1გ ან 0.2გ ციკლოფოსფამიდს.

აღწერილობა: თეთრი ფერის უსუნო კრისტალური ფხვნილია, იხსნება წყალში და 96% სპირტში.

ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  მაალკილირებელი მოქმედების ანტიბლასტომური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: ციკლოფოსფანი წარმოადგენს მაალკილირებელ პრეპარატს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ციტოტოქსიური, სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნოდეპრესიული აქტივობით.
ციკლოფოსფანი ბიოტრანსფორმაციას განიცდის ძირითადად ღვიძლში მიკროსომული ოქსიდაზური სისტემის მეშვეობით  და წარმოქმნის  აქტიურ მაალკილირებელ მეტაბოლიტებს (4-OH ციკლოფოსფამიდსა და ალდოფოსფამიდს), რომელთა ერთი ნაწილი ექვემდებარება შემდგომ ტრანსფორმაციას არააქტიურ მეტაბოლიტებამდე, ნაწილი კი ტრანსპორტირდება უჯრედებში, სადაც ფოსფატაზის მეშვეობით გარდაიქმნება ციტოტოქსიური მოქმედების მეტაბოლიტებად. პრეპარატის მოქმედების სავარაუდო მექანიზმი ითვალისწინებს, დნმ-სა და რნმ-ს ძაფებს შორის განივი კავშირის წარმოქმნას და აგრეთვე ცილების სინთეზის ინჰიბირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის პარენტერალური შეყვანისას, მისი აქტიური ციტოტოქსიური მეტაბოლიტების  მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს 2-3 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი მცირე რაოდენობით უკავშირდება სისხლის ცილებს.

ჩვენება:
ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო,  სარძევე ჯირკვლის კიბო, სათესლეების კიბო,  რეტიკულოსარკომა, ლიმფოსარკომა,  მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, ქრონიკული ლიმფოლეიკოზი, მრავლობითი მიელომა, ვილმსის სიმსივნე, იუნგის სიმსივნე, ძვლის რეტიკულოსარკომა, ანგიოსარკომა.
ციკლოფოსფან-კმპ ენიშნებათ აგრეთვე რევმატოიდული ართრიტების, სისტემური წითელი მგლურას, არასპეციფიკური აორტოარტერიტის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად წვეთოვანი ან ინფუზიის სახით, კუნთებში, ინტრაპლევრალურად და ინტრაპერიტონეალურად.
გამოყენების წინ ფლაკონის შიგთავსს 0.1გ-ს ან 0.2გ-ს უმატებენ შესაბამისად 5მლ ან 10მლ საინექციო წყალს და შეანჯღრევენ. საინექციო წყალში ერთი ფლაკონის შიგთავსის გახსნის დრო შეადგენს არა უმეტეს 4წთ-ს.
იყენებენ მკურნალობის სხვადასხვა სქემებს:
200მგ (3მგკგ) ყოველდღიურად ან 400მგ (6მგკგ) დღეგამოშვებით-ვენაში ან კუნთებში; 1გ (15მგკგ) 1-ჯერ 5 დღე ვენაში; 2-3გ (30-40მგკგ) 1-ჯერ 2-3 კვირა ვენაში; ყველა ამ სქემის მიხედვით დოზის მთლიანი კურსი შეადგენს 6-14გ-ს. შემდგომ ენიშნებათ შემანარჩუნებელი თერაპია-2-ჯერ კვირაში 0.1-0.2გ კუნთებში ან ვენაში.
როგორც იმუნოდეპრესანტი იყენებენ 1.0-1.5მგკგ (50-100მგ-ს დღეღამეში), ხოლო კარგი ამტანიანობის შემთხვევაში-3-4მგკგ-მდე.
აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც ვენაში ინექციების დამატების სახით,  შეჰყავთ მუცლის ან პლევრალურ ღრუში 0.4-1.0გ ყოველი პუნქციის დროს.
ციკლოფოსფანის სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციის დროს შესაძლოა ამ უკანასკნელისა და სხვა  პრეპარატების დოზის შემცირება.

წინააღმდეგჩვენება: 
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მკვეთრად გამოხატული ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კახექსია, დაავადებების ტერმინალური სტადიები, გული, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:
სისხლწარმომშობი სისტემების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. Eეპიზოდურად ვითარდება თრომბოციტოპენია ან ანემია. ტოქსიური ეფექტები, ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტისთანავე. L
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა (ამ მოვლენების შესამცირებლად იყენებენ ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს, კუნთებში შეჰყავთ 0.05გ პირიდოქსინი). კანისა და კანის დანამატების მხრივ: ხშირად ვითარდება ალოპეცია. თმის ზრდა იწყება პრეპარატით მკურნალობის დამთავრების შემდეგ ან მკურნალობის გაგრძელებისას, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, დიზურიული მოვლენები (როგორც წესი გაივლის 4-5 დღის შემდეგ), ჰემატურია, ოსალგიები (გრძელდება 2-3 კვირამდე), შემცივნება, ციების სინდრომი, ამენორეა, ასპერმია.

ჭარბი დოზირება:
პანციტოპენია, დილატაციური კარდიომიოპათიის სინდრომი,  დაუცხრომელი პირღებინება, ჰემორაგიული ცისტიტი. ამ დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება და ჰემომასტიმულირებელი და სიმპტომატური თერაპიული მკურნალობის ჩატარება.

სიფრთხილე და სიფრთხილის ზომები:  პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება ქვემოთჩამოთვლილი ტოქსიკური ეფექტების შესაძლო გამოვლენის გამო:
ლეიკოპენია;
თრომბოციტოპენია;
ძვლის ტვინის სიმსივნური უჯრედებით ინფილტრაცია;
ადრე ჩატარებული რენტგენოთერაპია;
სხვა ციტოტოქსიურ აგენტებთან კომბინაციაში ჩატარებული ადრეული თერაპია;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა რეგულარულად სისხლისა და შარდის ანალიზის ჩატარება.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ციკლოფოსფანი ზრდის რუბრომიცინის და ადრიამიცინის კარდიოტოქსიურობას. პრეპარატის მოქმედების ეფექტს აძლიერებენ ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ამინაზინი, თეოფილინი, ხინგამინი,  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები; ეფექტურობას აქვეითებენ-გლუკოკორტიკოიდები და ქლორამფენიკოლი. ალოპურინოლი აძლიერებს პრეპარატის მიელოდეპრესიას.

გამოშვების ფორმა
0.1გ და 0.2გ  ფლაკონებში.

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 10°C     ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 
3 წელი

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს “კიევმედპრეპარატი”
უკრაინა

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით